ლიტერატურა

უფასო წვდომა 6000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე გრძელდება!

"საბა"

ივლისი 06, 2020

16 მარტს ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“, გამომცემლობების უპრეცედენტო მხარდაჭერით, მომხმარებლებს შესთავაზა ერთთვიანი უფასო წვდომა 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლები, ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ სარგებლობენ.


მკითხველთა თხოვნის გათვალისწინებითა და საგამომცემლო სფეროს ხელშეწყობის მიზნით, აქცია გაგრძელდება 1 მაისამდე თიბისის მხარდაჭერით - პროგრამა #თიბისიშენთვის ფარგლებში.


შეგახსენებთ, რომ „საბას“ მთელ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომის აქტივაცია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციებიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ახალი მომხმარებელი 4წიგნიანი პაკეტის აქტივაციას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თაროზე ერთდროულად 4 წიგნის განთავსებას შეძლებენ, თუმცა „საბას“ ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნების უკან დაბრუნება და სხვა წიგნებით ჩანაცვლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს 6 000-ზე მეტ წიგნზე შეუზღუდავ წვდომას აძლევს. 

უფასო წვდომის ამოწურვის შემდეგ, ახალ მომხმარებლებს ფასიანი პაკეტები ავტომატურად არ გაუაქტიურდებათ. წიგნის ყველა მოყვარული მიიღებს შესაბამის ინფორმაციას და სურვილისამებრ გააგრძელებს აპლიკაციის ფასიან სერვისს.


რამდენიმე თვის წინ შეიქმნა პლატფორმა „საბკულტურა“, რომლის მიზანია მსგავსი ინტერესებისა და ფილოსოფიის მქონე ადამიანების გაერთიანება. ადამიანების, ვისაც უყვართ კითხვა და სჯერათ რომ კითხვაში გატარებული ყოველი წუთი ცვლის ფიქრებს, ფიქრები ქმედებებს, ქმედებები კი - სამყაროს!


სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში ზაფხულიდან მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი განახლებულია აპლიკაცია SABA Reader გახდა, რომელიც წიგნის მოყვარულებს კითხვის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს.

 

დღეს კი, არსებულ სიტუაციაში, “საბკულტურამ”, როგორც ლიტერატურულ მოძრაობამ, შექმნა სივრცე, სადაც წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ მოიყარონ თავი, ისარგებლონ უფასო წვდომის აქციით, მიიღონ და გასცენ ლიტერატურული რეკომენდაციები ან უბრალოდ ისაუბრონ წიგნებზე.