კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
ცხოვრების სწრაფ ტემპში, მაშინ, როდესაც დასახული მიზნების მიღწევასა და ჩანაფიქრების ასრულებას ვცდილობთ, ხშირად ყველაზე მთავარი შესაძლებლობა - რწმენა გვავიწყდება. რწმენა საკუთარი თავის, საკუთარი არჩევანისა და გადაწყვეტების, იდეებისა და გულწრფელი სურვილების.
ცხოვრება მოულოდნელი და შთამაგონებელი თავგადასავალია, რომელიც ჩვენგან გამბედაობას ელის.
თავგადასავალი, სადაც ბევრი რამ შეუძლებელი გვგონია მანამ, სანამ არ დავიჯერებთ, არ გავბედავთ და პირველ, თამამ ნაბიჯს არ გადავდგამთ. იმისთვის კი, რომ დავიჯეროთ, ხშირად სულ უმნიშვნელო მხარდაჭერა, გამხნევება ან სულაც მარტივი შეხსენება გვჭირდება ხოლმე.
დღეს თიბისი სწორედ ასეთი გზავნილით მიმართავს და შთააგონებს ადამიანებს: მთავარია გჯეროდეს! გზავნილით, რომელიც ერთგვარ საყრდენად იქცა გუნდის წევრებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას.
33 წლიანი ისტორიის მანძილზე, თიბისიში საკუთარ მაგალითზე არაერთხელ დავინახეთ და დავიჯერეთ, რომ სწორედ თვითრწმენა აქცევს ხოლმე ჩვენს ყველაზე ჩვეულებრივ ნაბიჯებსაც კი ყველაზე მნიშვნელოვნად.
3 ათწლეულია თიბისი ასე მყარად სწორედ რწმენაზე დგას, რომ ყველაფერი გამოუვა, რადგან აქ, თითოეული ჩვენგანი ვქმნით ისტორიას, რომელიც 1992 წელს, ერთ ოთახში, რამდენიმე ადამიანით, თუმცა გუნდურად და მიზანსწრაფულად დაიწყო და რომელიც დღეს 12 000-ზე მეტი თიბისელით, 20 მილიონი მომხმარებლითა და ციფრული ეკოსისტემით, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გრძელდება.
დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად გავნვლილი განვითარების გზა, თიბისისთვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი. თუმცა, გამოწვევების საპასუხოდ, ყოველ შემდეგ საფეხურზე გამარჯვებული და კიდევ უფრო ძლიერი ინაცვლებდა.
ყოველთვის ასეთი იყო თიბისი ამ ისტორიაში - შეუპოვარი, დაუნებებელი, გამარჯვებებითა და თვითრწმენით გაძლიერებული.
თვითონ გამბედავი, მუდმივად იდგა და დგას ასეთივე ადამიანების გვერდით - ვინც არ ერიდება სურვილებს, დიდი თუ პატარა მიზნების დასახვას; ვინც გაბედულ ნაბიჯებს დგამს წინ; ვისაც სჯერა, რომ გადამწყვეტი ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იჯერებ.
საკუთარი თავის რწმენა ამ ისტორიაში ბუნებრივად იქცა თიბისის მთავარ ღირებულებად, შესაძლებლობად და ფილოსოფიად, რომელსაც დღეს თიბისიმ სახელი დაარქვა და ახალ კამპანიად აქცია. ამ ღირებულების ხაზგასასმელად, განვითარების ახალ ეტაპზე, ჯადოქრის არქეტიპი მოირგო და შეგვახსენა, რომ ნამდვილი გარდაქმნა იწყება არა მაშინ, როდესაც ყველაფერი ცხადი და ნათელია, არამედ მაშინ, როცა გაურკვევლობისა და გამოწვების დროსაც კი გჯერა, რომ არაფერია შენთვის შეუძლებელი.
10 წლის წინ, თიბისიმ თქვა #გამარჯობა. ამ გზავნილის და ისტორიის ლოგიკური გაგრძელება იყო: #ვინცარუნდაიყო, #მოდიაქ, #შენ, #შენთვის, #აქ,ახლა #სულშენთანაა. თითოეული ეს კამპანია, დროისა და მომხმარებლების საჭიროებების შესაბამისი იყო. დღეს კი იმ რეალობაში, სადაც უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა ხშირად სწორედ თვითრწმენა გვაკლია, ამბავი „მთავარია გჯეროდეს” გზავნილით გრძელდება.
პირველ ეტაპზე, თიბისიმ გზავნილი ემოციური ისტორიით გადმოსცა, რომელიც ადამიანის მთელ ცხოვრებას ჰყვება; რომელიც გვარწმუნებს, რომ ვერ შედგება მეგობრობა, სიყვარული და გადამწყვეტი შეხვედრები თვითრწმენის გარშე; გვახსენებს, რომ დაძლევ ყველაფერს - შიშს, განშორებას, განსაცდელს - თუკი გჯერა საკუთარი თავის და შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების და თუკი თვითრწმენით გაამყარებ შენს თითოეულ ნაბიჯს; შთაგვაგონებს, რომ არ არსებობს არაფერი რაც არ გამოგივა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა შენი წამოწყების დასასრული, აუცილებლად გამარჯვებაა.
როგორც არ უნდა შეიცვალოს სამყაროში ყოველდღიურობა, რამდენმა ეპოქამაც არ უნდა დაასრულოს წინამორბედი, რამდენად შორსაც არ უნდა წავიდეს პროგრესი, საკუთარი თავისთვის მარტივი ჭეშმარიტების შეხსენება ყოველთვის დაგვჭირდება - რომ ცხოვრება უსასრულო აღმოჩენა და ერთი დიდი თავგადასავალია, სადაც არაფერია შეუძლებელი. მთავარია, გჯეროდეს!
ავტორი: მარიამ ყანჩაველი