განათლება თიბისელები

თიბისი BrandX აკადემია

მაისი 20, 2024

BrandX-ის (Brand Experience) აკადემია 2022 წლიდან არსებობს, ამ პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენიმე ასეულმა თიბისელმა და თიბისის ჯგუფის წევრმა გაიარა აღნიშნული კურსი. აკადემიის შექმნის თავდაპირველი მიზანი ჩვენი თანამშრომლებისთვის იმ პრაქტიკული ცოდნის და ინსტრუმენტების გაზიარება იყო, რაც თიბისის ბრენდის გამოცდილების შექმნისა და მართვის ნაწილში დიდ როლს თამაშობს.

ამ პერიოდის განმავლობაში, კურსდამთავრებულების დადებითმა უკუკავშირმა დაგვარწმუნა, რომ BrandX აკადემია ნამდვილად ღირებულია ჩვენი თანამშრომლებისთვის და მოგვცა მოტივაცია, კურსი დაგვეხვეწა და აქტუალური საკითხები დაგვემატებინა.

ნათია ჯიბლაძე

"BrandX აკადემიის არსებობის მანძილზე ეს კურსი არაერთი სტუდენტისთვის გახდა ინსპირაცია ამ მიმართულებით გაეგრძელებინა საქმიანობა. აკადემიაში სალექციო გარემო საინტერესო და მრავალფეროვანია, რადგან აქ წარმოდგენილი სტუდენტების განსხვავებული როლები, გამოცდილება და ჯგუფის ჭრილში ინდუსტრიის მრავალფეროვნება გარემოს და სწავლის პროცესს მეტად საინტერესოს და დინამიურს ხდის." - აღნიშნავს ნათია

2024 წელს კურსის მე-2 ნაკადის მიღებას ვაანონსებთ და დაინტერესებულ პირებს საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ. კერძოდ, კურსს ემატება ახალი და ძალიან აქტუალური თემა - „თანამშრომლის გამოცდილების (Employee Experience) მართვა“, რომელზეც თიბისის თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი - ნონა ქარქუზაშვილი ისაუბრებს.

ელენე ცერცვაძე

"BrandX- ის აკადემიის კურსების ფარგლებში მეგობრულ გარემოში პროფესიონალების დახმარებით მკაფიო წარმოდგენა შემექმნა ბრენდის გამოცდილების მნიშვნელობაზე, რამაც გადამწყევტი როლი ითამაშა, რომ კარიერა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა." - ამბობს ელენე

თანამშრომლის გამოცდილება (EX) არის დასაქმებული ადამიანის მთლიანი გზა კომპანიაში, რომელიც იწყება ვაკანსიით დაინტერესების მომენტიდან, გრძელდება პოზიციის დატოვებამდე და მის შემდგომაც კი. ის მოიცავს ყველაფერს, რასაც თანამშრომელი სწავლობს, აკეთებს, ხედავს და განიცდის კომპანიასთან ურთიერთობის სრული ციკლის განმავლობაში.

ნანა ახობაძე

"Brand X -ის კურსი, ყველა კურსდამთავრებულისთვის შესაძლებლობაა, ყოველდღიურ საქმიანობაში გადმოიტანოს შესწავლილი საკითხები და გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება. კურსი ტარდება ონლაინ, რაც რეგიონის თანამშრომლებს აძლევს საშუალებას მარტივად გაიარონ კურსი, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული და რეალური გამოცდილების გაზიარებაზე" - ამბობს ნანა

შეხვედრაზე უფრო დეტალურად იქნება საუბარი, თუ რა არის თანამშრომლის გამოცდილება (EX), მისი ელემენტები და რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი აქტუალური თანამედროვე ბიზნეს სამყაროში; რა არის ამ კუთხით საუკეთესო პრაქტიკა და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს EX-ი.

BrandX-ის აკადემია ბევრი ახალი და საინტერესო თემით 28 მაისს დაიწყება, რეგისტრაციას კი, 21 მაისიდან შეძლებთ. ლექციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს, დისტანციურად 10:00-12:00 საატზე, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.