სიახლეები

ბიზნესგიდი

მომსახურების სისწრაფე და სიმარტივე თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. მაშინ როდესაც მეწარმე უამრავი გამოწვევისა და შესაძლებლობების წინაშე დგას, მას მეტი დრო სჭირდება ზრდისა და განვითარებისათვის. 

გაეცანით პროექტის წარმდგენ ვიდეოს:

მომხმარებლის დროის დასაზოგად და გამარტივებული მომსახურების შესათავაზებლად სულ მალე, თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნეს გიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნეს ეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.


"გიდები მომხმარებელს ბევრი განსხვავებული პროდუქტიდან საკუთარ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებიან და დაზოგავენ მათ დროს. გარდა ამისა, თიბისის ნებისმიერ ფილიალში ბიზნესანგარიშების გახსნა და საბაზისო პროდუქტების მიღება კომპანიებს უკვე 7 წუთში შეუძლიათ, ხოლო ბიზნესსესხის განაცხადზე პასუხის მიღება - 15 წუთში.“


ნათია ვაჭარაძე

თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლეგიონის ასოცირებული პარტნიორი

ბიზნეს გიდის მომსახურება ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის სტარტაპებისთვის. პროექტის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის  გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება და ბანკის პროცედურებში დახარჯული დროის დაზოგვა. ბიზნეს გიდები თიბისის ყველა ფილიალში დახვდებიან მომხმარებელს და მათ გააცნობენ თიბისი ჯგუფის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო პროდუქტებს.

დროის დაზოგვა და კონსულტაციის გაწევა ის საკითხებია, რაც ბიზნესებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. Fly Help-ის დამფუძნებელი მიშა ჭანტურია ამბობს, რომ ბანკისგან სტანდარტული მომსახურება უკვე საკმარისი აღარ არის და მომხმარებლისთვის განსხვავებული სერვისების შეთავაზებაა საჭირო.

თიბისიში ბიზნესგიდების მიღება უკვე დაიწყო. ვაკანსიის ნახვა და რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

www.tbcbank.ge