მუსიკა | ცა

აპრილის ქართული მუსიკა Vol.24

Tsa.Music

მაისი 24, 2022

Gogi Dzodzuashvili & Rati Amaglobeli - წრე

გოგი ძოძუაშვილისა და რატი ამაღლობელის შემოქმედებითი კავშირი უკვე ორ ათწლეულს ითვლის. მათი საერთო ალბომი 2022 წლის აპრილში CES Records-ზე გამოვიდა. „წრე“ ეს არის 12 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი, რომელი დასახელებითაც პოეტური კრებული ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა. საკუთრივ ალბომი 17 წლის მანძილზე, სხვადასხვა გარემოებაში და შესაბამისად ავტორების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იწერებოდა და 2 განსხვავებული ტიპის კომპოზიციებისგან შედგება - პირველ ნაწილში რატის ტექსტები გამოყენებულია როგორც სიმღერის ტექსტი, რომელსაც გოგი კითხულობს, მეორე ნაწილში კი თავად რატი კითხულობს ლექსებს მუსიკის თანხლებით.

HVL – Epil

გიგი ჯიქიას ნამუშევრების კრებული, რომელიც პირველად 2020 წელს გამოვიდა, ამჯერად კი ფირფიტის სახით დუბლინურ ლეიბლზე Appian გამოვა.

Cadamyvana - Metanjah (Official Video)

ახალგაზრდა თბილისელი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი და MC, „ცადამყვანა“ აპრილის თვეში რამდენიმე ახალ კომპოზიციას აქვეყნებს, მათგან კი გამოვარჩევდი Metanjah-ს რომელზეც მუსიკალური ვიდეოც დარელიზდა.

Dilla Al Sukhumi / Erekle Deisadze / Kay G - Love Song (Official Music Video)

ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელიც 3 განსხვავებულ არტისტს აერთიანებს - „Love Song” კომპოზიციაა ერეკლე დეისაძის ახალი ჰიპ-ჰოპ ალბომიდან, რომლის ცოცხლად მოსმენა მსმენელს 20 მაისს, Mono Hall-ში შეეძლება.

Tade - Astraea EP 

ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი Tade, ისლანდიურ ლეიბლზე ახალ EP-ს აქვეყნებს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით ფირფიტაზე გამოიცა.

rainglow - Shadow Rising

ახალგაზრდა მუსიკოსი და ავტორშემსრულებელი, გიორგი ქიბიშაური ახალ ალბომს აქვეყნებს, რომელიც მის ბავშვობის წლებს ეძღვნება.

The tuneful quire - gombori 

თბილისში მოღვაწე მუსიკოსი ტიმოთე მერქელი ახალ ჩანაწერს აქვეყნებს, 3 კომპოზიციისგან შემდგარ EP-ში, მუსიკოსი ფორტეპიანოზე ახერხებს ქართული, აფრო-ამერიკული თუ იაპონური მუსიკალური თემების გაერთიანებას.

Anry Khachiuri - Modern Forms Of Beauty (Instrumental Collection) 

თბილისელი კომპოზიტორი, ანრი ხაჩიური ინსტრუმენტალური კომპოზიციების კრებულს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის ნაწარმოებებია გაერთიანებული.

Chaos in the Attic - Projkt 

თბილისური Alt-Rock ბენდის პირველი საჯარო მინიალბომი

P

Nika Gengashvili - მრავალთა ერთობა 

ნიკა გენგაშვილი ერთ-ერთი საინტერესო მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელია რომლის შესახებაც რამდენიმე წლის წინ გავიგე. EP-ისა და პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ, ნიკამ მეორე ალბომში მუსიკალური ცვლილება განიცადა, კომპოზიციები ხმოვანებით უფრო დამძიმდა და თითქოს გაქრა ემბიენთ/პოსტ-როკ სტილში შექმნილი ნამუშევრები, თუმცა ახალი მიმართულებითაც იგი ინარჩუნებს საკუთარ უნიკალურ ხელწერას.

P

Parallel Class - სასკოლო აუდიო ჟურნალი N1

"სასკოლო აუდიო ჟურნალი არის პროდუქტი, რომელიც ასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციას და ქმნის ვიზუალურად აღქმადი ინფორმაციის ალტერნატივას. აუდიო ჟურნლის პირველი ნომერი მოიცავს ისეთ დარგობრივ მიმართულებებს როგორიცაა - კულინარია, ფსიქოლოგია, ოქრომჭედლობა, ციფრული ტექნოლოგია, პოეზია, მუსიკა.


ჟურნალის შექმნის ყველა ეტაპი მოსწავლეების მიერ შესრულდა: პირველ რიგში მათთვის საინტერესო საკითხები გამოვიკვლიეს და მოვიძიეტ ადამიანები, რომლებიც შესაბამის ინფორმაციას გაგვიზიარებდა. შემდეგ კი მონტაჟის საშუალებით შეგროვილ ხმოვან რესურსს მივეცით ჟურნალის სახე. ინფორმაციის მატერიალიზებისთვის გამოვიყენეთ მეორადი კასეტები, რომლებზეც გადავწერეთ აუდიო ჟურნალი.“


P

Yellow and Green - EP II 

Yellow & Green ჯერ კიდევ ანონიმური მუსიკალური პროექტია თბილისიდან, რომელიც პირველი EP-ის შემდეგ, რიგით მეორე ნამუშევარს აქვეყნებს, რომელიც 6 განსხვავებულ მუსიკალურ სტილში გადაწყვეტილ კომპოზიციებს აერთიანებს.

Toke - Sattaoja 02 

ქართული ელექტრონული მუსიკის ვეტერანი, Toke შვედურ ლეიბლზე Sattaoja, ფირფიტაზე ჩატეხილი ბიტებით გაჯერებულ ახალ ჰაუს EP-ს აქვეყნებს.

My Equinox Divine - Slow decay

My Equinox Divine ქართველი მუსიკოსისა და შემსრულებლის, წარსულში მეტალ ბენდის P.I. Light-ის ვოკალისტის, მანჩო კოხრეიძის ახალი მუსიკალური პროექტია, რომელსაც მეუღლესთან, არჩილ ბედიაშვილთან ერთად ქმნის. დუეტმა ახლახან ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა სიმღერაზე Slow Decay, რომელიც ჯგუფისთვის დამახასიათებელ SynthPop/ElectroPop ჟღერადობაშია გადაწყვეტილი.

Sophie Villy - WHAT CAN BE WORSE feat. The Maneken, Misha Pravilniy

გასულ კვირას ქართველმა შემსრულებელმა, Sophie Villy-მ ახალი სიმღერა და ვიდეო კლიპი “What Can Be Worse” გამოქვეყნა რომელშიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე აკეთებს აქცენტს. აღნიშნული კოლაბორაციული ნამუშევარია ორ უკრაინელ არტისტთან - The Maneken, რომელიც ცნობილი უკრაინელი პროდიუსერია და მიშა პრავილნისთან, რომელთანაც სოფის დიდი ხნის პროფესიული კავშირი გააჩნია. კლიპის მიზანი სათქმელთან ერთად უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხის შეგროვებაა, რომელიც მსურველებს ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე შეუძლიათ.


TBC Bank

#GE58TB7163245067800005

ავტორი: ჯაბა შავიშვილი