ბიზნესი

GeoP - დამზადებულია საქართველოში

ის, რაც იდეას წარმატებულ საქმედ აქცევს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანია, შემდეგ კი - გარემო პირობები და რეალობა, რომელსაც ეს საქმე უნდა მოერგოს. იმისთვის, რომ დაწყებული საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად იქცეს, მთავარი იმის განსაზღვრაა - რა გინდა, რატომ გინდა და რა გზებით გინდა დასახულ მიზნამდე მისვლა. ეს ეტაპი საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გონებისა და ინტუიციის მაქსიმლაურ ჩართულობას საჭიროებს, დეტლების გათვლას, სიზუსტეს და, რაც მთავარია, რწმენას, რომ ჩანაფიქრი, თუ მას ერთგულად ემსახურე, დიდ საქმედ იქცევა.

ნოემბერი 25, 2020

სწორედ ეს გზა გაიარა თიბისის მხარდაჭერით, დღეისათვის ერთ-ერთმა ყველაზე წარამატებულმა საექსპორტო ბიზნესმა - Georgian Products, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე პარტნიორი კომპანიისა და მომხმარებლის 100%-იანი ნდობით სარგებლობს. სწორედ ეს იყო მისი დამფუძნებლების - დავით და ვახტანგ ბარდაველიძეების მთავარი მიზანიც - საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ევროპასა და შეერთებულ შტატებში გატანა და ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებლისთვის ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანი გახდებოდა.


შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი საექსპორტო კომპანია Georgian Products-ის დაარსების იდეას საფუძვლად 2014 წელს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმება დაედო. პროფესიით ფილოსოფოსი დავით ბარდველიძე, რომელმაც განთლება ევროპაში მიიღო, მიხვდა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქრთველოსთვის ის შანსი იყო, რომელიც ქვეყანას აუცილებლდ უნდა გამოეყენებინა. გარდა ამისა, თავად მასაც ეძლეოდა შესაძლებლობა, ევროპაში თავისი ქვეყნის სახელი გაეტნა და შეექმნა სტერეოტიპი, რომელიც Made in Georgia-ს ხარისხის ნიშნად აქცევდა.

„ჩვენი პარტნიორი რითეილ კომპანია ფრანკფურტის ბირჟაზე დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა - პეტ ვაჭრობაში წამყვანი ბრენდი, 2 მილიარდიანი ბრუნვით, 6-7%-ით ევროპის ბაზარზე. მასთან მე და ჩემს ძმას, ვახტანგს, მანამდე დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა და გვენდობოდნენ. ამიტომ მაშინვე წამოვიდნენ პარტნიორობაზე. ასოცირების ხელშეკრულება და მოკლე ლოგისტიკური გზები არის ის პრეფერენციები, რაც საქართველოს აქვს ახლო აღმოსვლეთის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით - ეს მას ევროპის ბაზრისთვის მისაღებ ქვეყანად აქცევს“ - კომპანია Georgian Products-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, დავით ბარდაველიძე.

„კატის ხეს“ მოყვა შინაური ცხოველების - კატებისა და ძაღლების სხვა ხის ავეჯი და თიბისი ლიზინგის დახმარებით შეძენილი საკერავი დაზგით წარმოებული ცხოველების საწოლები.


2019 წლიდან კი ავეჯს ცხოველების საკვები - ხორცპროდუქტი დაემატა და Georgian Products ამ მხრივაც პირველი ექსპორტიორი აღმოჩნდა, რომელმაც ევროპის ბაზრის სტანდარტები დააკმაყოფილა.

„ჩვენი პროდუქტი, მოთხოვნის შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. ნედლეულის 80% ქართულია, დანარჩენი ბელორუსიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. მნიშვნელვანია, რომ ხარისხი არ დავარდეს, რისთვისაც ყოველდღიურად ვზრუნავთ როგორც ჩვენ, ასევე საწარმოს თითოეული თანამშრომელი, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ ამ საქმის მნიშვნელობა.“

დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კომპანია თავად ზრუნავს. მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც აქ დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს, მონდომება, შრომის დისციპლინა და სადურგლო საქმის ელემენტარული უნარების ქონაა. დანაგდარებთან მუშაობის ტექნიკას კომპანია დასაქმებულებს თავად ასწავლის.


პანდემიის პირობებში კომპანიამ 120 ადამიანი დაასაქმა და დაარსებიდან 6 წლის თავზე Georgian Products -ში დასაქმებულთა რაოდენობა 580-ს აღწევს. ამასთანავე, მიმდინარე წელს, კომპანიამ თიბისის მხარდაჭერით თავისი საწარმო 5000 კვ.მ ფართობით გააფართოვა. როგორც დავით ბარდაველიძე ამბობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრიზისულ პერიოდშიც კი, ადამიანები ზრუნავენ თავიანთ შინაურ ცხოველებზე ისევე, როგორც ოჯახის წევრებზე, რომლებზეც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული.


სწორედ პასუხისმგებლობა და პრინციპების ერთგულებაა ის, რამაც ნახევარი მილიონით დაწყებული ბიზნესის ბრუნვა 6 წელში 10 მილიონიან ინვესტიციად აქცია. კომპანიას მომავალ წელს 25%-იანი, შემდეგი 4 წლის განმავლობაში 150%-ამდე ზრდა აქვს დაგეგმილი.


პროდუქციისა და მიმართულებების გაფართოებასთან ერთად, გუნდი ავითარებს ახალ - საკანცელარიო და დეკორის მიმართულებას, რომლის ამუშავებასაც გუნდის წევრები სხვა დიდ, წარმატებულ ევროპულ კომპანიასთან პარტნიორობით გეგმავენ. პროდუქტი უკვე დაპატენტებულია ევროპასა და ამერიკაში, ხელშეკრულებას კი 2021 წლის ბოლოს მოეწერება ხელი და ევროპაში უკვე შექმნილი ხარისხის განმსაზღვრელ Made in Georgia-ს, ახლა უკვე ადამიანებისთვის განკუთვნილი პროდუქციაც დაემატება.