ცისფერი მთები

ფოტოამბავი | ბახმარო

ცისფერი მთები

სექტემბერი 04, 2021

ზუკა კოტრიკაძის ფოტოამბავი

ბახმაროდან.

„ღრმა ბავშვობიდან ბახმარო ჩემი ყოველი ზაფხულის შეუცვლელი ნაწილი იყო. მახსოვს ყველა მისი, როგორც რაიონიდან დაშორებული, მაღალმთიანი კურორტის პრობლემა და ამ პრობლემებთან გამკვლავების მცდელობები.


დღემდე ყოველი ზაფხული ბახმაროში რაღაც ახლის მომტანია. ეს შესაძლოა ახალი ურთიერთობებია, ხელახალი აღმოჩენები ან სულაც, ბავშვობის ისტორიების აღდგენის და მათი წყალობით ბავშვობაში დაბრუნების სიამოვნება.“

„ჩემი გზა ბახმარომდე - ჩოხატაურიდან იწყება. მივყვები სოფლებს, ვუყურებ მთებს, რომლებსაც ნელ-ნელა ვუახლოვდები და თან ჩამესმის ხმა ბავშვობიდან:

"წინ, მეეტლევ!

ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! “.“

ავტორი: ზუკა კოტრიკაძე