ტექნოლოგია

თიბისის ციფრული პროდუქტები

#TBCinnovations

მარტი 04, 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციით, რისკების შესამცირებლად, უმჯობესია უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდი გამოვიყენოთ.


გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:


  • Wallet - თიბისი ვოლეტი / Apple Pay
  • სამაჯურით გადახდა
  • ფეი სტიკერით გადახდა
  • ბარათით გადახდა
  • QR კოდით გადახდა


ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები მობაილბანკიდან, ინტერნეტბანკიდან ან თი - ბოტის დახმარებით: 

  • შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები დისტანციურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე;


  • ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით;


  • მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში;


  • სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან; 


  • შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში;
  • თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად;


  • თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც;

გისურვებთ ჯანმრთელობას!