ლიტერატურა

ხმოვანი წიგნები და პოდკასტები "საბასგან"

"საბა"

აპრილი 21, 2020

SABA READER - ში 1 მაისამდე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ იკითხოთ 6000-ზე მეტი წიგნი. უფასო სერვისი ელექტრონული წიგნების გარდა, ხმოვან წიგნებს და პოდკასტებსაც ეხება.



ხმოვანი წიგნები ბოლო პერიოდში მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრი ამბობს, რომ პატარებთან ერთად ზღაპრების მოსმენა ძალიან კომფორტულია. ზოგიც საქმის კეთებას უთავსებს ხმოვანი წიგნების მოსმენას.


გიზიარებთ SABA READER - ის ხმოვანი წიგნების ჩამონათვალს, რომელთა მოსმენაც ნამდვილად ღირს.



ზღაპრები - „თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები“


მე-17 საუკუნის ცნობილი საბავშვო მწერლის, შარლ პეროს ზღაპრები დღემდე ყველა ბავშვის საყვარელი საკითხავია. აქ არიან ფერიები, კეთილი თუ ბოროტი ჯადოქრები, პრინცები და პრინცესები, მეფე-დედოფლები და ონავარი გოგო-ბიჭები. მოუსმინეთ ამ არაჩვეულებრივ ზღაპრებს პატარებთან ერთად და თქვენ წინაშე საოცარი თავგადასავლებით სავსე სამყარო გადაიშლება.


ასევე, შეგიძლიათ მოუსმინოთ: ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებს; მსოფლიოს ხალხთა და ქართულ ხალხურ ზღაორებს.



წიგნები მოზარდებისთვის - „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“


მისისიპი ამერიკული ლიტერატურისათვის ისეთივე მნიშვნელოვანი მდინარეა, როგორც, ვთქვათ, ფრანგული რომანისთვის - სენა, ქართული პოეზიისთვის - მტკვარი...ამერიკული ლიტერატურა ხომ იქ, იმ ეპიზოდში დაიწყო, როდესაც უცნაური და თავისუფალი ბიჭი, ჰეკლბერი ფინი მდინარეს აღმა აუყვა... წიგნი, რომელიც საუკეთესოა, რომელსაც კითხულობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც, სადაც არის ამერიკა, ისტორია, ბავშვობა, თავისუფლება და დიდი თავგადასავლები და წიგნი, რომელიც ამავე დროს დიდი ლიტერატურაა. მარკ ტვენის შედევრი “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” მართლაც რომ უკვდავი წიგნია.



აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ უსმინოთ: ერიხ მარია რემარკის "სამ მეგობარს"; ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმას"; ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწულს"; ნოდარ დუმბაძის "მე ბებია ილიკო და ილარიონს" და ა.შ



ქართული ლიტერატურა - „სანტა ესპერანსა“



მწერლის მიერ გამოგონილი ქვეყანა – სანტა ესპერანსა – ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.



გიზიარებთ სხვა ქართველი ავტორების წიგნებსაც: ოთარ ჭილაძის "გოდორი"; აკა მორჩილაძის "შობა ღამის ალქაჯები"; გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა."



კლასიკა - „იდიოტი“


ფიოდორ დოსტოევსკის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ავტორის შემოქმედებაში. თეოდორ დოსტოევსკი ის ავტორია, რომელის გარეშეც არ არსებობს მსოფლიო ლიტერატურა, მისი წიგნები ნათარგმნია 170 ზე მეტ ენაზე, გაყიდულია 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი, მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ისეთი განსხვავებული ჟანრის მწერლებზე როგორებიც იყვნენ ანტონ ჩეხოვი თუ ჯეიმზ ჯოისით, ერნესტ ჰემინგუეი თუ ჟან-პოლ სარტრი...



კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის ასევე ხელმისაწვდომია: ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი"; მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტი"; კნუტ ჰამსუნის "მისტერიები"; ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონი" და ა.შ



ინგლისურ ენაზე - „სიამაყე და ცრურწმენა“


„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში – ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა. ეს არის რომანი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული კლასიკური ლიტერატურის ყველა მოყვარულს.



ინგლისურ ენაზე ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი"; უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი"; ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი" და ა.შ


ავტორი: saba.com.ge