ტექნოლოგია

თიბისის ტექნოლოგიური სიახლე მობაილბანკში

აგვისტო 10, 2021

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ მრავალფეროვანი და ამავდროულად, სინთეზურია. რაც უფრო მეტად უკავშირდება ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა კომპონენტი, ყოველდღიურობა უფრო მარტივი და კომფორტული ხდება. როცა იკლებს კონტრასტულობა, იმატებს კავშირი - ეს კი სწორედ ისაა, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

ფინანსურ სამყაროშიც ასეა - სხვადასხვა სერვისი ერთმანეთს ავსებს, ჩვენი მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ამ სექტორის წარმომადგენლები ყოველდღიურად ცდილობენ. სწორედ ამიტომ არის რომ დღეს, მომხმარებლების დიდ ნაწილს, მინიმუმ ორ ბანკში მაინც აქვს ანგარიში გახსნილი, რათა მომსახურება მაქსიმალურად სწრაფად და მოხერხებულად მიიღოს. 

სიახლე თიბისის მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რამდენად დიდი სიკეთე იქნებოდა თქვენი ანგარიშების ერთ სივრცეში გაერთიანება რომ შესაძლებელი ყოფილიყო და სხვადასხვა აპლიკაციაში შესვლა, სხვადასხვა ინტერფეისში გარკვევა და ახალ-ახალი ფუნქციონალის შესწავლა რომ არ გჭირდებოდეთ. რამდენ დროს დაზოგავდით და რამდენად გაიმარტივებდით ცხოვრებას, არა?!

 

თიბისი მობაილ ბანკის მომხმარებლებს სწორედ ამ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ერთ სივრცეში, თიბისის მობაილბანკში, გააერთიანოთ თქვენი ყველა მიმდინარე ანგარიში სხვადასხვა ბანკიდან. 


სხვადასხვა სერვისის გაერთიანება მსოფლიოს წამყვან კომპანიებში უკვე აპრობირებული და გამართლებული მეთოდია. მაგალითად, Apple-ის Mail აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სხვადასხვა ანგარიში ერთ აპლიკაციაში გააერთიანოს, რათა მომხმარებლებმა ეფექტურად მართონ საკუთარი მიმოწერები. იგივე შეიძლება ითქვას Google Workspace-ზეც, რომელიც აერთიანებს ეფექტური გუნდური მუშაობისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოს, ან Facebook Ads-ზე, რომელიც ინსტაგრამის, ვოცაფისა და ფეისბუქის სარეკლამო კამპანიების მართვისთვის გამოიყენება. 

როგორ დავამატოთ სხვა ბანკის ანგარიშები თიბისის მობაილბანკში?

  • შეთავაზებებიდან აირჩიე - სხვა ანგარიშის დამატება
  • აირჩიე სხვა ბანკი, რომლის დამატებაც გინდა
  • დაეთანხმე პირობებს
  • აკონტროლე ყველა ანგარიში მობაილბანკიდან

როგორ დაგეხმარებათ თიბისის მობაილბანკის სიახლე? 

ერთ სივრცეში ანგარიშების გაერთიანება მნიშვნელოვნად შეცვლის ფინანსური აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილებას და ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

 

მას შემდეგ, რაც თიბისის მობაილბანკში დაამატებთ თქვენს სხვადასხვა ანგარიშს, მომხმარებლის გვერდზე გამოჩნდება თითოეულზე არსებული თანხა. ყოველი ტრანზაქციისა, გადახდის ოპერაციისა თუ შიდა გადარიცხვის შემდეგ, თანხის რაოდენობა ავტომატურად განახლდება.

 

ამგვარად, თქვენ შეძლებთ უფრო ეფექტურად მართოთ ყველა ანგარიშზე არსებული თანხა, უკეთ აკონტროლოთ ხარჯები და ფინანსები.

 

მომდევნო განახლების შემდეგ, რომელიც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ცხოვრებას, უკვე შეძლებთ არსებულ ანგარიშებს შორის მარტივად თანხის გადარიცხვას, მეგობრებისთვის თუ ახლობლებისთვის ნებისმიერი ანგარიშიდან ტრანზაქციის შესრულებას და ამისთვის მხოლოდ ერთი აპლიკაციით სარგებლობა იქნება საჭირო. 

კიდევ ერთი სიკეთე, რომელიც ამ განახლებას მოყვება, ისაა, რომ თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ანგარიშის ტრანზაქციების ისტორიის ნახვას ერთ სივრცეში და აღარ მოგიწევთ ერთი, მეორე და მესამე ბანკის აპლიკაციებში გადასვლა და სათითაოდ ამონაწერების მომზადება. 

სიახლეები ყოველთვის კარგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენს ცხოვრებას და ყოველდღიურობას ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის.