აგვისტო 19, 2025
ჩემი მიზანი: პირველი ჩანთიდან საკუთარ ბრენდამდე
MERAKI-ის ისტორია 8 წლის წინ სახლში, პატარა იდეით დაიწყო. მაშინ ჯერ ისევ სტუდენტი ვიყავი და ბიზნესის დასაწყებად ზუსტი სამოქმედო გეგმა არ მქონდა. ნივთებს სახლშივე, საკუთარი ხელით ვქმნიდი. თუმცა, ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა გზა, პირველი ნაბიჯი გადამედგა დიდი ხნის ოცნებისკენ.

მივხვდი, რომ დროა სურვილი მიზნად ვაქციო:
სინამდვილეში, ამ აზრამდე მისასავლელად ბევრი ფიქრი დამჭირდა. ვიცოდი, გამოცდილების და დანაზოგის კუთხითაც, ყველაფრის დაწყება 0-დან მომიწევდა.
თუმცა, გარშემო საყვარელი ადამიანების მხარდაჭერამ მომცა ბიძგი დამეწყო ის საქმე, რისი კეთებაც ყველაზე მეტად შემიყვარდა.

პირველი სასურველი ხარჯი:
რომლისთვისაც დაგროვება დავიწყე MERAKI-ის ფილიალის გახსნა იყო.
როდესაც, ბრენდმა სწრაფად ზრდა დაიწყო, ვიგრძენი, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აუცილებელი იყო, მინდოდა, შემექნა სივრცე, სადაც ყოველი კუთხე, დეტალი ბრენდის ხასიათს ასახავდა.
ვიაზრებდი, რომ ჩემს მშინდელ წარმოდგენაში არსებულ იდეალურ ვერსიამდე დასაწყებად რესურსი არ მეყოფოდა, ამიტომ უკვე ნაცად პრაქტიკას მივმართე და ლოდინის ნაცლად გადავწყვიტე საუკეთესო შედეგი მიმეღო მოცემულობით, რომელშიც იმ მომენტში ვიყავი - მიზნად დავისახე მცირე ნაბიჯებით, თუნდაც 30 კვადრატულ სივრცეში გამეხსნა MERAKI-ს პირველი პატარა, მაგრამ მთელი გულით გაკეთებული შოურუმი, სადაც მოსვლა ნებისმიერ გოგოს გაუხარდებოდა.
როცა მიზნისკენ სიარულს 0-დან იწყებ:
მნიშვნელოვანია, დაიწყო! ჩემთვის ყველაზე რთული სწორედ ეს საფეხური იყო, თუმცა, მივხვდი, წარუმატებლობის შიშის გადალახვაში სხვა არაფერი დამეხმარებოდა. ყველა შემდეგი ნაბიჯი კი უფრო ცხადს ხდიდა მიზნსაკენ მისავალ გზას, რომელიც დასაწყისში ძალიან ბუნდოვანი იყო, ან საერთოდ არ ჩანდა.
ხშირად გვგონია, რომ სანამ დიდ ფულს არ მოვაგროვებთ, და ყველაფერს წინასწარ არ დავგეგმავთ დაწყება არ ღირს. საკუთარი გამოცდილებიდან კი ვიაზრებ, რომ ეს მხოლოდ კარგად შენიღბული პროკრასტინაციაა და ყველაფერს წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ.

რა თქმა უნდა, გეგმის, სტრატეგიის, მიზნების დასახვა აუცილებელია, თუმცა გზაზე, რომელსაც ამ მიზნებისკენ მიმავალი გაივლი, არასდროს გეცოდინება წინასწარ რა დაგხვდება, განვითარების ყველაზე სწრაფი მეთოდი კი ამ მოგზაურობაში დაშვებული შეცდომებიდან სწავლაა.
დეპოზიტი დამეხამრა ჩემი მიზნები და მისკენ სასიარულო გზა უფრო ხელშესახები გამეხადა.

რადგან ბიზნესი ნულოვანი კაპიტალით დავიწყე, მნიშვნელოვანი იყო ფულის დაგროვება მაღაზიის გასახსენლად და სხვა ინიციატივებისთვის. ხშირად გვგონია, რომ ანაბარი დიდი თანხით უნდა დაიწო, თუმცა ჩემი გამოცდილებით მთავარია დაგროვების შენზე მორგებული ჩვევა გამოიმუშავო და ნებისმიერი პატარა შენატანითაც მიხვალ დასახულ მიზნამდე. თითოეული ნივთის გაყიდვიდან გადადებული ფულით მოვედი დღევანდელ რეალობამდე, რომელშიც MERAKI-ს უკვე ორი ფილიალი აქვს და როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე გარეთაც შეხვდებით მომხმარებლების გარდერობში.
ჩემი შემდეგი მიზანი:
უცხოურ ბაზარზე ფეხი სულ ახლახანს ავიდგით. ეს გზა სავსეა როგორც უამრავი გამოწვევით, ასევე შესაძლებლობით. ახალი სამიზნე შემდეგია- შევაყვაროთ თავი უცხოელ მომხმარებლებს ისე, როგორც ეს ადგილობრივ ბაზარზე მოვახერხეთ.

ერთი შეხედვით ისევე საშიშად ჟღერს, როგორც მაშინ პირველი ჩანთის შეკერვა. თუმცა, 8 წლის წინანდელი ანუკასგან განსხვავებით ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ და მთავარია ნებისმიერი გამოწვევის პარალელურად ჯიუტად განვაგრძოთ მიზნისაკენ სვლა, რადგან ნებისმიერი დიდი მიზანი პატარა ნაბიჯებით იწყება.

ავტორი: თაკო ხუციშვილი
ფოტო: თორნიკე შენგელია