მუსიკა | ცა

სექტემბრის ახალი ქართული მუსიკა Vol.28

Tsa.Music

ოქტომბერი 12, 2022

Afternoon Version - Unfortunately Dizzy

რამდენიმე წლის შემდეგ, ვეტერანი ქართული მუსიკალური პროექტი „Afternoon Version” ახალ EP-ს აქვეყნებს. “Unfortunately Dizzy“ აღნიშნული პროექტის ყველაზე პერსონალური ჩანაწერია, რა თქმა უნდა დროის გასვლასთან ერთად, ყველას ცხოვრებისეული გამოცდილებები გვემატება და ეს შემოქმედებასაც მეტ სიღრმეს აძლევს. მისი დასასრული კი ფრთხილი ოპტიმიზმითაა გამსჭვალული - არ დაგვავიწყდეს რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და შინაგანი ინტროსპექციით ნათელი გზა ყოველთვის გამოჩნდება.

Saphileaum  - Elegant Voyage

ქართველი მუსიკოსისთვის, ანდრო გოგიბედაშვილისთვის იგივე Saphileaum-ისთვის ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, შესაბამისად სექტემბერში მან მორიგი ალბომი „Elegant Voyage” გამოუშვა, მისთვის დამახასიათებელი ემბიენთ და new age ტექსტურებითა და დამამშვიდებელი განწყობით.

Anna Maria DoFerrano  - Loud silence

19 წლის ქართველი  ავტორ-შემსრულებლის, Anna Maria DoFerrano-ს პირველი ალბომი, ძირითადად სახლის პირობებში ჩაწერილ კომპოზიციებს აერთიანებს.

Quemmekh – Gentrification

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართულმა პროექტმა, Quemmekh სექტემბერში რამდენიმე სინგლის გამოუშვა, მათ შორის “ჯენტრიფიკაცია“ პირადი. ფავორიტი აღმოჩნდა.

David Crow  - Endless City

თბილისელი პროდიუსერის, David Crow-ს სადებიუტო ალბომი „Endless City”. ემბიენთის, ელექტრონიკისა და ტრანსის შერწყმით ხასიათდება.

HVL – Resolve

გიგი ჯიქია იგივე HVL ახალი ალბომით ბრუნდება, სადაც მისთვის დამახასიათებელი AFX-ეული, ელექტროს, Acid-ის და ტექნოს ფიუჟენით შექმნილი 20 კომპოზიცია ერთიანდება.

santebela – ftm

ანონიმური პროექტი „სანთებელა“ ახალი EP-ით გვიბრუნდება, სადაც მომნუსხველი ემბიენთის წყალობით ჩვენი წარსულის მოგინებებში გადაგდებას წარმატებით ახერხებს.

SvanSikh - Sunday Monday

2010-იან წლებში იშვიათად შეხვდებით ისეთ პოპულარულ ქართულ მუსიკალურ პროექტს როგორიც SvanSikh არის. თუმცა ბოლო წლებში მათგან იშვიათად თუ გვსმენია სიახლე. მათი ახალი სინგლი Sunday Monday დუეტისთვის დამახასიათებელი მელოდიური და რიტმული, მხიარული ვიბრაციებს გაგახსენებთ. და ალბათ მათთვისაც დრო დადგა რომ უფრო გააქტიურდნენ.

Fm – Unlimited

ძალიან საინტერესო გამოდგა ახალი მუსიკალური პროექტის, FM-ის სინგლი, „Unlimited” რომლის მუსიკის ავტორიც ახალიგაზრდა ვოკალისტი, კატო გიორგაძეა და პროექტში მას ახალგაზრდა თუმცა უკვე გამოცდილი მუსიკოსების მთელი წყება უკეთებს აკომპანიმენტს.

Generali Minerali -  Rocketman EP

გიორგი ჯინჭარაძე პროექტით Generali Minerali ახალ EP-ს გერმანულ ლეიბლზე „RFR-Records“ აქვეყნებს, ხუთივე კომპოზიცია მისთვის დამახასიათებელ ელექტო ჟღერადობაშია, რომელიც არტისტს უკვე რამდენიმე წელია უკომპრომისოდ მოსდევს.

Circus Mircus – Soul Pop

უკვე ბევრისთვის არც ისე ანონიმური მუსიკალური პროექტი Circus MIrcus ევროვიზიის შემდეგ პირველი სინგლითა და მუსიკალური ვიდეოთი დაგვიბრუნდა.

Nitepunk - Black And Colors 

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა მამულაშვილის იგივე Nitepunk-ის ახალი მუსიკალური ვიდეო.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი