შემოდგომის მზე კახეთში

„ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“ და, სანამ მზიანი დღეები გაიშვიათდება, კახეთში შემოდგომის გატარება ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა.


თიბისი კონცეპტს საშემოდგომოდ შეთავაზებები აქვს, რაც დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ სასტუმრო და წელიწადის ყველაზე ხალისიანი და ფერადი პერიოდი კომფორტულ გარემოში გაატაროთ.


2022 წლის 31 ოქტომბრამდე თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ დღეს ყველა კატეგორიის ოთახის დაჯავშნისას სასტუმროში - „ლოპოტა სპა რეზორტი“.


სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ უმაღლესი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, დააგემოვნონ ქართული და ევროპული კულინარიის ნიმუშები, ქართული ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. სასტუმროს გამორჩეული დეტალია შატო ბუერა და მისი მეღვინეობა. გარდა ამისა, სასტუმრო უამრავ სპორტულ აქტივობას გთავაზობთ. იგი ახლოსაა ყვარელთან, კერძოდ, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან. ამ ისტორიული სახლის ნახვა კი ნამდვილად დამატებითი მოტივაციაა „ლოპოტა სპა რეზორტის“ ასარჩევად.

„ლოპოტა სპა რეზორტი“

ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ოჯახური, რომანტიკული და მეგობრული დასვენებისათვის.

2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე შეგიძლიათ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით მინიმუმ 3 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში.


გარდა ამისა, სასტუმრო 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე სტუმრებს სთავაზობს ორ- და სამადგილიან უმაღლესი კლასის სტანდარტულ ნომრებს სპეციალურ ფასად. 


თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მსურველს შეუძლია დაისვენოს Ambassadori Kachreti Golf Resort-ში სპეციალურ ფასად Premier King და Premier Twin კატეგორიის ოთახის დაჯავშნისას. სპეციალური ფასი კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით ვრცელდება. შეთავაზება აქტიურია 2022 წლის 30 სექტემბრამდე.


სტრესულ და გადატვირთულ გარემოში დაბრუნებამდე საუკეთესო პერიოდის გასატარებლად სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ იდეალური ადგილია, ის საქართველოს ისტორიულ რეგიონში - კახეთში, კერძოდ კი სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. აღმოსავლეთის კურორტთაგან კაჭრეთი ყველაზე ახლოსაა დედაქალაქთან.

აქ შეგიძლიათ ჩაერთოთ უამრავ გამაჯანსაღებელ და სპორტულ აქტივობაში. სასტუმრო გამორჩეულია გოლფის უნიკალური მოედნით, რაც მას შესანიშნავ, ყველასგან განსხვავებულ იერს სძენს.


„ამბასადორი კაჭრეთი“ ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებებსა და ტურნირებს, რადგან ის ქართულ გარემოში ევროპული სტანდარტით დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ფუფუნება, კომფორტი და გართობა კი აქ ყველა დამსვენებელს ელოდება.


დამატებითი ინფორმაციისა და შეთავაზებებისთვის თვალი ადევნეთ სასტუმროს ფეისბუქგვერდს.


სასტუმრო „შატო ართვაინი“, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას სტანდარტულ ნომერზე.


ულამაზესი ვენახებისა და მთების შუაგულში, კახეთში, თელავთან ახლოს, სოფელ ართანაში, შემოდგომის საუკეთესოდ გასატარებლად სასტუმრო „შატო ართვაინს“ გირჩევთ. 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 32 ნომერია. ქართული კონცეფციითა და სტუმარმასპინძლობით გამორჩეული „შატო ართვაინი“ და მისი პერსონალი თქვენს კომფორტზე იზრუნებს. სასტუმროში დაგხვდებათ როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულო, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, ღია საცურაო აუზი და სხვა არაერთი გამაჯანსაღებელი თუ გასართობი სივრცე.

სასტუმრო გამორჩეულია იმითაც, რომ ადგილზე აწარმოებენ უნიკალური ღვინოს - „შატო ართვაინს“, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა განკუთვნილი.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს კახეთისა და მთელი საქართველოს ორი გამორჩეული ხუროთმოძღვრული ძეგლი - ალავერდისა და გრემის ტაძრები. ამდენად, თუ გსურთ ძალიან მყუდრო, კომფორტულ და მშვენიერ გარემოში დასვენება, სასტუმრო „შატო ართვაინი“ ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.


დამატებითი ინფორმაციისა და შეთავაზებებისთვის თვალი ადევნეთ სასტუმროს ფეისბუქგვერდს. 


თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, „შატო ხაშმში“ შეგიძლიათ საუკეთესოდ დაისვენოთ, 2022 წლის 30 ნოემბრამდე ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებით 2 ან 3 ადამიანზე ოთახის დაჯავშნისას.

„შატო ხაშმი“ საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. სასტუმროში თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მყუდრო გარემო, შეძლებთ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს უნიკალური კერძები ქართული ტრადიციული წესით დამზადებულ ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. დასვენებისას თუ უპირატესობას დახვეწილ ინტერიერსა და მშვიდ გარემოს ანიჭებთ, მაშინ „შატო ხაშმი“ სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.


გარდა ამისა, დამსვენებელს შეუძლია დაათვალიეროს სასტუმროსთან ძალიან ახლოს მდებარე მე-V-VI საუკუნეებში აშენებული ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესია და გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი.


დამატებით დეტალებისა და შეთავაზებებისთვის თვალი ადევნეთ სასტუმროს ვებ და ფეისბუქგვერდებს.

თიბისი კონცეპტი შემოდგომის საოცრად გასატარებლად კიდევ ერთ სასტუმროში გთავაზობთ შეღავათიან შეთავაზებებს. თელავის მყუდრო და დახვეწილი ინტერიერის სასტუმროში - „COMMUNAL HOTEL TELAVI“-ში - სწორედ თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, სვიტ ტიპის ნომერზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. შეთავაზება აქტიურია 2022 წლის 24 დეკემბრამდე.

მათ, ვისაც უყვართ ტრადიციული ქართული ელემენტებისა და თანამედროვე ევროპული მახასიათებლების შერწყმა, სასტუმრო იმედს არ გაუცრუებს.

ეს არის ძალიან გამოცდილი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც საოცარ გარემოს სთავაზობს დამსვენებლებს.

სასტუმროს ინტერიერსა და ექსტერიერს მარტივად შეამჩნევთ, რომ კახური, კონკრეტულად ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო დაჰყვება, რაც თითქოს კახეთში კიდევ ერთ კახეთს ქმნის.


„COMMUNAL HOTEL TELAVI“ ზუსტად ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა, რაც დამსვენებელს საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნოს კახეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას.


დამატებით ინფორმაციისა და შეთავაზებებისთვის თვალი ადევნეთ სასტუმროს ფეისბუქგვერდს. 


აირჩიეთ სასტუმრო კახეთში, ეწვიეთ შემოდგომის სეზონზე თქვენს საუკეთესო მასპინძელს, და თიბისი კონცეპტის შესანიშნავი შეთავაზებების ფარგლებში, გაატარეთ დაუვიწყარი დრო ევროპული სტილის, უმაღლესი კლასის სასტუმროებში... სანამ მზეს სხივები ჯერ კიდევ შერჩენია. 

ავტორი: AT.ge