სიახლეები

ნივთები, რომლებიც სახლში ყოფნას გაგიადვილებთ

ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად ონლაინ მაღაზია Buyers-ის იმ ნივთებს გიზიარებთ, რომლებიც იზოლაციაში ყოფნისას განსაკუთრებით საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდა

მარტი 22, 2020


ამ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიოს სამსახურებმა, კაფე-ბარებმა, რესტორნებმა, კლუბებმა, სავარჯიშო დარბაზებმა, ბიბლიოთეკებმა და კინოთეატრებმა სახლში გადმოინაცვლა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც ახალ ალტერნატიულ რეალობას ერგება, ყველა რაღაც გამოსავალს ეძებს, რათა სახლში დრო პროდუქტიულად და საინტერესოდ გაატაროს. მათ შორის მეც ვცდილობ სახლში მაქსიმალური კომფორტი შევიქმნა. თუმცა, სამწუხაროდ, იმდენი რამ არ მომიმარაგებია, რაც საკუთარი იდეალური დღის დაგეგმვის საშუალებას მომცემდა.



მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მაღაზია დაიკეტა და ჯერჯერობით აღარ ფუნქციონირებს, კონცეპტუალური მაღაზია Buyers იმათ შორისაა, საიდანაც სასურველი ნივთების გამოწერა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად ონლაინ მაღაზია Buyers-ის იმ ნივთებს გიზიარებთ, რომლებიც იზოლაციაში ყოფნისას განსაკუთრებით საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდა.


რა თქმა უნდა, ამ სიას სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი გამომცემლობის, Abrams And Chronicle Books-ის გარეშე ვერ დავიწყებდი. მათ მრავალფეროვან პროდუქციაში, გარდა საინტერესო წიგნებისა, ექსტრაორდინარულ თამაშებსაც აღმოაჩენთ, რომლითაც როგორც პარტნიორთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან ერთადაც შეგიძლიათ ითამაშოთ.


გარდა იმისა, რომ აუცილებელია სახლში თავს კომფორტულად გრძნობდეთ, ვფიქრობ, ამ პერიოდში საკუთარი თავი ლამაზი, ელეგანტური და ფერადი სამოსითაც უნდა გავიხალისოთ. Buyers-ის ონლაინ მაღაზიაში კი სპორტული ბრენდის, Champion-ის მრავალფეროვანი კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ. 

 

ეს პერიოდი ახალი მუსიკის აღმოსაჩენად საუკეთესოა, თუმცა, თუ თქვენ გვერდით ადამიანები ხმამაღალი მუსიკის გამო წუხდებიან, გირჩევთ Buyers-ის ონლაინ მაღაზიიდან დანიური ბრენდის, KREAFUNK-ის ყურსასმენი გამოიწეროთ, რომელიც გარდა დახვეწილი ვიზუალისა, უმაღლეს ხარისხსაც გთავაზობთ. 


Emotional First Aid Kit გლობალური ორგანიზაციის, The School Of Life-ის რჩევების კრებულია, რომელიც, ვფიქრობ, იზოლაციაში საკუთარი თავის განვითარებისთვისა და მოტივაციის ამაღლებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. კრებულში 20 ფსიქოლოგიური სიტუაციაა მოცემული, რომელზეც საინტერესო და გამოსადეგ პასუხებს იპოვით. 


Earl Of East London

თუკი თქვენც სახლში იოგის ვარჯიში გადაწყვიტეთ და სურნელოვანი ჯოხების მარაგი ამოგეწურათ, Buyers-ის ონლაინ მაღაზიაში პარფიუმერიული ბუტიკის, Earl Of East London-ის პროდუქციასაც აღმოაჩენთ, რომელიც 45-60 წუთის განმავლობაში ვარდის სურნელით დაგატკბობთ. 

რადგან ყველაფრის შესრულება სახლიდან გაუსვლელად გვიწევს, რამდენიმე ისეთ პროდუქტს შემოგთავაზებთ, რომლებიც შინაურ პირობებში თავის მოვლის პროცედურების ჩატარებაში დაგეხმარებათ. სანამ ამ პროცედურას დაიწყებთ, თბილი აბაზანის მიღება კიდევ უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, ამაში Sweet Water Decor-ის სურნელოვანი სანთლები დაგეხმარებათ, რომლებსაც Buyers-ის ონლაინ მაღაზიაში აღმოაჩენთ. 

თბილის აბაზანის შემდეგ, ZEG-ის უნიკალური ფორმულის პროდუქცია, რომელიც ჟანგბადით არის მდიდარი, თქვენს კანს უფრო ელასტიკურსა და ჯანსაღს გახდის. 

ხოლო, C ვიტამინით გაჯერებული Joko Blend-ის სახის ნიღაბი, გარდა იმისა, რომ დაგამშვიდებთ, ამავდროულად, თქვენს კანს უამრავი ვიტამინით გაამდიდრებს.



საღამოს, განტვირთვისთვის, თუ თქვენც არ იცით, როგორ მოამზადოთ კოქტეილები მარტივად და სწრაფად, გირჩევთ, Abrams and Chronicle Books-ის წიგნი გამოიწეროთ, სადაც 40 უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტს იპოვით. 




დაბოლოს, თიბისი სტატუსი თავის მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებას ონლაინ მაღაზია Buyers-ის ნებისმიერ პროდუქციაზე სთავაზობს. ფასდაკლების მისაღებად გამოიყენეთ პრომო კოდი: TBCXHAMMOCK .


გახსოვდეთ, რომ სახლში ყოფნა იმაზე უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.



ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე / Hammock Magazine