ვის მოუსმენთ Jazz and Wine Kakheti 2022-ის ფესტივალზე

ამ პერიოდში, მან შეძლო ტრადიციული ფესტივალის სახელის დამკვიდრება. მითუმეტეს, რომ ჯაზის და ღვინის ფესტივალი მთელ მსოფლიოში არსებული ერთგვარი ბრენდია.

თუმცა, ჩატარების ყოველი კონკრეტული ადგილი, რასაკვირველია, ორგანიზატორებს თავის სპეციფიკას კარნახობს. ახალი ფორმატის თანახმად წელს, პირველად, კახეთის “ჯაზის და ღვინოს” ფესტივალს სტუმარი ქვეყნის სახით ამერიკა ეყოლება. 

ღვინის სამშობლოს ჯაზის სამშობლოდან მეღვინეები, კულინარები და მუსიკოსები ეწვევიან, რაც ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ნამდვილი ქართულ-ამერიკული იმპროვიზაციის მოწმედ აქცევს. 

ჯაზის და ღვინის ფესტივალის კარები 13 საათზე გაიღება და ღვინის ოცზე მეტ მწარმოებელთან ერთად, ქართულ-ამერიკული კერძების დეგუსტაციით და ცოცხალი მუსიკის თანხლებით შეეგებება სტუმრებს. 

Alice Francis and Band

რუმინული წარმომავლობის გერმანიაში მცხოვრებ მომღერალს “სვინგის ახალი ერის” (ნეოსვინგის) დედოფალს რიგი მიზეზების გამო უწოდებენ. გარდა იმისა, რომ ის კომპოზიტორი და ლირიკოსიცაა, ფენომენალური ხმის წყალობით ელის ფრანსისი ახერხებს თანამედროვე და უკვდავი კლასიკის ბგერის, ოციანი წლების სვინგის და 21 საუკუნის ელექტრო-ჯაზ-ჰიპ-ჰოპის გაერთიანებას.

მისი კონცერტები ერთგვარი მოგზაურობაა დროში, თუმცა, ამ მოგზაურობისას ის ახლის აღმოჩენაზე უფრო არის ფოკუსირებული, ვიდრე ძველის გახსენებაზე. 

CALI O’DOHERTY Quintet

Caili O`Doherty - piano

Tahira Clayton - vocal

Nicole Glover - saxophone

Zwelakhe-Duma Bell de Pere - bass

Cory Cox – drums

კაილი ოდოერტი ნიუ იორკში მოღვაწე პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკალაური აღმზრდელია. ოდოერტიმ მომენტალურად მიიქცია ჯაზის კრიტიკოსთა ყურადღება, როდესაც 2015 წელს მისი პირველი ჩანაწერი გამოიცა ჯაზის ცნობილ ჟურნალებს არ გამორჩენიათ მისი შთამბეჭდავი შესაძლებლობები.


“ოდოერტი დიდ წარმატებას აღწევს იმით, რომ თავისი სათქმელი ფაქიზი, მომნუსხველი ენით მიიტანოს მსმენელის არა მხოლოდ ყურამდე, არამედ გულამდეც”, წერდნენ ისინი. 

როგორც თავად პიანისტი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს:

“შესრულების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს იმედი და სიხარული ჩავუსახოთ... დავუკრათ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ შევქმნათ ერთიანობის შეგრძნება.”ქართველი მსმენელის წინაშე, ოდოერტი ლინკოლნ ცენტრის აკუსტიკურ კვინტეტთან ერთად წარდგება, როგორც “ამერიკის კლასიკური მუსიკის”, იგივე ჯაზის, ნამდვილი ელჩი.



გარდა ამისა,16 სექტემბერს, კაილი ოდოერტი, რომელიც ლინკოლნ ცენტრში ბავშვთა პროგრამების ხელმძღვანელი და წიგნის “ჯაზი ბავშვებისთვის” ავტორიცაა, სპეციალურ კლასს ჩაუტარებს ფესტივალის ყველაზე პატარა დამსწრეებს და ეცდება მათ ჯაზის მომაჯადოებელი ძალა გააცნოს. 

“Destination Future Jazz”- De-Phazz

დე-ფაზის კონცერტებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ინოვაციურ, ტექნიკურად გამართული, ძლიერი ხმებისა და მომაჯადოვებელი ცოცხალი და ელექტრო მუსიკისგან შემდგარ ლაივ შოუს. ელექტრო - სინთეტური ხმების და სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინაცია თავიდანვე დამახასიათებელი იყო ბენდის სტილისათვის, რომელშიც სოული, ლაუნჯი, პოპი, ლათინური და ჯაზ ელემენტები კლუბურ ელექტრო-ბიტში გადადის.  

“ამ სხვადასხვა სტილს ჩვენ ფანჯრებს ვეძახით, რომელშიც ვიყურებით, რომ ნაცნობიც და ახალიც აღმოვაჩინოთ” - ამბობს ბენდის დამფუძნებელი პიტ ბაუმგარტნერი

წინანდლის მამულის სტუმრები წელს თვითონ შეძლებენ ამ ფანჯრებში გახედვას.

ავტორი: მანანა მუსხელიშვილი / At.ge