სიახლეები კულტურა

ფლორისტიკის ხელოვნება - რჩევები F Lovers-ისგან

AT.ge x თიბისი სტატუსი

ივლისი 08, 2020

F’ lovers სამი გოგოს კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა ყვავილებს დაუკავშირეს. სიტყვა „კომპანია“ თითქოს არც კი უხდება იმ ამბავს, რასაც პროფესიით ექიმი სალომე აბესაძე, ესპანური ენის სპეციალისტი ეკა გელოვანი და გერმანისტი ნესი წიკლაური უკვე 21 წელია სიყვარულით ქმნიან.


პიონი + კალა

ალიუმი + ზამბახი

პალმის ფოთოლი + ლავანდა

ციკასი + ჰორტენზია

დელფინიუმი + მაჩიტა + ზამბახი

=

თაიგული From F lovers


F lovers-ის ხელწერა ყოველთვის გამორჩეულია. თუ გინდათ ნახოთ, როგორ შეიძლება იყოს ღონისძიება თან სადა, თანაც ზომიერად პომპეზური და ამავდროულად, ძალიან დასამახსოვრებელი, ეკას, ნესის და სალომეს მიაკითხეთ. F lovers-ის გუნდს ბევრი გაუხარებია და მოუხიბლავს ყოველდღიური თუ სადღესასწაულო თაიგულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაფორმებით თუ ინტერიერის დეკორატიული მორთვით, მათ ეს საუკეთესოდ გამოსდით.


F-LOVERS რეკომენდაციები:


რჩევა#1- პატარძლის თაიგული არ არის აუცილებელი იყოს თეთრი.


რჩევა#2 - არ არის აუცილებელი საქორწილო დეკორი შესრულებული იყოს ძვირფასი ყვავილებით , მთავარია იყოს ეფექტური.


რჩევა#3 - მამაკაცებს:თაიგული ქალბატონებს ყოველთვის უხარიათ , განსაკუთრებით – უმიზეზოდ.


რჩევა#4 - თუ გინდათ, რომ ყვავილმა დიდხანს გაძლოს , ყოველდღე მოაჭერით ძირები და გამოუცვალეთ წყალი.


რჩევა#5 - არ არის რეკომენდირებული ყვავილი იდოს ახლოს ხილთან და ბოსტნეულთან.


რჩევა#6 - ნუ მოექცევით ჩარჩოებში თაიგულის აწყობისას, არ არის აუცილებელი ყვავილები ტანსაცმელივით შეუხამოთ ერთმანეთს.


რჩევა#7- ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ყვავილი ინდივიდუალურია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.


რჩევა#8 - თაიგულის შექმნისას იყავით თამამები. ფლორისტიკა ხელოვნებაა!


ავტორი: At.ge