კულტურა

„ქოლგა თბილისი ფოტო 2021"-ის გამარჯვებულები

საერთაშორისო ჟიურის რჩეული ფოტოები.

მაისი 08, 2021

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2021 ოფიციალურად გაიხსნა და რიგით მე-20, საიუბილეო ფოტო ფესტივალს მასპინძლობს.

ფოტოკვირეული კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადებით დაიწყო. წარმოგიდგენთ საერთაშორისო ჟიურის რჩეული ფოტოებს:

დოკუმენტური სერია

ემილ დუკე


მდინარე შუაში

ემილ დუკეს მიერ გადაღებული მობანავე ადამიანების ფოტოები, რომლებიც მდინარე კეტის სანაპიროსთან ცხოვრობენ, არის ფოტოსერია ადგილის შესახებ, სადაც დრო თითქოს გაჩერდა და „კომფორტის გარეშე ცხოვრება“ ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. აქ სხვების გვერდით ცხოვრება თავის გადარჩენის აუცილებელი პირობა ხდება.

კონცეპტუალური ფოტოპროექტი

ჯენიფერ ქრეინი


კანონგარეშე (და სხვა წარუმატებელი პორტრეტები)

პორტრეტს სხეულის ნაკვალევად ან ობიექტივის წინაშე განხორციელებულ მოქმედებად ვთვლი. გაჩენის დროიდან ფოტოგრაფიული პორტრეტი ადამიანისთვის პატივის მისაგებად ან მის გასაკიცხად გამოიყენებოდა. თავდაპირველად მაინტერესებდა საოჯახო პორტრეტების კვლევა, რომელმაც პორტრეტულ ფოტოგრაფიამდე მიმიყვანა ისეთ საჯარო კონტექსტში, როგორიცაა მუზეუმები, ინსტიტუციური არქივები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები."

ანდრეა პიეტრო სინიორი


შეჩერებულია. სირიელი ლტოლვილების ცხოვრება სოფლად, მარჯიუნში, ლიბანური კრიზისის პირობებში.

კონცეფციის თანახმად, გამოყენებულია ნეილონი, რომლითაც დაფარულია ავეჯი გადასახლებისას. მინდოდა ლტოლვილების სტატუსზე, პოლიტიკური მოტივების გამო სამუშაოს შეჩერებასა და სირიელი ლტოლვილების მხრიდან შინ დაბრუნების მოლოდინზე გამეკეთებინა აქცენტი."

რეპორტაჟი

ალესიო პადუანო


კორონავირუსის პანდემია იტალიაში

ალესიო პადუანომ ასახა პანდემია, რომელმაც ადრეულ ეტაპზე ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ზიანი მიაყენა იტალიას. ის არ მოერიდა შემაძრწუნებელი დეტალების ჩვენებას.

მობილური ფოტო

ზუკა კოტრიკაძე


სადგური წერეთელი

ზუკა კოტრიკაძემ შენიშნა კონკრეტული ვითარება მეტროს ესკალატორზე ასვლისას და მაშინვე მოიმარჯვა განუყრელი მოწყობილობა — მობილური ტელეფონი. დამთვალიერებელს შეუძლია, ეს გამოსახულება კორონავირუსთან სიმბოლურად დააკავშიროს.

ერთი კადრი

კასპარ კლაასენი


ბებიას ჩახუტება

კასპარ კლაასენმა ფირზე აღბეჭდა სუსტ უფროს თაობასა და ახალგაზრდა ოჯახს შორის ურთიერთობის სურვილი პანდემიის პირობებში, რითაც ყველაფერი ნათქვამია.

ერთი კადრის ნომინაციაში საუკეთესოებში გასული ფოტოების გამოფენა შეგიძლიათ დაათვალიეროთ თბილისში, ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილზე, სპეციალურ ლაითბოქსებზე.