ლიტერატურა

კითხვის საუკეთესო გამოცდილება

"საბა"

სექტემბერი 04, 2019

ჩვენ, მკითხველები, ყოვლისშემძლეები ვართ. უახლოეს წარსულში, შეზღუდული რესურსებით ცხოვრებაც მოვახერხეთ და ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც მარტივად ავუღეთ ალღო. თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ 20 წლის წინ სანთლის შუქზე, სრულ სიჩუმეშიც ვკითხულობდით და ვკითხულობთ ახლაც — მანქანაში, თვითმფრინავში, მაღაზიის რიგში თუ ლექციებს შორის შესვენებაზე. ამაში კი, სავარაუდოდ იმ პროდუქტების გამოყენებაც დაგვეხმარა, რომლებიც ჩვენი დროისა და ენერგიის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ზრუნავენ.


სწორედ ასეთი პროდუქტია საბას განახლებული აპლიკაცია — Reader-ი, რომელიც მისი გამოწერის შემთხვევაში, კითხვის საუკეთესო გამოცდილებას გთავაზობს. 

რა არის SABA Reader-ის გამოწერის მოდელი?


საბას ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისი ჩვენი ძირითადი სიახლეა, რომელიც შენსა და ელექტრონული წიგნების ურთიერთობას უფრო მარტივს და შეღავათიანს გახდის. ეს ნიშნავს, რომ საბას 3 პაკეტიდან ერთ-ერთის სიმბოლურ ფასად ყიდვის შემთხვევაში მომენტალურად მიიღებ წვდომას ბიბლიოთეკის 6000-ზე მეტ წიგნზე. აქამდე თუ შენს თაროს თითო წიგნით ავსებდი და საფასურსაც თითოეული ნაწარმოებისას იხდიდი, გამოწერის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ბიბლიოთეკიდან ნებისმიერი წიგნის აღებას და ინტერნეტის გარეშე გამოყენებას შეძლებ. თუ მიხვდები, რომ ეს ის არ არის, რისი წაკითხვაც მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გინდა, Reader-ი საშუალებას მოგცემს სხვა ნებისმიერი ნაწარმოებით ჩაანაცვლო.


თუმცა, რასაკვირველია, საბას აპლიკაციით სარგებლობას ყოველთვიური პაკეტის შეძენის გარეშე, სტანდარტული, ძველი მოდელითაც შეძლებ. აქამდე შენს პირად ბიბლიოთეკაში დაგროვებული წიგნები არსად დაგეკარგება, ისევ ჩვეულებრივ შენს თაროზეა ხელმისაწვდომი და მათი წაკითხვის ან მოსმენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გაქვს.

რა პაკეტებს გთავაზობს განახლებული SABA Reader-ი?


განახლებული SABA Reader-ი 3 სხვადასხვა მოცულობისა და ფასის პაკეტს გთავაზობს:

1- წიგნიანი პაკეტი - 3.99 ლარი


4 - წიგნიანი პაკეტი - 6.99 ლარი


8 - წიგნიანი პაკეტი - 12.99 ლარი

გარდა ამისა, ყოველთვიური პაკეტის შეძენის ნაცვლად, შეგიძლია წინასწარაც 6-თვიანი ან 1-წლიანი პაკეტები შეიძინო. ამ შემთხვევაში -15% ან -25% ფასდაკლებით ისარგებლებ. მაგალითად, თუ თვეში ერთდროულად 4 წიგნის წაკითხვას და მოსმენას გეგმავ და 1-წლიან პაკეტს შეიძენ, თვეში 6.99 ლარის ნაცვლად მხოლოდ 4.99 ლარს გადაიხდი. თუმცა, გახსოვდეს, ასეთ შემთხვევაში პაკეტის მთლიანი ღირებულება, ანუ 59.88 ლარი ანგარიშიდან ერთი ტრანზაქციით ჩამოგეჭრება. 

1 - წიგნიანი პაკეტის შეძენისას თვის განმავლობაში ბიბლიოთეკიდან ნებისმიერი რაოდენობის ელექტრონული წიგნის აღების საშუალება გექნება. თუმცა, საკუთარ თაროზე მუდმივად მხოლოდ 1 ნაწარმოების შენახვას შეძლებ. ეს ნიშნავს, რომ თუ ახალი წიგნის აღება მოგინდება, ამისთვის, შენს თაროზე განთავსებული წიგნი ბიბლიოთეკაში უნდა დააბრუნო.


4 - წიგნიანი პაკეტი საშუალებას მოგცემს თაროზე ერთდროულად 4 წიგნი შეინახო. რასაკვირველია, ამ წიგნებსაც ჩვეულებრივ ჩაანაცვლებ. ამასთანავე, აღნიშნული პაკეტით თუ ისარგებლებ, ხმოვანი წიგნების აღებას და მოსმენასაც შეძლებ.


8 - წიგნიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში ბიბლიოთეკიდან ერთდროულად 8 წიგნის განთავსებას შეძლებ საკუთარ თაროზე, რაც საშუალებას მოგცემს, სამოგზაუროდ წასვლას ან შვებულების მთებში გატარებას, სრული მზადყოფნით შეხვდე. ასევე, თუ არჩევანს ამ პაკეტზე შეაჩერებ, საბას ხმოვან წიგნებზეც მიიღებ წვდომას.


ასევე, ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში მიიღებ წვდომას ლევან ბერძენიშვილის ლექციებზე; რადიო თავისუფლების და მარკეტერის პოდკასტებზე.

როგორ უნდა გადაიხადო თანხა?


თუ უკვე დაიწყე ფიქრი, ჩვენი ბიბლიოთეკით სარგებლობაზე, აპლიკაცია საშუალებას მოგცემს ჯერ გამოსცადო და შემდეგ გადაწყვიტო გახდები თუ არა საბას ერთგული მკითხველი.


აპლიკაციის გადმოწერის ან განახლების შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც SABA Reader-ზე სრული წვდომის მოსაპოვებლად უნდა გადადგა, შენი ბარათის მონაცემების შეყვანაა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ ჩვენი გამოწერის სერვისის 2-კვირიანი უფასო ვერსიით სარგებლობას. თუ მოცემულ დროში შენი და საბას ურთიერთობა კარგად ვერ აეწყობა, 14 დღის განმავლობაში აპლიკაციიდანვე შეგეძლება გამოწერის გაუქმება(პარამეტრები > ჩემი ანგარიში > განახლების ღილაკის გამორთვა). მაგრამ თუ შენ და SABA Reader-ი იდეალურად შეთამაშდებით (რაც, რა თქმა უნდა, უფრო სავარაუდოა) და მიხვდები, რომ ჩვენი Reader-ისგან კითხვის საუკეთესო გამოცდილებას იღებ, ბევრი გარჯა არ დაგჭირდება, მე-15 დღეს შენი პაკეტი გაგრძელდება და თანხა ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოგეჭრება (თანხის ჩამოჭრამდე 1 დღით ადრე, შენ მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე წინასწარ მიიღებ შეხსენებით შეტყობინებას). 

რას ნიშნავს კითხვის საუკეთესო გამოცდილება?


ალბათ, გაგჩენია სურვილი ლოდინის ან რიგში დგომის დროს უცნაური ამბავი მოგესმინა ან რაიმე საინტერესოთი დაკავებულიყავი. მაგალითად, გიფიქრია რამდენი რამე შეიძლება მოხდეს სანამ 150 ნომერი ავტობუსი მოვა? ამ დროში ჰეკლბერი ფინი გაცურვას მოასწრებდა, ტომ სოიერის დეიდა ტომის წერილს იპოვიდა, ჰოლდენ კოლფილდი კი, ფიბის მოინახულებდა… მაგრამ იმისთვის, რომ ავტობუსის მოლოდინი საინტერესო ამბად აქციო, აუცილებლად გჭირდება ფუნქციურად მრავალფეროვანი, სხვადასხვა სიტუაციებზე მორგებული აპლიკაცია. განახლებულ SABA Reader-ს ნამდვილად შეუძლია შენთვის მსგავსი გამოცდილების შემოთავაზება.


განახლებული ფუნქციონალი საშუალებას მოგცემს კითხვისას კომფორტულად მოეწყო და SABA Reader-ი გარემოსა და საჭიროებას მოარგო. კითხვისას შეგიძლია:



შეცვალო ფონის ფერი ან ფონტის ზომა და დაარეგულირო ეკრანის სიკაშკაშე





ჩაინიშნო საინტერესო მომენტები, მიაწერო შთაბეჭდილებები საყვარელ ფრაზებს და ნებისმიერ დროს, მარტივად მოძებნო შენი კომენტარები





დაარეგულირო ტექსტის ზღვარი და სტრიქონების სიმჭიდროვე






შეანელო, ააჩქარო ან გადაახვიო ხმოვანი წიგნები





მარტივად გადაფურცლო ნებისმიერ ადგილზე



მგზავრობისას საბა მანქანის რეჟიმის გამოყენების საშუალებასაც გაძლევს, ამიტომ აღარასდროს დაგეხვევა თავბრუ ავტომობილში კითხვის გამო. 


მოკლედ, საბას განახლებულ აპლიკაციას შეუძლია შენი ცხოვრების ნებისმიერ სტილს, რიტმს თუ აქტივობას აუწყოს საკუთარი პერსონაჟების ფეხი. და შენ რას იტყვი? მზად ხარ განაახლო და გამოსცადო SABA Reader-ი? 


iOS - http://tiny.cc/z19hbz

Android - http://tiny.cc/l3w8bz


თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, საბას აპლიკაციით სარგებლობისას დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო: https://www.facebook.com/saba.com.ge/


კითხვის ახალი გამოცდილების მიღებაში SABA Reader-თან ერთად Tbc პოდკასტი დაგეხმარებათ:

განაგრძე კითხვა SABA Reader-ში და უსმინე Tbc პოდკასტს.