Listening to If Strangers „Dust”

ახლა მატარებელი მიქრიალებს და Static Encounter-ით დავიწყე. სახელზე “Close Encounters”, “Steve Reich”, “ჩქჩქ” და ასეთი ასოციაციები მიჩნდება. კარგია გამოცდების მერე გაქრიალება , როცა საღამოს მზე თითქმის არ გიფანტავს აზრებს. ეს პირველი ტრეკი იყო, რამაც COLLAB19 -ში რეალურად ჩამრთო. უცნაურ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა, ვერ ვიტყვი რომ მოლოდინი არ მქონდა, პირიქით, ცოტა გადარჩენის გზად მოგვევლინა, საქმე გამოგვიჩნდა და გავბედნიერდით.

Resurrection ის ტრეკია სადაც სიჩუმეები ყველაზე მეტად მიყვარს, ალბათ ძაან ლოგიკურია. არ მახსოვს მომენტი, როცა ქუჯი და ნაზი ამ ტრეკზე მუშაობდნენ. მახსენდება მომენტები, როცა რაღაც დღებში სულაც არ იყო კოლაბორაცია სასიამოვნო, რადგან ხანდახან უბრალოდ არ გინდა დაწერო მუსიკა. მგონი Pure Light Inside Light წინა ტრეკის ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც გამონათება ხდება, ყველაზე ბედნიერად ამ ტრეკზე ვიმუშავე, ბევრი მიზეზია ამის, მიყვარს ნაზი, პირველი სამუშაო პროცესი და ის სიახლე ჩემს თავში, რაც ამ ტრეკმა მაპოვნინა.

If strangers... ოოო, ეს ჩვენი სახელია. პირბადით, ყურსასმენით, ლეპტოპით და ჰარდ დრაივით ვზივარ ამ ადგილზე, საკმაოდ არაკომფორტულად. თუმცა, მგონია, ეს კატა, რომ მიყურებს, ზუსტად ხვდება , რა ემოციურ მუსიკას ვუსმენ. აუ რა კარგიაააა!


მორჩა,  შევცურე ზღვაში, სურეალისტურად. Glass დაიწყო და ვფიქრობ, ამ წამს დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მყვინთავი ვარ, უაკვალანგოდ. რომელსაც Cardboard Clay-ზე აჟრიალებს. დაუჯერებელია, რომ ეს ტრეკი სრულად ახლა პირველად მოვისმინე. უკვე ვფიქრობ, რომ თავის გამოვლენა დავიწყეთ, იშვიათად ანაწილებენ ადამიანები ენერგიებს, თან სწორად. რა მაგარია, რომ ისინი ჯერ მუსიკით გავიცანი, შემდეგ ალბომს გამოვუშვებთ და ბოლოს ადამიანებად გავიცნობ ^^.

Aware-Unaware და დაუსრულებლად ვუყურებ ზღვას, ვფიქრობ, როგორ მოვხვდი აქ...სულ სულ თავიდან. დიდი აზრები არ გაგვიცვლია ერთმანეთისთვის, რადგან უბრალოდ მუსიკა უნდა გვეწერა ერთად. არც მესმის ერთმანეთის მუსიკა როგორ უნდა შევაფასოთ. ხოდა გამოსავალაიც ეგ იყო, ერთად როცა აკეთებ ასახსნელ/შესაფასებელიც არაფერია.


Fracture-ო კატიშამ თქვა და დავარქვით. ამ სიმღერაში Halfie რომ ვახსენე მაგის მერიდება, თავისდაუნებურად მოხდა. გარედან ვუსმენ ხოლმე, კატიშა რომ არა , ვერ ვიმღერებდი...მადლობა ბავშვებს.


Dust იეეეეე, უძლიერესი რამეა...უბრალოდ უძლიერესი!

Tunnel მაგონებს Basinski-ს რომ პირველად მოვუსმინე იმას. ლუპივით უნდა მოისმინო და გიყვარდეს. ალბათ ლუპივით შემიძლია ბავშვებზე ლაპარაკი, ძალიან ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ მათ, მეტად უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა მაკავშირებდეს...ეს ფიქრებიც ლუპივით.


FEARS & RUST დაიწყო, ღრუბლებს ვუყურებ და მგონი დაუჯერებელია, რაც გაკეთდა. რამდენს შეგვიძლია მოვყვეთ ამ პროცესზე, რამდენჯერ დაგვწყდა ალბათ გული და რამდენჯერ მოულოდნელად გაგვიხარდა, ყველაფერი მუსიკის გამო. ვა, აქ ჩემი სტემებიცაა, “რამდენჯერ” გამოგვრჩა კიდევ მოსმენა.


Incitatus Runs Away From Senate…პროცესში იმდენი სამუშაო იყო, ხანდახან ერთმანეთის მოსმენას ვერ ვასწრებდით, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვიყავით. თითქმის ყველა დავალების წინ მოვახერხე მოსმენა, მაგრამ მძულს შეფასება და გამიჭირდა რაღაცები მეთქვა. სამაგიეროდ, ახლა ვუსმემ ყველაფერს და შვილიშვილებს ამ ალბომზე ბევრად მეტს მოვუყვები, ვიდრე “ჰალფი”-ზე.


Hidden Dimensions, უძვირფასესი ტრეკია, რაღაც თავიდანვე ვიგრძენი, სანამ მუშაობას დაიწყებდნენ თამთა და ნიკა, რომ მაგარი გამოვიდოდა. მაგრამ, შეგრძნებები ყოველთვის სწორი კი არ არის... მე ჩემს ინტუიციას არ ვენდობი, საერთოდ. 

Paraphrase, მოვიტყუე, სინამდვილეში ამ ალბომის შესახებ თითქმის არავისთვის მითქვამს, თითქოს რომ გეზარება აუხსნა, რისი ნაწილი ხარ. დედამ მკითხა, რა ალბომი გამოდის, გადამითარგმნე, კარგად ვერ ვიგებო.


პერიფრაზი: “დე, მაგარი რამეა, 13-მა კაცმა ვიმუშავეთ ერთად”. მერე სიჩუმე...


Static Encounter 2, აუ ეს ძაან მიყვარს, გულს მითბობს. იქნებ მატარებლის ფანჯრიდან ყურება განსაკუთრებულ განწყობას მიქმნის და ისეთი მაგარი არ არის, როგორც ჩვენ გვგონია. არ ვიცი, ბევრი ალბომი ასე თავიდან ბოლომდე არ მომისმენია ხოლმე. თუმცა, რომც მომესმინა...რა სისულელეა.


Closer-ზე გადასვლამ მიმახვედრა, რომ ყველაფერი აშკარად წყალივით მიდის. თავიდან ვიფიქრე, ნეტა ბავშვები ჩემს სტემებს რომ დაჩეხავენ როგორი შეგრძნება მექნებათქო. არაფერი შეგრძნება არ მქონია, მშვენივრად მსიამოვნებდა. თითქოს ძალიან ეკლექტური გამოვიდა, მაგრამ მაინც საერთო ხასიათს ვგრძნობ.


Distance (Ballet) ოდესმე მე და თამთა იმედია ერთად ვიცეკვებთ, თორემ სახელიც გაგვიტყდა. ამას ხშირად ვუტრიალეთ ხოლმე, მახსოვს უკვე პანდემიის ის ნაწილია, კორპუსებს ვუყურებდი კეთების დროს, ოღონდ ძალიან ლამაზ კორპუსებს.


Hibernation ბოლოში გავედით. პირველად ტუსამ რომ მითხრა სტემები შენთან წამოვაო, ძალიაან გამიხარდა. განსაკუთრებული აღფრთოვანების გამოხატვა მერიდება ხოლმე. ეს ტრეკი უფრო და უფრო მომწონს <333


საბოლოოდ მხოლოდ ამ აზრს შევინახავდი, ბევრი ლაყბობისგან. ნიკამ, ტუსამ, სტიამ ...კიდევ ერთი სიხარული და 11 მუსიკოსი მაჩუქეს. ხანდახან ვფიქრობ, უსაქმური ვარ, რომ ასეთი შეგრძნებები მხოლოდ მსგავსი პროცესებით შემიძლია მივიღო. თუმცა, თუმცა... Dust არის მტვერი, ჩვენ კიდე Stranger-ები. ვფიქრობ, ჭკუა არც მოგვეკითხება, რა ვაკეთეთ, როგორ ვაკეთეთ მხოლოდ მოსასმენია. თავიდანვე ცხადი იყო, ვინც ამ პროექტში დარჩებოდა, დიდი სიყვარული დატრიალდებოდა მისთვის. 

ავტორი: ანუშკა ჩხეიძე