სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს

ათასობით კილომეტრის დაშორებით, ყოველდღიური თავდადებით, შრომითა და ზრუნვით, ემიგრაციაში მყოფი ქართველები თავიანთ ოჯახებს სიყვარულს უგზავნიან. ახლა კი დადგა დრო, რომ საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აგრძნობინონ სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.
ჩვენი ახალი წლის კამპანია „სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“, სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნა. ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში მყოფი თავიანთი ოჯახებისთვის მოჰყავთ ახალი წელი და ამის გამო, თვითონვე იკლებენ ამ პერიოდის ჯადოსნურობის შეგრძნებას.
„თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარმაც კი შეიძლება გამოხატოს უპირობო სიყვარული, მონატრება, მადლიერება, დაფასება ან უბრალოდ შეგახსენოს, რომ მიუხედავად მანძილისა, საყვარელ ადამიანებს მუდამ ახსოვხარ. ჩვენს საახალწლო კამპანიას „სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ სწორედ იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად აგრძელებს სიყვარულის გამოგზავნას საკუთარ ოჯახებთან. ახლა კი მათ ოჯახებსა და ახლობლებს გვინდა შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ ემიგრანტებს ეს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის ახალი წელი უფრო თბილ, ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციონ“- მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, ვაძლევთ შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ.
კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, ჩვენს მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე (როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის) საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან, პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80₾ ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე - ახალი უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ - უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით.
ისარგებლეთ შესაძლებლობით და გაუგზავნეთ საჩუქარი თქვენ ახლობელ ემიგრანტებს. დეტალებისთვის გადადით ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/love-always-finds-itself-back