თებერვალი 17, 2022
ბიზნესი ტექნოლოგია სიახლეები თიბისი შენთვის
Forbes Georgia 30 under 30 | პროექტი ახალგაზრდა ლიდერებისთვის
უკვე მეოთხე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.
დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.
30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენერები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, ფორბსის რჩეული.
30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს.
ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.
„Forbes-ის 30 წლამდელთა პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი განსაკუთრებული თვისებები და აღმოაჩინოთ საკუთარი თავი შეუერთდით გამორჩეული ნომინანტების სიას, დაგვეხმარეთ გავიგოთ მეტი საქართველოს მომავალზე.“
-ქრეიგ კრამერი, Gulf Georgia, გენერალური დირექტორი
ანტრეპრენიორები და მეწარმეები | ჟიური
„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს.
„ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“
– გიორგი ისაკაძე
Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი
„თიბისი დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია. ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა.
მჯერა, რომ ფორბსის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს.“
-ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი
შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს.
იჩქარეთ, რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება.