მუსიკა | ცა

სექტემბრის ქართული მუსიკა Vol.18

Tsa.Music

ოქტომბერი 05, 2021

Esi - FORTY ONE FORTY FOUR

ირაკლი შონიას სადებიუტო ალბომი CES Records-ზე გამოვიდა, ალბომი მთლიანად თბილისის კოორდინატებს გამოხატავს და ნოიზის, ელექტროაკუსტიკისა და ექსპერიმენტული ელექტრონიკის სინთეზს წარმოადგენს.

Ninshū - "Eri Madlieri

Ninshū- ქართველი მუსიკოსის, ლევან ქათამაძის პროექტია, რომლის ახალი ალბომიც, იტალიურ ლეიბლზე, „Blessed Cross Records“-ზე გამოვიდა. „ერი მადლიერი“ ადამიანის ცხოვრებაში მადლიერად ყოფნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რაც საბოლოო ჯამში ყოველი ჩვენგანის მენტალურ მდგომარეობაზეც მოქმედებს.

Parasite - Mountain Tales

ჯგუფი “Parasite” 2021 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა და მათი პირველი კომპოზიციის ლაივ შესრულებაც “Sano”-ს სტუდიაში ჩაიწერა.

Vaqo - Hey Zauri

ვახტანგ ქანთარია აგრძელებს მუსიკალურ მოგზაურობას და ამ ეტაპზე ყველაზე ხანგრძლივ ქართულენოვან სინგლს, ჰეი ზაური გვთავაზობს.


სიმღერა ჰეი ზაური მოგვითხრობს მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიას ფიქტიურ გმირ ზაურზე, მეომარზე რომელმაც ქართული ლაშქრის ადგილმდებარეობა მტერს მიყიდა შაურად და აბაზად, ზაურზე განრისხებული თავადები მიადგებიან კიკეთის მთავარს, ადამიანს რომელიც მალავს ზაურის, მის უმცროსი ძმას, განრისხებული თავადები გადაწყვეტენ შური იძიონ და გადაწვან კიკეთის მთავრის საგვარეულო სახლი, სამეფოს და ტახტის ღალატისთვის, ზაურის დასასჯელად.


მუსიკაში გამოყენებულია ქართული ფოლკისთვის დამახასიათებელი უკან ხმები შუა საუკუნეებიდან, რიტმის მიმცემი, ოთხმეოთხედიანი ტემპური ტაში, ქართლული აქცენტი და გურული კილო (ბოლო ნაწილებში) დამატებითი მოძახილები, ისეთი როგორიცაა ტიტუ, ბლუზის გამაზე დაყრდნობილი ვოკალური პოლიფონია. ქანთრი როკის ელემენტები მეოცე საუკუნიდან.

Acidfairye – Acidfairye

Acidfairye თბილისური პროექტია, რომლის მორიგი EP ექსპერიმენტული და საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ზღვარზე გადის.

OVERIT - HER​,​[​part I]

ქართველი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის 5 მელოდიური ინსტრუმენტალებისგან შემდგარი ბითთეიფი.

Ilia Gharibashvili - Eat the Rich

ქართველი მუსიკოსი და მულტიინსტრუმენტალისტი ილია ღარიბაშვილი ალბომს, „Eat The Rich” აქვეყნებს სადაც მეტალ მუსიკის განსხვავებულ ვარიაციებს გვთავაზობს.

Ben Wheeler- Nowhere Patches

Giraffe tapes თბილისური ლეიბლია, რომელზეც მცირე ტირაჟით ემბიენთ/Drone ალბომები კასეტების ფორმატში გამოდის. ლეიბლის შემდეგი სტუმარი თბილისში მოღვაწე მუსიკოსი ბენ უილერია, ალბომით „Nowhere Patches”.

Ani Zakareishvili – Mtirala

ანი ზაქარეიშვილი ქართველი მუსიკოსი და CES Records-ის წევრია, რომელმაც ახალ ალბომში ტირალას მთის საიდუმლო გაამჟღავნა და ძალიან საინტერესო, სემპლინგით გაჟღენთილი ალბომი შემოგვთავაზა.

Sandro Tavartkiladze - Qotnis Musika

სანდრო თავართქილაძე უკვე 8 წელია სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ქმნის, განსხვავებული პროექტების დახმარებით. მისი ახალი ალბომი „ქოთნის მუსიკა“ აგრძელებს წინას ხაზს და საკმაოდ საინტერესო აკუსტიკური საავტორო სიმღერებს გვთავაზობს.

Savannah Fish - Tbilisi​-​Batumi

თბილისური ინდი პოპ ბენდი, Savannah Fish ახალ EP-ს აქვეყნებს, რომლის დიდი ნაწილიც ქართული კომპოზიციებისგან შედგება.

Skhivosani – Somnambula

„სხივოსანი“ თბილისელი მუსიკოსის, ნიკა გაბუნიას პროექტია. რიგით მესამე EP-ში მუსიკოსი ქართული შუგეიზისა და პოსტ-როკის საკმაოდ საინტერესო ხედვას გვთავაზობს.

Melqo - მაგისტრალი 401

დავით მანჩხაშვილი, სასცენო სახელით Melqo, ახალ კომპოზიციას "მაგისტრალი 401" ავრცელებს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი სინთპოპის ჟღერადობით ხასიათდება.

ერეკლე დეისაძე - როგორ მოვიქცეთ

ერეკლე დეისაძის ახალი კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად ელენე ნავერიანის ფილმისთვის „სველი ქვიშა“ დაიწერა.

Psicokex - Spiritual Junkie

ფსიქოკექსი თბილისური მუსიკალური პროექტია, რომელიც სამ ადამიანს:  დავით კიკნაველიძეს, ალექსანდრე ჯანაშვილს და დავით კალატოზიშვილს აერთიანებს. Spiritual Junkie მათი მესამე კომპოზიციაა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

Lowdaisi – Postcards

ანონიმური მუსიკალური პროექტის, Lowdaisi-ის რიგით მეორე კომპოზიცია.

Daniel Adikashvili & Nika Gabadze (Ft. Kakha Chikvinidze & Lasha Sakvarelidze)- Domination

ნიკა გაბაძისა და დანიელ ადიკაშვილის ჯაზ დუეტი აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას და მსმენელს გიტარისტ კახა ჩიკვინიძესთან და საქსაფონისტ ლაშა საყვარელიძესთნ ერთად ჩაწერილ ახალ კომპოზიციას სთავაზობენ.

Erekle Getsadze That Shit feat. Helen Kalandadze (A Tribe Called Quest Cover)

ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე ერთიანდებიან დუეტში „Bad Habitz”, რომლებმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე საინტერესო ორიგინალური და ქავერ კომპოზიცია გამოაქვეყნეს. ამჯერად მათ ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის A Tribe Called Quest-ის სიმღერის, “That Shit”-ის ქავერ ვერსია გამოაქვეყნეს.

Zagareli & Strings feat. Nini Nutsubidze and Giorgi Gigashvili - "It's Burning" (music by sTia)

ნათია სართანიას (sTia)-ს კომპოზიცია „It’s Burning” კონცერტის "From Bach To Bach"-ის ფარგლებში გიორგი ცაგარელის სიმებიანი ანსამბლის, ნინი ნუცუბიძისა და გიორგი გიგაშვილის მიერ შესრულდა.

Modular Synth Affection - Garden of memories

ქართული ელექტრონული მუსიკის პროექტის, Modular Synth Affection-ის EP ბრიტანულ ლეიბლზე, Κ̶hôros Records-ზე გამოვიდა.

Holy Moly Ft. Aprilee - Let Me Show You

ჰიპ-ჰოპ არტისტის, ირაკლი ლომსაძის და ელექტრონული დუეტის, Holy Moly-ის კოლაბორაციული კომპოზიცია.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი