მუსიკა | ცა

ნოემბრის ქართული მუსიკა

დეკემბერი 06, 2023

Chaos in the Attic - Mazes, dungeons and cats

ქართული ალტერნატიული ჯაზ დუეტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას და შემდეგ EP-ს გვთავაზობს, რომელიც როგორც downtempo და მელოდიური, ისე მაღალრიტმული, Drum’n’Bass კომპოზიციებისგან შედგება.

Circus Mircus - Furore​/​Fiasco


მრავალწლიანი აქტიური მოღვაწეობის და გამოქვეყნებული სინგლების შემდეგ, Circus Mircus-მა სადებიუტო სრული ალბომი გამოუშვა, რომელიც ძირითადად მელოდიურ და მშვიდ სიმღერებს მოიცავს, თუმცა აქვეა „Tenderizer“-ის მსგავსი, უფრო პანკისკენ მიმავალი კომპიზიციებიც.

Eko & Vinda Folio – Tavshekaveba

4 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული პოსტ-პანკ დუეტი,

Eko & Vinda Folio მსმენელს ახალი ალბომით, „თავშეკავება“ დაუბრუნდნენ.ალბომი გამოხატულად უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი ალბომი, „თერაპია“ და კონკრეტულ კონცეფციას ატარებს. იგი დუეტისთვის ტრანზიციული ხასიათისაა, სადაც წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებების გააზრების შედეგი მუსიკალურადაა წარმოჩენილი.

Tedi - Flicker Glass

სანდრო თედიაშვილის იგივე Tedi-ის ახალი EP 4 ტრეკისგან შედგება, ჟანრობრივად ეს ბრეიქისა და ელექტროს ნაზავია, თუმცა ვფიქრობ გამორჩეული საუნდ დიზაინი, გამოცემას უფრო საინტერესოს ხდის.

Saphileaum - Banana Leaf Paradise

ქართველი მუსიკოსი, ანდრო გოგიბედაშვილი საკუთარი ხელწერით, პერკუსიული ემბიენტის სტილში ახალ ალბომს ესპანურ ლეიბლზე, Subwax Distribution აქვეყნებს.

Lua - Mood Swings

ქეთათო ნერგაძე (LUA) მსმენელისთვის ნაცნობი მუსიკალური პერსონაჟია, რომელსაც წელს საკმაოდ აქტიური სამუშაო წელი ჰქონდა. ამჯერად იგი თავის პირვანდელ მუსიკალურ სტილს დაუბრუნდა და თანამედროვე RnB-ისა და ალტერნატიული ჯაზის სტილში გადაწყვეტილი სინგლი, Mood Swings გამოუშვა.

Eleon - Ada Cosma

ელენე ფიფია ქართულ მუსიკალურ სივრცეში რამდენიმე წელია რაც აქტიურად გამოჩნდა. მისი პირველი ალბომი 2020 წელს გამოვიდა. „Ada Cosma” მუსიკოსის მეორე ჩანაწერია, სადაც ყველა სიმღერის ავტორი და შემსრულებელი თავად არის. მუსიკალურად ეს 70-იანი წლების არტ როკის, ფოლკ როკისა და ფსიქოლედიური ფოლკის სინთეზია, რომელიც სასიამოვნოდ ისმინება 14 კომპოზიციის ფარგლებში.

Vaqo - Mashuladari (Chongur Rokva)

ვახტან ქანთარია წლის მიწურულს კიდევ ერთ ჩანაწერს სთავაზობს მსმენელს, „Mashuladari (Chongur Rokva)" მოიცავს როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენებზე შესრულებულ სიმღერებს.

On The Road - Heal Yourself

ჯგუფმა On The Road მინიალბომისა და რამდენიმე სინგლის შემდეგ, მსმენელს სადებიუტო ალბომი “Heal Yourself” შესთავაზა. როგორც სათაური გვიბიძგებს, ალბომი საკუთარი თავის განკურნების და გაჯანსაღებას ეხება. იგი ლეიბლმა One Small Step Production-მა გამოსცა.

Process - Junk Keeper

რუსთავული ბენდი Process-ი, რომელმაც წელს სადებიუტო ალბომიც გამოუშვა, მსმენელს ახალ სინგლს, "Junk Keeper" სთავაზობს"

Beka Baghashvili – Mogzauri

ავტორ შემსრულებელი ბექა ბაღაშვილი დროის მოკლე პერიოდში კიდევ ერთ ჩანაწერს სთავაზობს მსმენელს. „მოგზაური“ ჟანრისთვის დამახასიათებელი მუსიკალური სიმარტივით ხასითდება, სადაც გიტარაზე შესრულებულ მელოდიას პერიოდულად რიტმული სექცია გაყვება, რაც საინტერესოა, კიდევ ერთი ალბომი შეემატა ქართულ ენოვან გამოცემებს.

სელექცია : ჯაბა შავიშვილი