ინტერვიუ არტისტ ნანუკა ჩიჩუასთან

რა არის თქვენი შთაგონების წყარო? ფიქრობთ თუ არა მოგონებებსა და ოცნებებზე მუშაობის პროცესში?

ჩვეულებრივ, სანამ მუშაობას არ ვასრულებ ვერ ვხვდები რას ჰქონდა იმ მომენტში ჩემზე გავლენა, თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება მოდიოდეს იმის გააზრებიდან, თუ როგორ ხვდება სხვადასხვა კულტურა ერთმანეთს, როგორ შეიძლება ბუნება იყოს ერთდროულად სავსე როგორც სიყვარულით, ასევე სევდით. ჩვენი რაღაც ნაწილი მუდმივ კავშირშია აწმყოსთან, ხოლო დანარჩენი ნაწილი განვლილ საუკუნეებთან. აქედან გამომდინარე, მე ვაგროვებ გამოსახულებებს წარსულიდან და ვამატებ ახალს, ახალი და ძველი მოგონებები ერთად, ჩემი არსებული გარემოებები, ბუნება, ემოციები და წარმოსახვა საბოლოოდ თავს იყრის ჩემს ნამუშევრებში. მე ვისწავლე, რომ ხელოვნების კეთება ხდება თავისუფლების მომტანი, თუკი არ ვფიქრობ რა მოხდა ადრე, ბავშვობაში – ფიქრი იმაზე, რომ იყო აქ და ახლა აუცილებლად უნდა იყოს გონების ზედაპირზე.

როგორია თქვენი მუშაობის პროცესი? ფიქრობთ თუ არა რამდენიმე ნამუშევარზე ერთად?

ჩემი მუშაობის პროცესი არის ინტუიციური და მედიტაციური. ამ მომენტში მე ვარ ფოკუსირებული ერთ ნამუშევარზე – კონცენტრაცია, მოდუნება, თვითკონტროლი და ბედნიერების ძიება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ყოველთვის სხვადასხვა ნამუშევრები სხვადასხვა ეტაპზეა. რისკები და მოულოდნელობებიც აუცილებელია.


მე ხშირად ვხატავ კოლაჟებს სახლში, შეიძლება ეს იყოს არა კონკრეტული მნიშვნელობის მისაცემად, არამედ გამოსახულების მისაღებად. მე გავდივარ გარეთ, ვსეირნობ ქუჩაში, შემდეგ ვბრუნდები სტუდიაში და ვტოვებ ყველაფერს გარეთ. მე არ მაქვს დღის კონკრეტული გეგმა, რაც უნდა შევასრულო, გარდა იმისა, რომ ვენდო კოსმიურ ენერგიას და ქვეცნობიერს და შემდგომ გადმოვიტანო ტილოზე საღებავებით.

მე მიყვები ჩემს შემოქმედებით გზას და ის მეუბნება სად წავიდე. ხშირად იატაკზე ვმუშაობ, მიყვარს მებაღეობა, მცენარეების დარგვა, მოვლა და ამ პროცესით სიამოვნების მიღება.

ვიცი, რომ აგროვებთ წიგნებს და შემდგომ იყენებთ მასალად – არის თუ არა კონკრეტული ნარატივი, რისი გადმოცემაც გსურთ?

ეს არის ცოდნისა და გამოსახულებების თანხვედრა, რაც საბოლოო ჯამში არის ასე ვთქვათ პორტალი. ჩვენ ყველას გვაქვს ღრმა გამოცდილებები, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეხება ახლანდელ ფანტაზიას, ვიდრე იმას, რა მოხდა წლების წინ ჩემს თავს. სხვა დამწყებ არტისტებთან და მეგობრებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი და ურთიერთგაცვლაა. პროექტი “ასტრონომიული დღიურები” არის უახლესი წიგნი: 600 გვერდიანი წიგნი არქიტექტურული დიზაინის სტანდარტების შესახებ, რასაც ჩემი რეინტერპრეტაცია დაემატა საკუთარი გამოცდილებების, ბუნების სურათების, ოცნებების, მოგონებებისა და მომავლის ხედვით. ეს არის ადგილი, სადაც ფანტაზია რეალური ხდება.

როგორ ვიცხოვროთ ტექნოლოგიებით სავსე პლანეტაზე ისე, რომ დავაფასოთ ჩვენი ბუნება და გარემო?

თუ გვინდა, რომ ტექნოლოგიები გახდეს ინტეგრაციული და არა დესტრუქციული ძალა, უნდა ვიპოვოთ მასში ცვლილებების მარცვალი და შემდგომ ამით ვისაზრდოოთ. უამრალი კოლატერალური და საერთაშორისო ნგრევა შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიურმა სიახლეებმა მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მექანიზმი, რისი სწორად გააზრებული გამოყენებაც გაგვაძლიერებს და დაუსრულებლად არ დაგვაშვებინებს ერთსა და იმავე შეცდომებს. ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ გააზრებულ ქმედებებში და ახალი შეასაძებლობებიც გაიხსნება. ის, თუ რამდენად ღია გონებით ვუყურებთ ბუნებასა და გარემოს, შემდგომ განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს – პლანეტა თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.

რას აკეთებ ყოველდღიურად გონების სიმშვიდისთვის?

ვინარჩუნებ ერთდროულად პოზიტიურ განწყობას, ვზრუნავ საკუთარ შინაგან სამყაროზე. ყოველი მომენტი ახალი შესაძებლობაა გავიზარდო და ღიად მივიღო გამოწვევები. ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ განსხვავდება მიზნიდან გამომდინარე, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კონცენტრაციისთვის, თანაგრძნობისთვის, არსებული მომენტის გასააზრდებლად ან მოსაშვებად. ყოველ დღე მე ძალას ვიკრებ და ვახსენებ საკუთარ თავს, რომ მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის, ღრმად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ და ეს ასე გრძელდება სანამ არ ვიხსნი რაიმე სახის ზეწოლას ყოველი ამოსუნთქვით. მსგავსი ჩვევებით მე მაქვს საკუთარი მიდგომა. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებისეულ გზაზე ხელმისაწვდომი სილამაზეა.

ძირითადად რა მასალით მუშაობ?

როგორი ადგილი წარმოგიდგენია იდეალურად შენი ნამუშევრების განსათავსებლად?

მუშაობის პროცესის დასრულებამდე მე ვერ ვფიქრობ საბოლოოდ სად შეიძლება იყოს განთავსებული. საჯარო სახელოვნებო სივრცეში, საგანმანათლებლო ან ალტერნატიულ დაწესებულებაში, მიზანი ყოველთვის არის ერთი – მაქსიმალურად მიაწოდო შენი სათქმელი მნახველს. ნამუშევრის საბოლოო სახე იღებს ერთიანი ანიმაციის/ფილმის სახეს და როცა გამოფენას ვაკეთებ ვცდილობ ეს ყველაფერი გამოჩნდეს, როგორც მულტიმედიური გარემო.

რა არის თქვენთვის მომავალში ყველაზე ამაღელვებელი?

ის რომ ხვალიდნელ დღეზე წარმოდგენა არ მაქვს. მსურს, რომ არ ვიღელვო მომავალზე და კონტროლს მოვეშვა, ვენდო სამყაროს და მის სისტემას, დავივიწყო ტკივილი და ვიპოვო ბედნიერება აწმყოში, გამოვცადო ცხოვრება დღეს და გამოვიყენო არსებული პოტენციალის მაქსიმუმი.

როგორი გავლენა იქონია თქვენზე ლოს-ანჯელესში ცხოვრებამ?

ლოს-ანჯელესში ცხოვრება და მუშაობა და ამავე დროს საქართველოსთან კავშირი ერთდროულად პარადოქსი და წარმოუდგენელია. მომწონს ლოს-ანჯელესის დადაისტური გარემო, ჰიპნოზური გახსნილობა, მოულოდნელობები, ამასთანავე მხიბლავს თბილისური სიურეალიზმი. ამ ორ ქალაქს შორის კავშირს თან დაყვება უამრავი ნიშანი და ფერი, რაც შემდგომ ქმნის ჩემს ნამუშევრებში კონკრეტულ აურას.

რა მუსიკას უსმენ, როცა გსურს შექმნა პოზიტიური განწყობა?

ძველი მაგრამ კარგი 50-60-70-იანი წლების მუსიკა, მაგალითად “Be My Baby” ან “Three Little Birds.”



ავტორი: მერი ბიჭაშვილი / Buyers