თიბისელები ბიზნესი თიბისი შენთვის სიახლეები

თიბისის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი

აპრილი 11, 2022

ჯერ კიდევ სანამ მთლიანად თიბისის მისია გახდებოდა - ადამიანების ცხოვრების გამარტივება, მას მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდი შექმნის პირველი დღიდან ემსახურებოდა.


ეს გუნდი, ერთი მხრივ, კომპანიის შიგნით მომხმარებლის ინტერესების მთავარი დამცველია, მეორე მხრივ, კი აერთიანებს თიბისელებისთვის, პრობლემებთან გამკლავების დროს, ყველაზე საიმედო ადამიანებს.

ნინო გელაშვილი

„დღეს ჩემი ბევრი მეგობარი ერთ დროს თიბისიში მათი მომსახურებისას გავიცანი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ მათი ტკივილები და თხოვნები ისე გულთან ახლოს მიმქონდა, როგორც ჩემი ახლობლის. როცა საქმე პრობლემას ეხება, „ცხოვრების გამარტივების“ უკან ბევრი სირთულე დგას.


აქ, ჩვენს გუნდში რომ იმუშაოს თანამშრომელმა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს თვისება - თითოეულ პრობლემას შეხედოს ისე, როგორც ეს მისი საყვარელი ადამიანების შემთხვევაში იქნებოდა და ამ დამოკიდებულებით მიიყვანოს ბოლომდე მათი გადაწყვეტები. გუნდის წევრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, საბოლოო ჯამში, არის ემპათია - რამდენად შეუძლია, თავი ჩააყენოს სხვის მდგომარეობაში და მზად იყოს ადამიანების დასახმარებლად.“ 

ნინო გელაშვილი თიბისის, შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტის მერხიდან შეუერთდა 1996 წელს. მაშინ თიბისის ერთადერთი შენობა ჰქონდა ჭავჭავაძეზე და დაახლოებით 40-მდე თანამშრომელი მუშაობდა.


დღეს ის თავად ხელმძღვანელობს მომხმარებლის მხარდაჭერის 70 წევრიან გუნდს, მათი გამოცდილება და კომპეტენცია გადამწყვეტია ყოველდღიურ პროცესში.

„თიბისის ისტორია დიდი ხსნის წინ დაიწყო - გვქონდა ცოტა პროდუქტი, გვყავდა ცოტა თანამშრომელი და მომხმარებელი. დღეს სამივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა მომხმარებლები ჩვენგან კვლავ უშუალო და ინდივიდუალურ მომსახურებას ელიან.

დიდი ორგანიზაციის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის, თუ გვინდა, შევინარჩუნოთ მომხმარებლის ერთგულება, ისეთი გზებით უნდა დავუდგეთ მათ მხარში, როგორც მათ სჭირდებათ. ამის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი კი არის ის კულტურა და ღირებულებები, რომლებიც თიბისელებს გვაერთიანებს. "


- ნინო გელაშვილი

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

ქეთევან სითათაშვილი

 „ჩვენს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ. თითოეული მომხმარებლის მადლიერება ჩვენთვის მთავარი სტიმულია, რომელიც გვიბიძგებს, დაუღალავად მოვუგვაროთ მათ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული პრობლემები და თან ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ყველა პროცედურული წესი. ყოველი წარმატებული შედეგი საუკეთესო მოტივაციაა, მომავალში კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაკეთოთ ჩვენი საქმე.“


- ქეთევან სითათაშვილი

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის წევრი

ლელა წოწონავა

„მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებსა და ტკივილებს სრულყოფილად ვიკვლევთ და მუდამ ვცდილობთ, ჩვენი მომსახურებით მათ მოლოდინებს გადავაჭარბოთ. ეს არ არის მარტივი, თუმცა გუნდში ერთმანეთის თანადგომა, კეთილგანწყობა და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული შემართება სირთულეებთან ეფექტურად გამკლავებაში გვეხმარება.“


- ლელა წოწონავა

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის წევრი

თათია ნაკაიძე

„საამაყოა, რომ ვარ იმ გუნდის წევრი რომლის ყოველდღიური საქმიანობა 100%-ით ემსახურება კომპანიის მისიას. ყოველდღიური სიახლეები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ამოცანები განსაკუთრებულად მომხიბვლელს და საინტერესოს ხდის სამუშაოს.


ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, რომელშიც „სპეცრაზმის“ როლს ვასრულებთ - გვაკისრია ორმაგი პასუხისმგებლობა, რომ გავუმარტივოთ ცხოვრება როგორც მომხმარებლებს, ისე ჩვენს კოლეგებს. ეს, თავის მხრივ, განსაკუთრებულ მობილიზაციას და კონცენტრაციას მოითხოვს. თუმცა, საბოლოო შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ მისკენ მიმავალ გზაზე ფაქტობრივად აღარ არსებობს დაბრკოლება.“


- თათია ნაკაიძე

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის წევრი

თამარ ტუღუში

„თიბისის ღირებულებებმა და კულტურამ ყველა თიბისელი გაგვაერთიანა ისე, რომ ადამიანების გაბედნიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა. კონკრეტულად ჩვენს გუნდს კი ყოველდღიურად უწევს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება და პრობლემის ისე მოგვარება, რომ მომხმარებლის პრეტენზია მადლობად გარდაიქმნას.


გაწონასწორებულობა, სიმშვიდე, მხარდაჭერის სურვილი და პროცესის მართვის უნარი აუცილებელი თვისებებია, რაც ამ გუნდში მუშაობისას უნდა გქონდეს. რთული ამოცანები კი იმის ფონზე რომ ხშირად ძალიან პოზიტიურად მთავრდება, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა.“


- თამარ ტუღუში

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის წევრი

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში გროვდება ყველა საკითხი სხვადასხვა არხიდან: სოციალური ქსელებიდან, კონტაქტ ცენტრიდან, სერვის ცენტრებიდან და თიბისელებისგან. კონკრეტულ თემებზე შესაბამისი მიმართულებები იწყებენ მუშაობას და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნდნენ მომხმარებელს მოგვარებული პასუხით.


ამავდროულად, სწორედ ეს გუნდი ეხმარება მთელ კომპანიას, განსაზღვროს სწორი პრიორიტეტები, წინ წამოწიოს თემები, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს მომხმარებლის გამოცდილებაზე. 

„გუნდში ყოველთვის გვახსოვს, რომ არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“ - არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც ვერ მოვუძებნით გამოსავალს და ეს დევიზად გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თიბისი იმ მასშტაბის ორგანიზაციაა, სადაც არსებობს რეგულაციები, პროცედურები და ყველაფერი გაწერილია, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ გარემოებაში ვიფიქროთ მოქნილად და არასტანდარტულად - ეს არის ჩვენთვის ცხოვრების გამარტივების მნიშვნელობა.“


- ნინო გელაშვილი