კულტურა

სტატუს შეხვედრების განახლებული ფორმატი

სტატუს შეხვედრებზე იცვლება შთამაგონებელი ისტორიები, პროფესიული რჩევები და ინფორმაცია, რომელიც ხშირად მსმენელების ხედვას, აზროვნებასა და გადაწყვეტილებებს ცვლის.

აპრილი 24, 2020



წელი, 120-მდე შეხვედრა, 100-მდე სტუმარი და 8 000-ზე მეტი მსმენელი – ეს მხოლოდ რიცხვობრივი აღწერაა იმ სესიებისა, რომელსაც თიბისი სტატუსის მომხმარებლები ყოველთვის მოუთმენლად ელიან. სტატუს შეხვედრებზე იცვლება წარმატების ყველაზე შთამაგონებელი ისტორიები, პროფესიული რჩევები და ინფორმაცია, რომელიც ხშირად მსმენელების ხედვას, აზროვნებასა და გადაწყვეტილებებს ცვლის.



დღეს – როცა იზოლირებულად მუშაობა გვიწევს და მოტივაციას, შემართებასა და შთაგონებას ვირტუალურ სივრცეში დავეძებთ – ასეთ საუბრებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, სტატუს შეხვედრები – სოციალური დისტანციის სრული დაცვით, ჩვეული სტილითა და უჩვეულო ფორმატით – ნაცნობ მისამართზე ინაცვლებს: www.statusevents.ge.


რაც მთვარია, აქ შესვლა და შეკრება მარტო 3 ადამიანს კი არა, ყველა სტატუს მომხმარებელს შეუძლია. საჭიროა მხოლოდ სურვილი და Zoom-ის აპლიკაცია, სადაც მწერლები, მეცნიერები, რეჟისორები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ერთი მიზნით ერთიანდებიან – გაგვიზიარონ გამოცდილება და ის, რაც რეალობის უკეთესობისაკენ შეცვლაში დაგვეხმარება.




თიბისი სტატუსის მომხმარებლები ამ ვირტუალურ მისამართზე მანამდეც ყოფილან. უკვე წელიწადზე მეტია, აქ რეგულარულად ქვეყნდება მოკლემეტრაჟიანი მონოლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც შთაგონების მიღებას მოისურვებს.



ლევან ბერძენიშვილითინათინ რუხაძეგიორგი კეკელიძეანა კორძაია-სამადაშვილიგელა ჩარკვიანი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სპიკერებისა, ვისაც ვებგვერდზე ნებისმიერ დროს შეხვდებით. ახალი სტატუს შეხვედრები კი უშუალო დიალოგის რეჟიმში წარიმართება და მასზე დასწრებას მხოლოდ ერთჯერადად და, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ შეძლებთ.


„ჩვენთვის, მწერლებისთვის, ამბის მოყოლა და სხვებისთვის გაზიარება, არათუ პროფესიულად, სასიცოცხლოდაც მნიშვნელოვანია, რადგან მწერალი, რომელიც ამბავს ვეღარ ყვება, აღარ არის მწერალი,“

– ამბობს დათო ტურაშვილი, რომელიც ვირტუალურ სტუმრებს, ამჯერად, „ვეფხისტყაოსანზე“ გაესაუბრება.

„ჩემი აზრით, მთავარი, რასაც მსმენელი ასეთი ტიპის შეხვედრებიდან იღებს, არის სიმდიდრე, რაც პოზიტიურ ურთიერთობას ყოველთვის მოაქვს ადამიანისთვის."


ვგულისხმობ არა მხოლოდ ცოდნასა და ინფორმაციას, არამედ უფრო მეტს. მახსოვს, სამი წლის წინ მიმიწვიეს კიევში, ქალთა საერთაშორისო კონგრესზე, სადაც უზარმაზარ აუდიტორიას საქართველოს ისტორიიდან საუკეთესო ქალების გამოცდილება გავუზიარე. თბილისში რომ დავბრუნდი, არცთუ დიდი ხნის შემდეგ, უკრაინიდან მომივიდა მადლობის წერილი, სადაც სიტყვასიტყვით ეწერა, რომ ჩემმა გამოსვლამ კიევის კონგრესზე (შვიდასამდე ქალის წინაშე), ისე იმოქმედა მათ ცნობიერებაზე, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვალა. ეს წერილი ამოვბეჭდე, ჩარჩოში ჩავსვი და ჩემი ცოლის საწოლის თავზე ჩამოვკიდე იმ შემთხვევისთვის, თუ მას ოდესმე გაუჩნდება ყველაზე უწყინარი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საქმეზე დავდივარ მოძმე უკრაინაში“.

თიბისი სტატუსის მოხმარებლებს უკვე შეხვდა ანდრო დგებუაძე, რომელმაც მსმენელები ინდოეთში ამოგზაურა. აღმოსავლურ ფილოსოფიასთან ერთად, ვირტუალურმა სტუმრებმა საკუთარი თავის შეცნობის გზებიც აღმოაჩინეს.

პაატა პაპავამ კი, რომელიც განათლების ექსპერტი და კომპანია Teamboat-ის დამფუძნებელია, ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პატარებს წერა ადრეული ასაკიდანვე შევაყვაროთ. მან მშობლებს რამდენიმე პრაქტიკული მეთოდიც გაუზიარა და ასწავლა, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს წერისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში.



ეს არის დიალოგის საშუალება იმ ადამიანებთან, ვისაც საკმაო გამოცდილება და სათქმელი დაუგროვდათ და მზად არიან, სხვებსაც გაუზიარონ. ასეთი, ნაკლებად ფორმალური საზოგადოებრივი შეხვედრები, გვასწავლის რეფლექსიურ მოსმენას, შეკითხვის დასმას, განსხვავებული მოსაზრებებისა და რაკურსების შემჩნევას, ფიქრსა და დიალოგის კულტურას, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”


– ამბობს პაატა პაპავა At.ge-სთან საუბრისას.

„მიხარია, რომ ბავშვის აღზრდის საკითხი, ადრინდელთან შედარებით, ასე წინ არის წამოწეული და საზოგადოებაც მეტად ინტერესდება. წერის სწავლება პედაგოგიკაში ერთ-ერთი ცნობილი „აქილევსის ქუსლია“.


ძალიან ძნელია, მიაღწიო შედეგს – ადამიანს, რომელიც კარგად წერს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ უნარის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ. ჩვენს ინტერაქტიულ შეხვედრაზე სწორედ ეს თემა დავამუშავეთ – თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. მშობლებს არაერთი მეთოდი გავუზიარეთ და მათ შეკითხვებსაც ვუპასუხეთ. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ძალიან ცოცხალი, დინამიკური, ინფორმაციული, სახალისო, ორმხრივი და კარგად ორგანიზებული დიალოგი შედგა. გამოხმაურებებიც შესაბამისი იყო. მიხარია, რომ ამ საკითხის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გავზარდეთ.“




მართალია, ასეთი ერთჯერადი შეხვედრები ცხოვრებას მაშინვე არ ცვლის, მაგრამ, სამაგიეროდ, გვეხმარება მთავარში – ცვლილებების დაწყებაში, რაც შემდეგ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება. ახლა კი – ისე, როგორც არასდროს – სწორედ ასეთი ცვლილებები გვჭირდება. ასე რომ, თუ დროის საინტერესოდ გაყვანასთან ერთად, პრაქტიკული რჩევებისა და შთაგონების მიღებაც გსურთ, გირჩევთ, ახლავე დარეგისტრირდეთ. სტატუს შეხვედრები კვირაში ორჯერ, 19:00 საათიდან დაიწყება.

ავტორი: At.ge