აგვისტოს ქართული მუსიკა Vol.17

KILLAGES - J.COLE

ქართული ბენდი Killages ახალ სიმღერას აქვეყნებს, რომლის პროდიუსერიც ჯგუფის ვოკალისტი, გუგა მაჭარაშვილია.

Anushka Chkheidze - Theatre Extracts

ანუშკა ჩხეიძე ლეიბლზე „The state51 Conspiracy“ ახალ ალბომს აქვეყნებს, რომელიც სავსეა საოცნებო ემბიენთ ტექსტურებით და ნებისმიერ  წარმოდგენას დაამშვენებდა.

HVL  - Vessel

გიგი ჯიქია, HVL-ის ფსევდონიმით, იგივე სახელწოდების ლეიბლზე რიგით მესამე ალბომს აქვეყნებს. ალბომი 16 ტრეკისგან შედგება და ძირითადად Acid / Techno / Ambient ჟღერადობისაა.

Tamada  - Dionysus vs Tamada

ლაშა ჩხაპელიას მუსიკალური პროექტი უკვე ბევრი ადამიანის გულს და ყურს იპყრობს. ფაქტია, რომ მან დროის მცირე მონაკვეთში ისეთი პერსონაჟის შექმნა მოახერხა, რომ საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც ყურადღება მიიქცია. ახალ ალბომში კი მას დიონისესთან დაპირისპირება უწევს - ეჭვიც არ გვეპარება ჩვენი თამადის გამარჯვებაში.

Cycle Error - Fabric Standard

Cycle Error ახალგაზრდა პანკ/ალტერნატიული ბენდია თბილისიდან, რომლებიც მსმენელს პირველ ალბომს „Fabric Standard” სთავაზობს, რომელიც Puzzlez Records-ში ჩაიწერა.

RTNH - უსათაურო

თბილისელი მუსიკოსის, რატი ბარამიძის 4 ტრეკისგან შემდგარი „უსათაურო“ EP.

The Polar Monk – Statues

2021 წელს შექმნილი ქართული ბენდი ძალიან საინტერესო მუსიკითა და სადებიუტო ალბომით.

Luka Mamniashvili – Drama

ლუკა მამნიაშვილი ახალგაზრდა მუსიკოსი და გიტარისტია, რომელიც მორიგ EP-ს, სახელწოდებით “Drama” აქვეყნებს Indie Pop ჟანრში.

Nick Tkhelidze - Shishi - Fear of the Unknown

"ყველაზე ძველი და ძლიერი ემოცია შიშია, ყველაზე დიდი კი გამოუცნობის შიშია“ სწორედ  H.P. Lovecraft-ის ამ ფრაზაზეა აგებული ახალგაზრდა მუსიკოსის, ნიკა თხელიძის 6 კომპოზიციისგან შემდეგარი ახალი ემბიენთ EP.

Fiery Dawn - Acid Mania

თბილისური ფსიქოდელიური/გოა ტრანს პროექტი Fiery Dawn 9 კომპოზიციისგან შემდგარ ახალ ალბომს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერ საუნდ სისტემას თავდაყირა დააყენებს!

NVS - Perception Of Consciousness

თბილისური პროდიუსერი NVS, ახალ ტექნო EP-ს აქვეყნებს.

GEORGE ERGEMLIDZE – Stroll

თბილისელი მუსიკოსი, გიორგი ერგემლიძე 80-იანი წლების Synthwave მუსიკას თავის ახალ კომპოზიციაში, “Stroll” გვახსენებს.

Sonic Junkie   & Tamo Nasidze  - Boundless [Video by: Shimpei Miura]

Boundless მულტიმედიური კოლაბორაციული პროექტია, რომელიც 4 სხვადასხვ არტისტს აერთიანებს, მათ შორის ქართველი თამო ნასიძეცაა. პროექტი ვიზუალურად, მუსიკალურად და თხრობით გვიყვება იმის შესახებ, თუ რა გვქმნის თითოეულ ჩვენგანს ადამიანად.

ფსიქოკექსი - თაილსი ვაილსი

ფსიქოკექსი თბილისური მუსიკალური პროექტია, რომელიც 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა. მუსიკოსები ეტაპობრივად აქვეყნებენ კომპოზიციებს მათი სადებიუტო (იმავე სახელწოდების) ალბომიდან, „თაილსი ვაილსი“ კი ამ სიაში მეორეა.

Natura Antia- Catmfreni

„ნათურა ანთია“ ახალგაზრდა მუსიკოსის, გიო ტყემალაძის პროექტია, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ მსმენელს ახალი კომპოზიციით დაუბრუნდა.

4D Monster Lobsters - La Mia Bella Ragazza

ახალ, „ნეო-ფანოღურ“ მოძრაობას თბილისური ბენდი, 4D Monster Lobsters უერთდება და ახალ სიმღერასა და კლიპს სთავაზობენ მსმენელს.

Penrose – ARCADE EP

ქართული ჰიპ-ჰოპ პროექტი, პირველ EP-ს, სახელწოდებით „Arcade” აქვეყნებს, რომლის ვიზუალურ გაფორმებაზეც Mikibo-მ იმუშავა.

დაგდაგანი - ორი ლუდი და სიგარეტი

პოპულარული ქართული ბენდი ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს.

Mechanical Rainbow - SEVDA'NAREVI

მექანიკური ცისარტყელა ფერების ულამაზეს ფსიქოდელიურ, ცოტა სევდანარევ მოგზაურობაში გვეპატიჟება ახალი სიმღერითა და კლიპით.

The Black Marrows - Annie

უკანასკნელი პერიოდი The Black Marrows-ისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამ აქტიურობის ფარგლებში ჯგუფი კიდევ ერთ სიმღერას სთავაზობს ერთგულ მსმენელს.

Organs & Oceans - King of Worms

ესტატე ანთაძის და ივა ნიკოლაძის მუსიკალური პროექტი "Organs & Oceans" და მათი პირველი ალბომი, რომელიც 11 კომპოზიციას აერთიანებს.

VAQO - LIVE IN TBILISI II - Pirveli Kartveli Kosmonavti

ვახტანგ ქანთარია, იგივე VAQO მსმენელს ახალ ალბომს სთავაზობეს. ეს რიგით მეორე ჩანაწერია მუსიკოსის სერიიდან "Live In Tbilisi" და 9 ქართულენოვანი კომპოზიციისგან შედგება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი