მუსიკა | ცა

აგვისტოს ახალი ქართული მუსიკა Vol.27

Tsa.Music

სექტემბერი 19, 2022

Natalie Beridze  - Of Which One Knows

ნატალია ბერიძე ახალი ალბომით ბრუნდება ლორენს ინგლიშის ლეიბლზე Room40. 9 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი 14 წლიან მუსიკალურ პალიტრას მოიცავს და მუსიკოსის მეტად პერსონალური ალბომია, რომელიც ბავშვობის დროინდელ მოგონებებს, მამის სტუდიას და იქ მეხსიერებაში დალექილ ელემენტებსა და შთაბეჭდილებებს მოიცავს.

Moku J - Bleeding Indigo

MokuMoku-ს წევრი, Moku J რიგით მეორე სოლო ალბომს აქვეყნებს. “Bleeding Indigo” ეს ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის, დაბისა და Trip-hop-ის კარგად გაკეთებული ნაზავია და ჩემთვის უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ალბომია რომელიც წელს გამოვიდა.

.XEROX – SEKTTA

ფაქტია რომ პოსტ-პანკის ჟანრი ჩვენს ქვეყანაში აღორძინების ეტაპს გადის. ბევრ სხვა პროექტთან ერთად. .XEROX-იც ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრია - პროექტი რომელიც 2022 წელს გაჩნდა დუეტის სახით პირველ EP-ს აქვეყნებს, რომელშიც პოსტ-პანკთან აქტიურად არის Darkwave-ის ელემენტებიც.

Bassil  - Theory of Balance

ქართველი პროდიუსერი, ნუგო ბასილაია იგივე Bassil ახალ ალბომს აქვეყნებს. დღეს როდესაც ამ ჟანრში გლობალურადაც კი იშვიათად  შეხვდები ღირებულ ჩანაწერს, უნდა ითქვას რომ Bassil-ის ახალი ალბომი მარტივად ახერხებს მსმენელის დაინტერესებას ბრეიქის, ელექტროსა და ტექნოს სინთეზით.

GERCHI - ი​ა​რ​ე​ბ​ი

ქართული პანკ ბენდი, „გერჩი“, რომელიც 2020 წლიდნა აქტიურად მოღვაწეობს, 2 წლის განმავლობაში ალექს მენაბდის სტუდიაში ჩაწერილ ალბომს სახელად „იარები“ აქვეყნებს. ალბო 8 კომპოზიციას აერთიანებს, მათგან ერთ-ერთი კი 90-იანი წლების ცნობილი ბენდის, „კონტრაბანდას“ სიმღერის „მოკვდა, მოკვდა“ ქავერ ვერსიაა.

Reshio - Serious Fun

თბილისური ლეიბლი, „Oman Records” ამავე ლეიბლის დამფუძნებლის და პროდიუსერის, Reshio-ს 3 ტრეკიან საცეკვაო EP-ს აქვეყნებს.

Levan Grdzelidze  - Restart The Future

მრავალ კომპილაციურ ალბომში მოხვედრის შემდეგ, თბილისელი პროდუსერი და DJ, ლეიბლ Glispy Records-ის დამფუძნებელი ლევან გრძელიძე სოლო EP-ს აქვეყენებს, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დაიწერა.

Verhovski X Majouga  - X

დუეტი Verhovski & Majouga ხარკოველი მუსიკოსის და პოეტის, სერგი ვერხოვსკის  და არტისტის და მუსიკოსის, არსენიი მაჯოუგას კოლაბორაციაა, რომელიც 2022 წლის მაისში თბილისში დაიწყო. მათი მიზანი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება იყო. 


სადებიუტო EP “X” გაჯერებულია ბრეიქბიტის, ელექტროს, ტექნოსა და სემპლინგის  ელემენტებით, რომელიც 90-იანი წლების მუსიკასთან იწვევს ასოციაციას, ვერხოვსკის ტექსტები კი მსმენელისთვის მაინც გასაგები ხდება, მიუხედავად იმისა ესმით თუ არა მათ უკრაინული ენა.

TAHA - თანატოსი

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი და PVP Battle-ის გამარჯვებული, TAHA სადებიუტო ალბომს აქვეყნებს, რომლის პროდიუსერიც HaruTune-ა.

izmir - ასრულებს გეგმას

izmir ქუთაისური პოსტ-პანკ ბენდია, რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში უკვე მეორე EP გამოუშვა. „ასრულებს გეგმას“ ჟანრის ქუთაისურ ტრადიციებში შექმნილი ნამუშევარია და ვოკალისტის ქარიზმატული მღერიც მანერაც არ რჩება მსმენელის ყურადღების მიღმა.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი