სიახლეები

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2019

დეკემბერი 20, 2019

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. CSR ინვესტიციებითა და პოლიტიკით თიბისი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან: Barclays, HSBC, Deutche Bank და სხვები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ თიბისის მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია - ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და მათი ინტერესების განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.


ბიზნესი


მცირე და საშუალო ბიზნესი „თიბისის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინტერესია. ბანკმა აირჩია სტრატეგია - ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი იყოს არა მხოლოდ ფინანსური თვლსაზრისით, არამედ არაფინანსური პროდუქტებითაც. „თიბისი“ მუდმივად ეხმარება ბიზნესის წარმომადგენლებს საჭირო კომპეტენციების შეძენაში, პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების მოძიებაში, საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და ამ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.




www.tbcbusiness.ge


„თიბისი“ ბანკმა არასაბანკო სერვისები ერთ პლატფორმაზე www.tbcbusiness.ge გააერთიანა, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ ბლოგების სახით გაეცნონ სხვადასხვა კომპანიის საქმიანობას, ბიზნესთან დაკავშირებულ საინტერესო სიახლეებსა და ტენდენციებს; ასევე აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო, დაესწრონ „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, მასტრეკლასებსა და ფორუმებს, და დარგის ექსპერტებისგან მათთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია მიიღონ.


პლატფორმა მომხმარებელს ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას აცნობს. უპრეცედენტო ეკოსისტემა - Businesstool.ge-ზე ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთს ახვედრებს. ვებ-გვერდი დაინტერესებულ პირებს ამჟამად 70-მდე პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.

ბიზნესგანათლება


„თიბისის“ ბიზნესგანათლების მხარდაჭერის პროექტები კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. „თიბისის“ მიერ 15 სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს 2019 წლის განმავლობაში თბილისში 4,000-მდე ადამიანი დაესწრო.


ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, „თიბისი“ ბანკმა თავის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობა მისცა, იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. „თიბისი“ ბანკის მიერ ორგანიზებულ IFRS FOR SME 6-კვირიან სრულ კურსს 156 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.


„თიბისის“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება და 2019 წელს 3 რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა.

„სტარტაპერი“

„სტარტაპერი“ „თიბისი“ ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება. 2019 წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, 700-ზე მეტი სტარტაპერი დატრენინგდა; ჩატარდა 3 „სტარტაპდისკუსია“, რომელსაც 200-მდე ადამიანი დაესწრო; 150-მდე სტარტაპის შესახებ მომზადდა ბლოგები და სტატიები. პლატფორმა - startuperi.ge ამჟამად 456 სტარტაპერის შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, აქვე განთავსებულია 20-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის სპეციალური შეთავაზება სტარტაპერებისათვის. „სტარტაპერი“ 2017 წელს გაეშვა და მას შემდეგ პროგრამის სხვადასხვა აქტივობებში უკვე 28 000-ზე მეტი სტარტაპია დარეგისტრირებული. 691 სტარტაპზე გაიცა შეღავათიანი სტარტაპ სესხი, საერთო მოცულობით - 247 მილიონი ლარი.

სტარტაპდეკრეტი

2019 წელს თიბისელებისათვის, პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში, ინოვაციური პროექტი - „სტარტაპდეკრეტი“ გაეშვა. წელს კომპანიამ მეწარმეობის წახალისება ორგანიზაციის შიგნითაც გადაწყვიტა და იდეების მქონე თანამშრომლებს დრო და შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ძალები სტარტაპში მოესინჯათ. პროექტი „თიბისის“ თანამშრომლებს საკუთარი ინოვაციური ბიზნესის იდეების განსახორციელებლად 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობას სთავაზობს. „სტარტაპ დეკრეტის“ ფარგლებში, შემოსული 24 განაცხადიდან, კონკურსის წესით, 3 თიბისელის ინოვაციური სტარტაპ იდეა შეირჩა: „Ge Parts“, „ინვენტორი“ და „სოკო“. აღნიშნული იდეების ავტორები საკუთარი სტარტაპების განსავითარებლად 6 თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით 2020 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.


„ბიზნესდაჯილდოება“

თიბისის ორგანიზებით, მეოთხე წელია, ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება ტარდება, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. წელს „ბიზნესდაჯილდოების“ ფინალურ ცერემონიაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:  საუკეთესო პროდუქტის/მომსახურების შექმნისთვის, საუკეთესო ინოვაციებისთვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, თანამშრომელზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის და საუკეთესო სტარტაპისთვის.


„ბიზნესდაჯილდოება 2019“-ის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს 300-ზე მეტმა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. ფართო აუდიტორიამ „თიბისის“ საკომუნიკაციო არხებისა და ტრადიციული მედიის საშუალებით მათი საქმიანობის შესახებ შეიტყო. 

კულტურა

„თიბისი“ ქვეყნის მასშტაბით კულტურის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერია. ამ პროცესში მისი მიზანია როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. 


დავით კაკაბაძე 130


„დავით კაკაბაძის ფონდთან“ თანამშრომლობით ქართველი შემოქმედის - მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის იუბილე ფართომასშტაბიანი და მრავალეტაპიანი პროექტით აღინიშნა:


„თიბისი გალერეაში“ გაიმართა რეტროსპექტიული გამოფენა, რომელმაც გააერთიანა როგორც სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუციებში, ისე შემოქმედის ოჯახში და პირად კოლექციებში დაცული ნახატები, ჩანაწერები, ჩანახატები და სხვა.


„თიბისი არტ გალერეამ“ უმასპინძლა მულტიმედია პროექტ „GAMMA“-ს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა არტისტებმა - ნიკოლოზ კაპანაძემ, მარიამ აქულაშვილმა და დიმიტრი შუბითიძემ, დავით კაკაბაძის კონცეფციებით მიღებული შთაგონებით და ადამიანისა და სინათლის ინტერაქციის კვლევის მიზნით, ციფრულ მედიაში აუდიოვიზუალური, სივრცითი ინსტალაციები შექმნეს.


გამოიცა დავით კაკაბაძის საიუბილეო კატალოგი, რომელიც სრულად ასახავს მხატვრის კვლევით დიაპაზონს, მის მეთოდებს და თანამედროვე სამყაროში მათ საჭიროებას.


ფართო საზოგადოებისთვის, მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის მიზნით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში არსებული, დავით კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.


დავით კაკაბაძის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევის მიზნით შეიქმნა ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა - BAZA, რომელიც განვითარებას 2020 წელსაც განაგრძობს. BAZA-მ მომავალში უნდა შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც ყველასთვის ღია იქნება: პროფესიონალი არტისტებისთვის, მკვლევარებისთვის, სტუდენტებისა თუ, უბრალოდ, ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.


2019 წელს თიბისი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი გახდა და მასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა: 2020 წელს უძველეს ანტიკურ ქალაქ ვანში, თანამედროვე მუზეუმი გაიხსნება, რომელშიც ვანის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ნივთები გამოიფინება, ისინი ოქროს საწმისის მითს უკავშირდება და იმის დასტურია, რომ ისტორიულად  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.


2019 წელს „თიბისი“ საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანედაც იქცა და საქართველო 1990-იან წლებში გურამ წიბახაშვილის მასშტაბურ ფოტო-გამოფენაში, წიგნსა და ფილმში „ზამთარი გადატანილია“ გააცოცხლა. წიგნში ფოტოგრაფის 250-მდე ფოტო და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები გაერთიანდა და საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო - 1987დან 1995 წლამდე პერიოდი აისახა. გამოფენაზე ფოტოგრაფის 80-მდე ფოტო იქნა წარმოდგენილი. ის თბილისის გარდა, ბათუმელმა დამთვალიერებელმაც იხილა.



 „თიბისი“ მხარში უდგას ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.


ლიტერატურის ხელშეწყობა ძირითად პრიორიტეტად რჩება. 2019 წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა პრემია „საბა“, რომელიც ამ მიმართულებით, ქვეყნის მთავარი მოვლენაა. ასევე განახლდა „საბას“ აპლიკაცია, რომელიც 6,000-მდე ელექტრონულ წიგნს აერთიანებს და მკითხველებს ახალ, უნიკალურ სამკვითხველო გამოცდილებას სთავაზობს.


ქართული ანბანის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, მეორედ ჩატარდა კონკურსი „ქართული ა“, რომელშიც ქართველი კალიგრაფისტების 200-მდე ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 16 საუკეთესო დაჯილდოვდა. გამარჯვებული შრიფტები გაციფრულდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. გასულ წელს „მაიკროსოფტთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქართულიდან ინგლისურად ითარგმნა 100,000-ზე მეტი წინადადება და გუნდი უკვე მუშაობს ქართული ენის „მაიკროსოფტის“ პროგრამებში ინტეგრაციაზე.

ახალი თაობა

„თიბისისთვის“ მემკვიდრეობის დაცვის და კულტურის ხელშეწყობის პარალელურად, უმნიშვენლოვანესია ახალი თაობა და მისი მხარდაჭერა.


2018 წლის ბოლოს დაანონსებული პროექტი „თიბისის სტიპენდიატები“ წარმატებით განხორციელდა, 200 ნიჭიერ ახალგაზრდას მთელი საქართველოდან ყოველთვიური, წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა. მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატებისთვის ტარდებოდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ მოზარდს აღმოაჩენს.


თიბისი STATUS DONATES-ის ფარგლებშიც უჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს მხარს და 2019 წლის განმავლობაში 19 ადამიანს დაეხმარა განათლების მიღებასა და პროფესიულ ზრდაში.


„თიბისის“ ინტერესის საგანია ყველა პლატფორმა, რომელიც ბავშვების და ახალგაზრდების განათლებას ემსახურება, სწორედ ამიტომ ის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ და „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ პარტნიორია. ამ პროექტების მიზანი მოსწავლეებში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვიძება და ახალი, უნიკალური გამოგონებების ხელშეწყობაა, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. 2019 წლის ზაფხულში, თიბისის მხარდაჭერით, „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული გუნდის 5 წევრი, გაემგზავრა NASA - ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდა ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებს.



„თიბისი“ მეორე წელია, მხარს უჭერს „თბილისის საბავშვო ფესტივალს“, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებს აერთიანებს. „თიბისი“ „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის“ პარტნიორიც გახდა, რომელზეც ყოველწლიურად იფინება და იყიდება როგორც ახალი ქართული, ისე თარგმნილი წიგნები, ოთხის დღის განმავლობაში წიგნის ბაზრობას ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს.

ეკოლოგია

 „თიბისი“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კერძო კომპანია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.


მწვანე ინიციატივები


„თიბისიმ“ შეიმუშავა ISO 14001-ის სტანდარტის შესაბამისი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც ორგანიზაციის გარემოსდაცვით სისტემას, მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს. „თიბისი“ გარემოსა და საზოგადოებაზე თავისი საქმიანობის პირდაპირ და ირიბ გავლენას აღიარებს და ამ გავლენის შემცირების პასუხისმგებლობას გრძნობს.



მდგრადი დაკრედიტება და ფინანსირება


„თიბისიში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსა და საზოგადოებაზე კლიენტების ბიზნესსაქმიანობით გამოწვეულ ირიბ ზემოქმედებას. მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის კომპანია მუდმივად თანამშრომლობს პარტნიორ გარემოსდაცვით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. მდგრადი ფინანსირების ფარგლებში, EBRD-თან თანამშრომლობით, შექმნილია სპეციალური საბანკო პროდუქტი „ქალები ბიზნესში“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალებს არსებული ბიზნესის გაფართოებასა და ახალი ბიზნესიდეის განხორციელებაში. ასევე, შექმნილია სპეციალური ფონდი Youth support, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად.


„თიბისი“ განახლებადი ენერგიის სექტორის დაფინანსების ლიდერია. ასევე, აქტიურადაა ჩართული ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებაში. მაგალითად, ღვინის საწარმოში განხორციელებული ენერგოეფექტური ინვესტიციის შედეგად დანადგარების მუშაობით წლიურად დახარჯული ელექტროენერგია 97%-ით მცირდება.