კულტურა სიახლეები

ქოლგას ჟიურის რჩეული ფოტოები | 2025

TBC x KOLGA

მაისი 07, 2025

"ქოლგა თბილისი ფოტო" წელს უკვე 24-ედ ჩატარდა


მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა.

წლევანდელ კონკურსში 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, ჯამურად 900-მდე ფოტო პროექტი წარადგინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა:

დოკუმენტური სერია

გამარჯვებული: სერგეი სტროიტელევი - "თოვლის მიღმა"

კონცეპტუალური ფოტოპროექტი

გამარჯვებული: არტემ ჰუმილევსკი - "ფესვები"

ერთი კადრი

გამარჯვებული: ომარ ჰაჯ კადური - "ტირანების დამხობა, ჩაგვრისა და უსამართლობის ეპოქის დასასრული"

რეპორტაჟი

გამარჯვებული: დანიელე ვიტა - "ავიატორი ჯო" 


საუკეთესო მობილური ფოტო

გამარჯვებული: ჰიმანშუ როი - "სპილო ნისლში" 

თიბისისთვის ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე წლებია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული და სტაბილური მხარდამჭერია.