Scroll და Qari Electric - ალტერნატიული ტრანსპორტი თბილისის აღმოსაჩენად

ზაფხული წელიწადის ყველაზე უდარდელი დროა, ამ სეზონზე ადამიანმა შეიძლება საღამოობით ბარში წასვლა გადაწყვიტო, მთელი შაბათ-კვირა ფესტივალზე გაატარო ან უბრალოდ ქალაქში იხეტიალო ახალი ადგილების აღმოსაჩენად.

თუმცა თბილისური სიცხე ფეხით გადაადგილებას ართულებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში მოძრაობა დამღლელია.


სწორედ ასეთ სიტუაციებშია იდეალური ეკომეგობრული ტრანსპორტი Scroll, Qari და Qari Ami, რომლებიც გადაადგილების ეკომეგობრულ ალტერნატივას გვთავაზობენ.


თიბისი კონცეპტის მომხმარებლები Scroll-ის გამოყენებისას 20%-იანი, Qari-სა და Qari Ami-ს შემთხვევაში კი - 30%-იანი ქეშებექ აქციით ისარგებლებენ.

1

Scroll ეკომეგობრული ტრანსპორტია, რომელიც კომფორტულია მცირე მანძილებზე გადასაადგილებლად, ასევე განსაკუთრებით გამოსადეგია საცობის დროს, როდესაც ქალაქი პარალიზებულია. ეს ტრანსპორტი გამოგადგებათ მაშინაც, როდესაც მცირე მანძილი გაქვთ დასაფარი, მაგრამ ფეხით მისვლას ვერ ასწრებთ.


მაგალითად, ლანჩის დროს, სამსახურიდან ლანჩზე გასვლა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ სირთულეებთანაა დაკავშირებული.


მანქანით მოძრაობა, როდესაც დრო შეზღუდული გვაქვს დიდ დისკომფორტს ქმნის, ფეხით სიარულისას კი დროს ვკარგავთ. სწორედ ასეთ შემთხვევაშია Scroll იდეალური - ეკომეგობრული სკუტერით შეგიძლიათ მოკლე მანძილზე სწრაფად გადაადგილდეთ, თავი აარიდოთ საცობებს და მარტივად გამონახოთ საპარკინგე ადგილი. 

Scroll განსაკუთრებით კომფორტულია ვიწრო ქუჩებზე, რადგან გასაჩერებლად ძალიან პატარა სივრცეც ყოფნის, ლანჩზე Scroll-ით შეგიძლიათ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან Honoré-ს ეწვიოთ, სადაც მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, თუმცა სკუტერს მარტივად დააპარკინგებთ.

2

Scroll გამოგადგებათ მაშინაც, როდესაც არსად გეჩქარებათ და შეგიძლიათ თბილ ამინდში მგზავრობით დატკბეთ.

3

თუ შაბათ-კვირის ბუნებაში გატარებას აპირებთ და ვაკეში ცხოვრობთ, შეგიძლიათ მზიურს Scroll-ით ეწვიოთ, სკუტერი პარკის შესასვლელთან დატოვოთ, თავი აარიდოთ ავტომობილის პარკინგის ძებნის პროცესს, ელექტროსკუტერის გამოყენებით გარემოში მავნე გამონაბოლქვი შეამციროთ, ხოლო სახლში მანქანის დატოვებით ქალაქს განტვირთვაში დაეხმაროთ.

4

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით, ივნისში ეროვნული არქივის კინოთეატრში 60-იანი წლების ქართული კინოს ჩვენებები იმართება, კვირაში სამი დღის განმავლობაში შესაძლებელია იხილოთ ლანა ღოღობერიძის, ოთარ იოსელიანის, ელდარ შენგელაიასა და სხვა 60-იანი წლების რეჟისორების ფილმების ციფრული ვერსიები, თუმცა არქივთან ხშირია საცობი, ასევე რთულია საპარგინგე ადგილის პოვნა.

Scroll-ის საშუალებით შეგიძლიათ დროულად მიხვიდეთ კინოჩვენებაზე, არ იდარდოთ პარკინგის პრობლემაზე და კარგად ნაცნობ, აღდგენილ ფილმებს სრულიად ახალი თვალით დააკვირდეთ. 

Qari

Qari უხმო, ელექტრონული მოპედია, რომელიც სქროლის მსგავსად, არ აბინძურებს გარემოს და ქალაქს მანქანებისგან განტვირთვაში ეხმარება, თუმცა თუ სქროლი მცირე მანძილების დასაფარადაა გათვლილი, ქარით შეგიძლიათ უფრო შორ მანძილზე წახვიდეთ, გარდა ამისა, ელექტრომოპედი Qari-თ კომფორტულია ქვაფენილზე გადაადგილება, მოპედი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც გეჩქარებათ, ან უბრალოდ ქალაქში სეირნობა გინდათ. 

1

იცით, რომ თბილისში ნამდვილი ნიუიორკული ბეიგლების გასინჯვაა შესაძლებელი? 

ზანდუკელის 32-ში მდებარე პატარა კაფეში თბილისში საუკეთესო ბეიგლებს ამზადებენ, კაფეს შეგიძლიათ საუზმის დროს ესტუმროთ და დღე გემრიელად და სასიამოვნოდ დაიწყოთ, თუმცა ზაფხულის სიცხეში ზანდუკელის აღმართის ავლა არცთუ სახალისოა, სწორედ ამიტომ, ბეიგლებში" სტუმრობისას შეგიძლიათ Qari-ს მოპედი გამოიყენოთ, რომელიც ქვით მოპირკეთებულ ქუჩას აგატარებთ და სწრაფად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილას, თიბისი კონცეპტთან ერთად კი მგზავრობაში გადახდილი თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებთ. 

2

ორწლიანი პაუზის შემდეგ ყველას საყვარელი ფესტივალი - Tbilisi Open Air ტრადიციულად Lisi Wonderland-ზე ბრუნდება, თუმცა თუ Open Air-ს ერთხელ მაინც დასწრებიხართ, აუცილებლად გემახსოვრებათ ის საცობი, რაც ფესტივალის ტერიტორიაზე იქმნება, სწორედ ასეთ სიტუაციაშია იდეალური ტრანსპორტი Qari-ს მოპედი, რომელიც სწრაფად, უსაფრთხოდ აგიყვანთ დანიშნულების ადგილას და აგაცილებთ საცობს. უკან დაბრუნებისას კი ღამის თბილისის ლამაზ ხედებს შეგიძლიათ დააკვირდეთ. 

3

ელექტრომოპედით შეგიძლიათ თბილისის ქუჩებშიც ისეირნოთ და ახალი ადგილებიც აღმოაჩინოთ, განსაკუთრებით ცხელ ამინდში კი ბოტანიკურ ბაღს ეწვიოთ, მზიანი აღმართი სწრაფად და უპრობლემოდ აიაროთ და დღე სიგრილესა და ულამაზეს ბუნებაში გაატაროთ. 

Qari Ami 

Qari Ami ელექტრომანქანაა, რომელსაც ჩვეულებრივი ავტომობილისგან პატარა ზომა და პარკირების სიმარტივე განასხვავებს.

1

Qari Ami-თ ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ გადაადგილება, ის იდეალურადაა მორგებული ქალაქს, არ აბინძურებს გარემოს და მცირე ზომის გამო ძალიან პატარა სივრცეს იკავებს პარკინგზე. ავტომობილი აღჭურვილია მცირე სათავსოთი, რაც იდეალურია, თუ პიკნიკზე წასვლა გსურთ. 


ივნისის განმავლობაში, შაბათ-კვირას შეძლებთ დედაენის ბაღში დაისვენოთ. პარკში მისასვლელად კი შეგიძლიათ ეკომეგობრული ტრანსპორტი Qari Ami გამოიყენოთ, რომლითაც შეძლებთ დედაენის ბაღში პლედი, კალათი თუ სხვა საპიკნიკე აღჭურვილობა წაიღოთ და მთელი დღე ბუნებაში გაატაროთ.

2

თუ ზაფხულს თბილისში ატარებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს საღამოობით გაგრილება, შაბათ-კვირას კი განტვირთვა.


Qari Ami-თ შეგიძლიათ კუს ტბაზე ახვიდეთ, ტბაზე მიმავალი აღმართის ავლა ზაფხულში საკმაოდ უსიამოვნოა, მანქანით ასვლისას კი მუდმივად რთულია გასაჩერებელი ადგილის პოვნა, განსაკუთრებით - საღამოობით, როგორც უნდა ცხელოდეს თბილისში, კუს ტბაზე სასიამოვნო სიგრილეა, შაბათ-კვირას კი შეგიძლიათ მთელი დღე ტბის პირას გაატაროთ, გაირუჯოთ და მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

ავტორი: ლიზა ალფაიძე / Hammock Magazine