თიბისი შენთვის სიახლეები თიბისელები ბიზნესი ტექნოლოგია

"სტარტაპ დეკრეტის" გამარჯვებულები

ნოემბერი 18, 2022

დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანები ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ თუმცა, ნებისმიერ კარგ იდეას, შესაბამისი მხარდაჭერაც სჭირდება. სწორედ ამიტომ თიბისიმ სტარტაპ დეკრეტი წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, თანამშრომლების, მეორე მხრივ კი სტარტაპების მხარდაჭერას ემსახურება.

თიბისის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამიტომ, იდეებით სავსე თანამშრომლებს დრო და სივრცე მისცა – მოსინჯონ საკუთარი ძალები სტარტაპში.

გაიცანით იდეები, რომლებმაც ჟიური განსაკუთრებულად დააინტერესეს

სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებულებს შორის გეიმერებისთვის შექმნილი პლატფორმით მოხვდნენ გიორგი მეძმარიაშვილი და დავით ცერცვაძე. LFG - ციფრული არხია გეიმერებისთვის, სადაც გუნდელის პოვნა და გასართობად სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობა შეგიძლია. 


ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი ეძებს გუნდელს სხვადასხვა თამაშში. დღეს ამ პრობლემის გადაჭრა ძირითადად discord-ის საშუალებით ხდება, რომელსაც რთულად საპოვნელი არხები, არასწორი ინფორმაცია და სხვა პრობლემები ახლავს თავს.


“ამ პრობლემის გადასაჭრელად გვინდა, გავაკეთოთ პლატფორმა LFG (Looking For Gamers), რომელიც მომხმარებელს ზემოთქმულ სირთულეებს გაუმარტივებს. LFG-ის დახმარებით შეგეძლება უმარტივესად, რამდენიმე კლიკში დაიწყო გუნდელის ძიება სხვადასხვა ფილტრაციით ეს იქნება რეგიონის, Skill based თუ სხვა კრიტერიუმით”, - ამბობს გიორგი მეძმარიშვილი. 

იდეა თავიდან გაჩნდა მხოლოდ გუნდელის ძიებისთვის, მაგრამ რამდენიმე თვის research-ის შემდეგ მონაწილეებმა პროდუქტის განვითარებისათვის კარგი ფუნქციონალები დაინახეს და გადაწყვიტეს, ყველა ეს ხელსაწყო ერთ პლატფორმაზე გაეერთიანებინათ.

“სტარტაპ იდეაზე მუშაობის დროს, ორი მთავარი რამ არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ დრო დაუთმო იდეას, რომლისაც გჯერა და მეორე ფაქტორია, არ დაკარგო შემოსავალი. სტარტაპ დეკრეტი უნიკალური შესაძლებლობაა თიბისელებისთვის. პროექტი თანამშრომლებს ყოველდღიური საქმიანობის მიღმა ინტერესების აღმოჩენაში ეხმარება.”, - ამბობენ გუნდში.

ნათია ჯიბლაძისა და ნანა ახობაძის სტარტაპ იდეა CX Hub პლატფორმის შექმნას გულისხმობს, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების მართვის outsourcing სისტემას წარმოადგენს. პლატფორმა საშუალო და დიდ კომპანიებს დაეხმარება Customer Experience-ის გაზომვასა და მართვაში. დღეს საშუალო ბიზნესებს და რიგ შემთხვევებში მსხვილ კომპანიებსაც არ გააჩნიათ ფინანსური რესურსი/კომპეტენცია იმისათვის, რომ შექმნან CX გაზომვის სისტემები და სრულშტატიანი თანამშრომლების დახმარებით იზრუნონ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მათი გარკვეული ნაწილი კონცენტრირდება მხოლოდ გაყიდვების სტიმულირებაზე, იშვიათ შემთხვევებში კი იყენებენ ერთჯერად კვლევებს, რომელიც ვერ ფარავს CX-ის გაზომვის და მართვის სრულ არეალს.


ჩვენი გუნდის წევრებისთვისაც სტარტაპ დეკრეტი აღმოჩნდა ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ რეალისტურად წარმოგვედგინა ჩვენი იდეა და გვეფიქრა მის განხორციელებაზე. იდეაზე მუშაობის პროცესმა საშუალება მოგვცა მეტად ვკონცენტრირებულიყავით პლატფორმის შექმნის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე“, - ამბობენ გუნდში.

ალექსანდრე მანია და ლევან კოკაია უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ გუნდში მუშაობენ, ერთმანეთს საერთო ხედვებს, გამოწვევებსა და მიღწევებს უზიარებენ. მიღებული გამოცდილებისა და სამუშაო პროცესებზე დაკვირვების შედეგად დაინახეს, რომ ეჯაილ საქმიანობის მეტად მოქნილად და ეფექტიან წარმართვაში საჭირო იყო პროცესების გამამარტივებელი ხელსაწყო, რომელიც ამ მომენტისთვის ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა. ასე შეიქმნა ციფრული პროდუქტის იდეა „SHARA”.

SHARA”-ს ზურგს მრავალთვიანი ბაზრის კვლევა უმაგრებს, რის შედეგადაც მივედით ობიექტურ დასკვნამდე, რომ მსგავსი კომპლექსური ციფრული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს. ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქტი მსოფლიოში ეჯაილ პრაქტიკას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს, მოქნილსა და რაც მთავარია, მარტივად გამოყენებადს გახდის, როგორც გუნდებისთვის და ასევე დიდი ორგანიზაციებისთვისაც”,-ამბობენ გუნდში.

მონაწილეების აზრით, სტარტაპების ხელშეწყობა და მათი წარმატების აქსელერაცია ქვეყნის ეკონომიკურ-ტექნოლოგიური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 


ფოტოები: თორნიკე შენგელია