ლიტერატურა

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

„საბა“

ივლისი 25, 2025

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

 „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე მეტი პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ). 


ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

1. გიორგი საჯაია

„ლპობა“

(ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)

2. ინგა ჩახვაშვილი

„⁠მოუყოლელი ამბები“

(ჩემი გამომცემლობა)

3. ლექსო ჩხაიძე

„⁠გარეთ, ქარში საკითხავი“

(კალმოსანი)

4. კონსტანტინე ჭანკოტაძე

„⁠ილუზიების მატარებელი“

(სეზან ფაბლიშინგი)

5. დავით ხორბალაძე

„UNLOVE“

(ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

1. თეიმურაზ დოიაშვილი

 „⁠სულის კვეთება“

(თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)

2. სოფიო შამანიდი

„აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“

(სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა:

1. ნოდარ მამაცაშვილი

„⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“

(აწმყო)

2. ბასა ჯანიკაშვილი

„⁠მე გადმოვცურავ ზღვას“

(პალიტრა L)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

1. ლევან ბერძენიშვილი

„⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“

(ინტელექტი)

2. ირაკლი ლაითაძე

„⁠იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“

(არტანუჯი)

3. ანა მარგველაშვილი

„წერილები მეფეს“

(ალონი)

4. ბესო ხვედელიძე

„⁠გოა მშვიდობისა“

(სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

1. არმაზ ბეკარი

„მშვიდობით, სომერსეტ!“

(სულაკაურის გამომცემლობა)

2. მამუკა დოლიძე

„გამოფენა“

(მერანი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

1. ბექა ახალაია

„⁠კანალიზაციის ანგელოზები“

(ჯადოსნური სახლი)

2. რეზო გეთიაშვილი

„⁠მეოთხე პირის ნიშანი“

(კალმოსანი)

3. გოჩა სხილაძე

„⁠ღამის სიმღერა“

(ჩემი გამომცემლობა)

4. ალექსანდრე ჯინჭარაძე

„⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე“

(ლოგოსი)

წლის საუკეთესო რომანი:

1. შოთა იათაშვილი

„ბედნიერება“

(ინტელექტი)

2. ⁠ნოდარ ლადარია

„ელი! ელი!“

(ინტელექტი)

3. ირაკლი მეტრეველი

„ნებადართული ჯადოქრობა“

(სულაკაურის გამომცემლობა)

Giorgi Chanturia

4. ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული

„ლეთარგია“

(პალიტრა L)

5. ⁠მიხეილ ციხელაშვილი

„ტანჟერული სიზმარი“

(სულაკაურის გამომცემლობა)