სექტემბერი 03, 2025
რა უნდა ნახო ლივერპულში
ვიდრე ენფილდამდე მიხვალ

ეს ფენიქსი ლივერპულის სიმბოლოა. გუნდის ყველა გამარჯვება ამ კოშკის ქვეშ აღინიშნება.

ეს არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი კათედრალია, არამედ მსოფლიოში სიდიდით მერვეც.

ყოფილი ქარხნის და საწყობების ტერიტორია დღეს ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია. აქ შეხვდები სასტუმროს, მუზეუმს, გალერეას, მაღაზიებს და კაფეებს.

Bold street-ზე სეირნობასთან ერთად, მსოფლიო სამზარეულოს დაგემოვნებას და ვინტაჟური ნივთების შეძენას შეძლებ, საღამოს კი, ბარებში გაერთობი.

ლივერპულში მზე იშვიათად არის. თუ გაგიმართლებს და კარგი ამინდი დაგხვდება, ეს წასახემსებლად და მეგობრებთან შესახვედრად, საუკეთესო ადგილია.

ენფილდის სტადიონის გარშემო, ხშირად შეხვდები გამორჩეული ფეხბურთელების მურალებს. აქ კედლებიც გუნდის ისტორიას ჰყვება.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ენფილდზე, სადაც სჯერათ, რომ ერთხელ მაინც თუ მოხვდები აქ, აღარასდროს ივლი მარტო