მუსიკა | ცა

მაისი-ივნისის ახალი ქართული მუსიკა Vol.25

Tsa.Music

ივლისი 05, 2022

Gacha Bakradze– Spit

ქართველი მუსიკოსის და პროდიუსერის, გაჩა ბაქრაძის ახალი EP, რომელიც საინტერესო ბრეიქბითებითაა სავსე

Bedford Falls – KINO

პოპულარული ქართული ბენდის ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელზეც გიორგი მეშველიანმა იმუშავა.

Gogi Dzodzuashvili & Go-Eun Im - Three Circles with​(​in) the Whale

აღნიშნული ალბომი გოგი ძოძუაშვილმა კორეელი არტისტის, Go-Eun Im-ის ამავე სახელწოდების პერფორმანსისთვის შექმნა, რამაც საბოლოოდ CES Records-ზე დაიდო ბინა და ივნისის თვეში დარელიზდა.

Killages – 1 Step 2 Shut Up

პოპულარული ქართული ჯგუფი Killages ახალ EP-ს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს კოლაბორაციულ სიმღრებს, Bedford Fall-ის სოლისტთან დათო ჯიქიასთან, ასევე ერეკლე დეისაძესთან.

Tamo Nasidze - Emil Aus Berlin

თამო ნასიძე ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული მუსიკოსია, რომელიც არასდროს გაურბის ექსპერიმენტებს. სწორედ ასეთია მისი ახალი სინგლი მომავალი კომპილაციური ალბომიდან Sleepers, Poets, Scientist Vol.2, რომელიც ქართველ ქალ პროდიუსერებს და მუსიკოსებს მეორედ გააერთიანებს.

Creams - Gemstones

ქართველი მუსიკოსი, ნათია ჭიჭინაძე, იგივე CREAMS ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს, რომლის რეჟისორიც მარიკა ეჯიბიაა.

4D Monster Lobsters - DATES, ETC.

ქართული ინდი როკ ბენდის ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელიც გვეუბნება რომ ზაფხულს მარტო ჩვენ მოვიყვანთ.

foxkids – PES

აქ პატარა ცხოვრებისეული გამოცდილებები გადაქცეულია ლამაზ, მარტივ, თავისუფალ და გაუგებარ აკუსტიკურ ისტორიებად. თვითონ ალბომი ემსახურება ჩვენი თავის პატივისცემას და ამის გარდა იმედს , იმისა, რომ შეიქმნება ახალი სცენა, სადაც ყოველდღიური გამოცდილებები გადაიქცევა ლამაზ, მარტივ, თავისუფალ და გაუგებარ აკუსტიკურ ისტორიებად.

Blindfold  - NFR021

სოლიდური ნამუშევარი ქართველი ელექტრონული პროდიუსერისგან, რომელიც ბრიტანული ტექნოთი ინსპირირებულ 8 ორიგინალურ ტრეკს, ასევე ბრიტანულ ლეიბლზე N F E R E E ანთავსებს.

ANTICS, HEYS - DREAMLESS CHILD

პირველი სინგლი ახალი ქართული ბენდისგან, რომელიც სათაურისგან განსხვავებით, ზუსტად რომ საოცნებო ხასიათს ატარებს ჩემთვის.

იალონი - 50 ქართული სიმღერა

ქართველ გოგონათა ანსამბლ „იალონის“ წინამდებარე აუდიო ალბომი – 50 ქართული სიმღერა – მასშტაბის და მრავალფეროვნების მხრივ, პირველი გამოცემაა ქართველ ქალთა ანსამბლების ისტორიაში.


მასში თავმოყრილია სხვადასხვა კუთხისა და ჟანრის სიმღერა-საგალობლები, ასევე კოლაბორაციები სხვადასხვა მუსიკოსებთან. 

Erbo – Iare

მოსკოვში მოღვაწე, თუმცა ქართული ფესვების მქონე ბენდის ახალი ქართულენოვანი EP, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ სტილებს აერთიანებს, მათ შორის  shoegaze, sludge, stoner და noise rock

IKULI  - XMA

ბოლო წლებში მომრავლდა უნიკალური მუსიკალური იდენტობის მქონე შემსრულებლები, მათ შორის ჩემი პირადი ფავორიტია IKULI, რომელმაც ირონიული - პანკის, ფანკისა და ინდი როკის ნაზავი EP გამოუშვა ივნისის თვეში.

Denivarlevy - L’s Home

ახალგაზრდა ქართველი ბითმეიქერის ჯაზით გაზავებული მსუბუქი ბითთეიფი, რა თქმა უნდა ეფექტური სწავლის პროცესისთვის.

Coral Red – Pativistsema

მინსკიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული პროდიუსერი, რომელმაც ქართულ ენას პატივი მიაგო და გამოსცა EP სახელად „პატივისცემა“.

the tuneful quire - open space

თბილისში მოღვაწე მუსიკოსის, ტიმოთე მერქელის ფორტეპიანოს იმპროვიზაციები, რომლებიც მან „ღია სივრცეში“ ჩაწერა.

SUMMONING - VARIOUS ARTISTS VOL​.​1

Summoning ეს თბილისში დაფუძნებული წვეულებათა სერიაა, რომელიც პირველი კომპილაციურ EP-ს აქვეყნებს, სადაც ლეიბლის დამფუძნებლების და მათი მეგობრების ერთიანდება  Generali Minerali, Digital Groove Affair, Rydeen და სხვა.

Chaos in the Attic  - Electric Rain Fantas

Chaos in the Attic თბილისში დაფუძნებული alt-rock ბენდია, რომელიც მორიგ, ბლუზით გაჯერებულ ინსტრუმენტალურ ალბომს აქვეყნებს.

Ana Totadze  - Looped In Time

საკმაოდ საინტერესო აღმოჩენა იყო ანა თოთაძის ეს საგიტარი იმპროვიზაციების კოლექცია, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ არც ისე ბევრი გიტარისტი ქალი გვყავს ქვეყანაში.

Lunaym – moscor

მისტიური ქართველი პროდიუსერი, რომელიც ერთ ალბომში სრულიად განსხვავებული ხასიათების შექმნას სხვადასხვა მუსიკალური სტილის დახმარებით ცდილობს, მათ შორის ემბიენთი, breakcore და Uk Garage.

yesswear - The Past Inside the Present

თბილისელი პროდიუსერის მიერ სემპლებით გაჯერებული საკმაოდ რბილი და მსუბუქად მოსასმენი ელექტრონიკა.

Askeesi  - Genetic Grief

Askeesi თბილისელი მუსიკოსის, ბექა გაჩავას სოლო მეტალ პროექტია, რომელიც ძირითადად Depressive/Atmospheric Black Metal სტილში მოღვაწერობს. “Genetic Grief“ პროექტის ახალი ალბომია, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც მძიმე რეალობას ტყეებში, მთებსა და მდინარეებთან გაურბიან.

ENNU - Is about shadows of our souls

ანონიმური მუსიკალური პროექტი, რომელიც სინთეზატორის ხმოვანებით საინტერესო ატმოსფეროს ქმნის სადაც მსმენელი მარტივად გადავარდება ბავშვობის საყვარელ მოგონებებში.

Mercibo – Metamorphosis

პარიზში მოღვაწე ქართველი პროდიუსერისა და მუსიკოსის, ნუგზარ ფანცულაიას პროექტი Mercibo ახალი ალბომით ადამიანის ცხოვრებისეული მეტამორფოზის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

Sophie Villy feat. Giorgi Marr - I'M A MOTHER

მუსიკოსი Sophie Villy გიორგი მართან ერთად კიდევ ერთ კომპოზიციას და ვიდეო კლიპს აქვეყნებს, რომელიც მუსიკოსის მიერ უკრაინაში დედებისა და შვილების დასახმარებლად დაწყებული კამპანიის ნაწილია.

Sseq – Sseq

ქართველი პროდიუსერის, ბექა უნგიაძის პროექტი, საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტული ელექტრონიკით.

Vaqo - "Ah Qo" LP

გავა წლები და ნათლად დავინახავთ რომ  Vaqo ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტია 2020-იანი წლეებიდან, რომელმაც ქართულ მუსიკას დიდი დახმარება გაუწია. ფაქტია რომ მისი ყოველი ალბომიდან ნათლად ჩანს ქართულენოვანი მუსიკის შესაძლებლობები და განუზომელი ფანტაზია, რომელსაც ენობრივი ბარიერი არ გააჩნია, kudos!

Tamada – Tikebi

თამადას ახალმა კლიპმა დადების დღიდანვე დიდი ყურადღება მიიპყრო მსმენელებში და აგერ უკვე 1 თვის შემდეგ ნახევარი მილიონი ნახვაც კი დააგროვა - რა თქმა უნდა აუცილებლად შესაქებია ის გუნდი რომელმაც ასეთ საინტერესო ვიდეო პროექტზე იმუშავა.

PLAY ALL 35 Stepz & Denivarlevy - იობი

ორი ძალიან საინტერესო ახალგაზრდის 3 კომპოზიციისგან შემდგარი ჰიპ-ჰოპ EP, რომელმაც ჩემი ყურადღება პირველად დასახელებიდან მიიპყრო, როცა ჯერ კიდევ ვერ წარმომედგინა 19 წლის ბიჭები ძველი აღქმით ინსპირირებულ ტექსტებს თუ შეადგენდნენ.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი