კულტურა

24 საათი: ანანო ბაქრაძე

Buyers x თიბისი სტატუსი

მარტი 30, 2020

08:00 


დილაობით ყოველთვის ადრე ვდგები, რადგან არ მინდა დავკარგო ჩემი დილის რიტუალის არც ერთი მომენტი.


საუზმე ჩემთვის, მთელი დღის მანძილზე ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მომენტია.


ის, თუ როგორ ვიწყებ დილას, განაპირობებს ჩემს მთელ დღეს, სწორედ ამიტომ არ მიყვარს სულ მცირედი ცვლილების შეტანაც კი დილის რუტინაში. ჩემს საუზმეში ერთმა გამოტოვებულმა ინგრედიენტმაც კი შეიძლება მთელი დღე თავდაყირა დააყენოს… მჯერა რომ, ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის ბედს და დამიჯერეთ სათანადო საუზმის გარეშე ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს ვიღებ.



10:00 


ოფისში ძირითადად ზუსტად 10 ზე ან 10-15 წუთით ადრე მივდივარ. მიზეზი იგივეა, არ მიყვარს სიჩქარე და ჩემი პატარ-პატარა სიამოვნებების დათმობა. მაგალითად ძლიერი ყავის მეორე ფინჯანი ჩემი ოფისის ყავის აპარატიდან.


ამჟამად ვმუშაობ ონლაინ შოფინგის აპლიკაციაზე, რომლის კონცეფციის შესახებ  ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ამ კონკრეტულ მომენტში მისი ბრენდინგისა და “launch” კამპანიის დაგეგმარების ეტაპზე ვართ. შესაბამისად დღე გადის ” Research”-ში, დაგეგმარებასა და ახალი იდეების გენერირებაში.



პროდუქციის სელექციის გაკეთება და შეძენა They Said books – თვის ჩემი საყვარელი პროცესია.


დავკავდე “Buying”-ით, ეს ალბათ ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც ცხოვრებაში მიმიღია.



ყველაზე სასიამოვნო რათქმაუნდა სელექციის გაკეთებაა, თუმცა მე ამ დიდი და შრომატევადი პროცესის ყველა პატარა დეტალით ვიღებ სიამოვნებას. მიყვარს პროდუქტის ლოდინი და მუდმივი კონტროლი, რათა მშვიდად ვიგრძნო თავი და ვიცოდე, რომ ჩემი მომხმარებელი თავის სურვილს უპრობლემოდ აისრულებს.


ჩემი დროის დიდი ნაწილი ასევე ეთმობა საერთაშორისო ზარებს და იმეილებს, იმ “Fashion” ბრენდების შესახებ, რომელთათვისაც საერთაშორისო გაყიდვებზე ვმუშაობ.


01:00 – 03:00 


კარგად დამსახურებული ლანჩი.


ლანჩის დროს, პირველ რიგში ჩემს წიგნის კონცეპტუალურ მაღაზია და “Coffee Shop”  They Said Books-ში მივდივარ. ყოველთვის ვცდილობ მოვასწრო ჩემი საყვარელი სალათის ან ომლეტის მირთმევა და შემდეგ გადავიდე საქმიან შეხვედრებზე. წასვლისას აუცილებლად ვიღებ ყავა ლატეს თან წასაღებად და ვჩქარობ განვაგრძო სხვა აუცილებელი საქმეების მოგვარება ოფისში დაბრუნებამდე.




სანამ სამუშაო პროცესს დავუბრუნდები აუცილებლად უნდა შევიარო არქიტექტორის ოფისში, რომელიც ჩემი ახალი ბინის პროექტზე მუშაობს. 


სახლი ზუსტად They Said Books-ის უკან მდებარეობს.


ჩემი არქიტექტორი 3D რენდერების დახმარებით მუშაობს, მე pinterest-ის.


დიდი ხნით ადრე, ვიდრე ბინას შევიძენდი Pinterest-ზე უკვე მქონდა ალბომი სახელად “Welcome to my loft”.

 

So Welcome To My Loft


იმედი მაქვს, რომ მალე სივრცე ისეთი იქნება როგორსაც მე ვხედავ და აქედან მივიღებთ რაღაც დაახლოებით ესეთს .


07:00 


წელს, როგორც იქნა შევასრულე ჩემი ახალი წლის რეზოლუცია და სავარჯიშოდ Fit Club-ის დარბაზს შევუერთდი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ოფისის ზუსტად ზემოთ არის, ყოველ დღიურად ავდიოდი დარბაზში კარდიოს გასაკეთებლად ან ცურვისთვის.


ეხლა, როცა ყველანი სახლში ვართ და დისტანციურად ვმუშაობთ, სპორტული რუტინის შენარჩუნება Alo Moves- ის პლატფორმის დახმარებით ძალიან ადვილი აღმოჩნდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი პერსონალური ტრენერი მყავს.


09:00 


ჩვეულებრივ ამ დროს ვემზადები და მეგობრების სანახავად გავდივარ, რასაც ხშირად 1, 2 ან მე-3-ე კოქტეილიც მოჰყვება. 


მაგრამ ეხლა როდესაც მარტო ვარ საკუთარ თავთან და გარეთ გასვლაც აქტიურად ვეღარ ვახერხებ, ყველაზე საჭირო ნივთი ჩემი გარდერობიდან იაპონური კიმონო გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლოკალურ მაღაზია “Black Dog Shop” – ში შევიძინე.

საკმაოდ დიდი ფუფუნებაა დრო, რომელიც შემიძლია დავუთმო ჩემს “soul candies”-ს. ამ სიას რამდენიმე აქტივობა განეკუთვნება და მათთვის ბოლო დროს თითქმის ვერასდროს ვიცლიდი.


სიიდან პირველი არის ჩემი ბლოგი:  Sapore di Mare


იმისათვის, რომ ვწერო აუცილებლად მჭირდება კომფორტული სავარძელი, სიმშვიდე და წყნარი გარემო, ეს ყველაფერი საკმარისია ჩემთვის რომ დავიკარგო Sapore di Mare -ს სამყაროში. ბლოგი რომში სწავლის დროს შევქმენი, შესაბამისად ბევრი სენტიმენტი და ნოსტალგია მაკავშირებს Sapore-სთან. წერასა და ამ ნაწერის ბლოგ პოსტად ქცევით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არ ვწყვეტ უხილავ ძაფს, რომელიც მედა ჩემს ყველაზე საყვარელ ქალაქს გვაკავშირებს.



ზემოთ ხსენებულ სიაში არსებული აქტოვობების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოდკასტი:


Monocycle with Leandra Medine


ძირითადად პოდკასტებს სპეციალურ აპლიკაციაში ვუსმენ თუმცა ამ კონკრეტულის პოვნა მათ Soundcloud სადგურზეც შეგიძლიათ.


სტატიები (also for the soul)


კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პლათფორმა რომლის ხშირი სტუმარიც ვარ არის Brainpickings .


აქ შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები თქვენს ყველა ცხოვრებისეულ და ეგზისტენციალურ კითხვაზე, ისეთი ადამიანების აზრებზე დაყრდნობით, როგორებიც არიან მაგალითად, Herman Hesse და Alain de Botton-ი.


ვფიქრობ ეს კონკრეტული სტატია ეხლა ყველასთვის აქტუალური იქნება: Herman Hesse on Solitude and courage to be yourself


ფასეულობების გადაფასება


Erich Fromm-ის “The art of loving ” სხვა პერსპექტივიდან დაგანახებთ სიყვარულის გაცემისა და მიღების თეორიას. ვთვლი რომ, ეს ნაშრომიც აქტუალირია დღევანდელი ჩვენი სიტუაციის გათვალისწინებით, როცა ამდენი დრო გვაქვს დავფიქრდეთ და შევაფასოთ, ან თუნდაც გადავაფასოთ ჩვენი ღირებულებები და ცხოვრებისეული პრიორიტეტები.


“Short Films”


შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო ვიდეოებს Nownessm2m,და Semaine -ზე.

ამ პატარა ფილმების ყურება ჩემთვის შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ყოველთვის დიდ ინსპირაციას მაძლევს.

11:00 


დატვირთული დღის შემდეგ დგება თავის მოვლისა და დეტოქს ჩაის დრო

ნაჭრის ნიღბები ჩემი განუყრელი მეგობრები არიან 2017 წლიდან( საუკეთესო წლები როცა ბაიერად ვმუშაობდი Buyers Store- ში)


ნაჭრის ნიღაბი,  Biologique recherche– ის რძითა და ლოსიონით სახის წმენდისა და The ordinary –ის პეპტიდებით, ზეთებითა და შრატებით დატენიანების სადღაც შუაში ექცევა.


ყველაფერი ამით არ სრულდება, შემდეგი ეტაპი Rooibos-ის დეტოქს ჩაის დალევაა, სანამ ჩემ საყვარელ სახის ნიღაბს (ძირითადად Dr. jart-ის) ველოდები რომ სასწაული მოახდინოს. ეს კომბინაცია მამშვიდებს და ამის შემდეგ ვთვლი, რომ დღის მისია – დავკავდე საკუთარი თავის მოვლით დღეისათვის შესრულებულია.


Not to forget: 


სანამ ეს რუტინა მიმდინარეობს ფონად ჩემი SoundCloud-ის რომელიმე შერეული playlist-იდან მუსიკა აუცილებლად უნდა უკრავდეს.




 ანანოს ფლეილისთი


Arctic Monkeys – Why’d you only call me when you’re high 


Burial ft. Thom Yorke – Mirror 


Arctic Monkeys – Baby I’m yours 


The Smiths – There is a light that never goes out 


Eko & Vinda Folio – Nisliani (and the whole album “Therapy”


Underworld – I exhale (Dj Koze remix) 


New order – Bizzare love triangle 


Jonathan Bree – You’re so cool 


Underworld – Cowgirl 


Guns N Roses – November Rain 


Garden City movement – She’s so untouchable 


Joy Division – Love will tear us apart 


Kayakata – Ataris (Nikakoi Rework)



12:00 


დროა გავამხილო ჩემი guilty pleasure-ი და ვუყურო Netflix-ის სერიალებს, ან უკეთესი არჩევანი გავაკეთო და ვნახო დოკუმენტური ფილმი, რომელიც რეალურად მომცემს ინფორმაციას და შთაგონებას.


მაგალითად როგორიც არის Netflix-ზე: The abstract episode – Olafur Elliason: the design of art (Highly Recommended)

Bonus: 


მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, 3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ Mubi-ს პლატფორმის გამომწერი მხოლოდ 1 დოლარად გახდეთ. დროა ვუყურო ყველა ევროპულ ფილმს, იმ გრძელი სიიდან რომელიც დიდი ხანია მზად მაქვს, და რაც ყველაზე საინტერესოა ვიდეო ესეებს ჩვენი დროის უდიდესი რეჟისორების შესახებ.


Buona Notte 


XX


A



წყარო: Buyers