ლიტერატურა

ლიტერატურული გზამკვლევი

"საბა"

აპრილი 02, 2020

ალბათ უკვე იცით, რომ აპლიაკცია SABA READER - ში 1 თვის განმავლობასი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ იკითხოთ 6000-ზე მეტი წიგნი. უფასო სერვისი ელექტრონული წიგნების გარდა, აუდიო წიგნებს და პოდკასტებსაც ეხება.


თუ გსურთ თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ჯერ არ გადაგიწყვიტავთ რომელი წიგნი წაიკითხოთ, ჩვენი ბლოგი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და სასურველ ჟანრში თქვენთვის საინტერესო წიგნს შემოგთავაზებთ.



1. სათავგადასავლო - ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“


ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი "საიდუმლო კუნძული" მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი მეგობრის ამაღელვებელი ამბავი.


ასევე, თუ ამ ჟანრის მოყვარული ხართ მოგეწონებათ: ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, რობერტ ლუის სტივენსონი „განძის კუნძული“, არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“


2. ფენტეზი - ჯ.კ როულინგის „ჰარი პოტერი“


ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ; ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან - დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.


მაგრამ სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს: წერილს, რომელიც დაუჯერებელ ადგილას - ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში - სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად საოცარ მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია - უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.


რთულია ისაუბრო ფენტეზის ჟანრზე და არახსენო შემდეგი წიგნები: ჯ.რ.რ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ ; ამავე ავტორის „ჰობიტი“, ჯორჯ მარტინის „სატახტოთა თამაში“, ასევე შემოგთავაზებთ ქართველი ავტორის ნილს სიმეონის წიგნს „14 კრისტალის თეორია“


3. სამეცნიერო ფანტასტიკა - აიზეკ აზიმოვის „მე რობოტი“


თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიკის ფუძემდებლის, აიზეკ აზიმოვის უკვდავი კლასიკა, „მე, რობოტი“, ქართულ ენაზე მეორედ გამოიცემა. თუმცა ამჯერად მკითხველი ისეთ კრებულს წაიკითხავს, როგორიც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, სანამ მის ქართულ ვერსიას საბჭოთა ცენზურა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებისგან დაცლიდა. წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?


ამავე ჟანრში შეგიძლიათ წაიკითხოთ, ჟიულ ვერნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“; ორსონ სკოტკარდის „ენდერის თამაში“, არტურ კლარკის „ბავშვობის დასასრული“, ხოლო თუ ქართველ ავტორებზე აკეთებთ აქცენტს, მაშინ დათო სამნიაშვილის „MOX”-ს გირჩევთ ან თუ ფანტასტიკის მოყვარული ხართ, თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ შეგიძლიათ წაიკითხოთ.


4. დეტიქტივი - ართურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“


საქვეყნოდ ცნობილი დეტექტიური რომანების ავტორის, ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის მკითხველში. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს. თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ „განგვიმარტავს“ თავისი „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს. ამ კრებულში შედის ორი მოთხრობა: „ალისფერი კვალი“ და „ბასკერვილების ძაღლი“.


თუ დეტექტივის მოყვარული ხართ, ასევე გირჩევთ: ჩარლზ დიკენსის „შავი სახლი“, ართურ კონან დოილის „ეტიუდი მეწამულ ფერში“, ენდრიუ ლეინის „ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი“ და ა.შ


5. ისტორიული - ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“


,,სამი მუშკეტერი“ მე-17 საუკუნის საფრანგეთში გვამოგზაურებს. ეს საუკუნე გამორჩეული იყო სამეფო კარის ინტრიგებით. როგორც თავად ალექსანდრე დიუმა წერს, იგი სამეფო ბიბლიოთეკაში შემთხვევით წააწყდა ,,ბატონ დ’ არტანიანის მოგონებებს“, რაც გახდა კიდევაც ამ ნაწარმების შექმნის საფუძველი. ათოსის, პორთოსის, არამისისა და დარტანიანის მეგობრობის ამბავი თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა და მკითხველში დიდი სიყვარულით სარგებლობს.


ისტროული ჟანრი თუ გიზიდავთ, ასევე გირჩევთ: ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“ ამავე ავტორის „93 წელი“, ჯეიმს ფერიმონ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი“, ქართველი ავტორებიდან კი აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ შეგიძიათ წაიკითხოთ.

ავტორი: saba.com.ge