ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

ნოემბერი 24, 2020

CatchUp Georgia

CatchUp Georgia-ს პროდუქტი - CatchUp BOX - მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პლასტმასისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ალტერნატივის შეთავაზებას. BOX -ის ეკომეგობრული შეფუთვა დამზადებულია რეციკლირებული ან განახლებადი მასალისგან. CatchUp BOX-ში მოთავსებულია ინდივიდებისა და ბრენდებისაგან შეძენილი პროდუქტი. ეს ინდივიდები და ბრენდები ემსახურებიან საერთო მიზანს - გარემოზე დადებით ზემოქმედებას. ყოველთვიური ეკოლოგიური ყუთის ნაკრებების შერჩევის მთავარი გმირები ის ქართული ეკოლოგიური ბრენდები არიან, რომლებიც იმსახურებენ მათი პროდუქტის ფართო მასებისათვის გაცნობას.

CatchUp Georgia

ჩაინიკი 

ჩაინიკი 2019 წელს დაარსდა და მისი მიზანია მომხარებლებისთვის ქეითერინგისა და ივენთ მენეჯმენტის კუთხით საუკეთესო მომსახურების შეთავაზება. დასაწყისში მომსახურების სფეროში მხოლოდ ქეითერინგი შედიოდა, დღეს კი კომპანია სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერ მოთხოვნას ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რამაც სტარტაპის რებრენდინგი აუცილებელი გახადა. კომპანიას ახალი ლოგო ქართველმა გრაფიკულმა დიზაინერმა, ანუკა ჯღარკავამ შექმნა. ლოგოზე გამოსახულია ვინტაჟური სტილის ჩაიდანი, ხოლო ფერები ნათელი და ბათუმურია. „ჩაინიკის“ გემოები ტრადიციულია, ვიზუალი კი - ევროპული.

ჩაინიკი

Geoproduct

კომპანია Geoproduct -ი ნედლი რძით აწარმოებს სულგუნს, შებოლილ სულგუნსა და ქართული ყველს. პროდუქტი საექსპორტოდ ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში (ბრუკლინში) გადის. კომპანიას ახალი დაწყებული აქვს საქმიანობა და აპირებს, ეტაპობრივად, სხვა პროდუქტებიც დაამატოს, კერძოდ, ჯემები, მურაბები, ტყემალი, აჯიკა და სხვა. კომპანიის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ამერიკაში. Geoproduct-ი ნელ-ნელა ზრდის დასაქმებულებთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

Geoproduct

Georgian Cardboard 

Georgian Cardboard ქართულ ბაზარზე 2009 წელს, ადგილობრივ ინვესტიციებზე დაყრდნობით დაფუძნდა. არსებობის ხანმოკლე პერიოდში, კომპანიამ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა სანდო პარტნიორმა. Georgian Cardboard ქაღალდის შეძენის მიმართულებით თანამშრომლობს ევროპის ბაზარზე არსებულ ისეთ გავლენიან კომპანიებთან, როგორებიცაა: “MONDI” (პოლონეთი); “STORA ENSO” (ფინეთი); “MODERN CARTON” (თურქეთი)’ “HADERA PAPER” (ისრაელი); “KYIV CARDBOARD AND PAPER MILL” (უკრაინა). აღნიშნული კომპანიებიდან შეძენილი ნედლეული სერტიფიცირებულია, რაც მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების მიერ არის დადასტურებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნედლეული, რომელიც წარმოებულია საკვები პროდუქტებისთვის. გოფრირებული მუყაოს ყუთი, რომელშიც საკვები პროდუქტი თავსდება, სწორედ ასეთი სერტიფიცირებული ქაღალდისგანაა შექმნილი.

Georgian Cardboard

GOGO fashion

GOGO fashion ფოთში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაა, რომელიც უკვე შვიდი წელია არებობს. პირველ ეტაპზე მაღაზიას ტანსაცმელი თურქეთიდან ჩამოჰქონდა, მაგრამ მალევე გადაწყდა, თავადვე დაეწყოთ კერვა. დღეს პროდუქტების უმრავლესობა GOGO fashion-ის შექმნილია. მაღაზია კერავს შარვლებს, ბლუზებს, მაისურებს, პალტოებს და ქალის თითქმის ყველანაირ ტანსაცმელს. მომხმარებელს მოსწონს კარგი ხარისხის ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად, რაც მაღაზიის მთავარი უპირატესობაა და მას სხვებისგან გამოარჩევს. სამომავლო გეგმებშია დამხმარე მკერავების დაქირავება და 100% ხელნაკეთი ტანსაცმლის რეალიზაცია. ასევე იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა რეგიონებში და ბრენდის ცნობადობის გაზრდა.

Gogo Fashion

VIP Edelweiss 

VIP Edelweiss მომხმარებელს სწრაფი, ხარისხიანი თარგმნის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია თარგმნის თურქულ, არაბულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სამომავლოდ VIP Edelweiss გეგმავს ბიზნესის გაფართოებას - წიგნების თარგმნას და საგამომცემლო საქმიანობას. VIP Edelweiss უკვე 26 წელია რაც არსებობს. პროფესიონალიზმი, ხარისხი და კეთილგანწყობა კომპანიის მთავარი ნიშნებია.

VIP Edelweiss

სტრადა

სტრადას პირველი ფილიალი შვიდი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და მალევე ბრენდმა შეძლო გარდამტეხი როლი ეთამაშა სარესტორნო სფეროში მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი კერძებით, გამორჩეული სერვისით და განსხვავებული ინტერიერით. კომპანიის წარმატებას ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც უსმენს საკუთარ მომხმარებელს, მათ სურვილებს და ანებივრებს მას სიახლეებით. ბრენდის ძლიერი პოზიციონირება ნებისმიერი სახის გამოწვევებთან სწრაფად გამკლავების საშუალებას იძლევა. ამის ნათელი მაგალითი პანდემიაა - კომპანია მოკლე დროში ადაპტირდა ახალ რეალობასთან და, ყველა რეგულაციის დაცვით, სტუმრებისთვის შექმნა სრულიად უსაფრთხო გარემო. დღეს „სტრადა“ წარმოდგენილია სამი ფილიალით, ხოლო მომავალში ბრენდი შესთავაზებს ბაზარს ახალ, საინტერესო პროექტს.

სტრადა

არიში

კომპანია არიში დაფუძნების დღიდან აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მის მიერ დაპროექტებული და უკვე რელიზებულია მრავალი წარმატებული პროექტი ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, დაბებსა და მათში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია მოქმედი სტუდენტებით, მაგისტრებით, ასევე გამოცდილი, 75 წლის და უფროსი თანამშრომლებით, რომელთა სინქრონში შექმნილი პროდუქტიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. 2020 წელს უკვე დასრულდა კომპანიის მიერ დაპროექტებული რეკრეაციული ზონა ქალაქ რუსთავში (ლეონიძის სახელობის სკვერი) და იმავე ქალაქში რეაბილიტირდა უძველესი ქუჩა (კოსტავას გამზირი). კომპანიის მიზანია, გაზარდოს პერსონალის რაოდენობა და აამაღლოს მათი კვალიფიკაცია მეტი ეფექტის შესაქმნელად.

Arishi

აშენდი აგრო საქართველო 

აშენდი აგრო საქართველო დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ აქტიურად მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია ჩართულია კვლევებში და სიახლეების დანერგვაში. „აშენდი აგრო საქართველომ“ შექმნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის კომპლექსი, სადაც პირველ ადგილზე დგას ბიოუსაფრთხოება და კვების რაციონი, რათა მომხმარებელს მიეწოდოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტი. გაყიდვები კომპანიამ 2020 წლის მარტში დაიწყო და 2020 წელს „აშენდი აგრო საქართველო“ გახდა ლიდერი ქართულ ბაზარზე, როგორც წარმოებით, ასევე გაყიდვების რაოდენობით. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია აპირებს გაფართოებას და წარმოების გაორმაგებას.

Ashendi Agro Georgia

ბაბელი

ბაბელი მომხმარებელს სთავაზობს ქალის თეთრეულის დიდ არჩევანს და უკვე ქართულ ნაწარმსაც - ექსკლუზიურ მოდელებს დაბალ ფასად. კომპანიის ინსტაგრამის გვერდი სულ რამდენიმე თვეში გახდა ძალიან აქტიური და მოთხოვნაც გაიზარდა, რის შემდეგაც დაიწყო ქალის თეთრეულის საქართველოში წარმოება. „ბაბელს“ უკვე 13,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და ბევრი ცნობილი ადამიანის ყურადღებაც მიიქცია. გაიხსნა მაღაზიაც, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი სტუმრობს. კომპანიის მიზანია შექმნას ქალის თეთრეულის ქართული ბრენდი და მაღაზიაში იყოს მხოლოდ ქართული პროდუქცია.  

Babel

შპს ბეტა 

შპს ბეტა არის ინტეგრატორი კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს კორპორატიული მომხმარებლისთვის და ეხმარება მათ ბიზნესის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. „ბეტა“, პირველ რიგში, კონცენტრირდება შერჩეულ სფეროებში: უსაფრთხოება, IT, ენერგეტიკა, სასტუმრო სექტორი, სამედიცინო ტექნოლოგიები. „ბეტა“ თანამშრომლობს უდიდეს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან და უზრუნველყოფს ფართო სპექტრის მომსახურებებსა და გადაწყვეტილებებს. კომპანია გამოირჩევა მასშტაბური პროექტების წარმატებით შესრულების უნარით. სამომავლო გეგმებშია შენობის მართვის სისტემების შესწავლა და მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნა.

beta

გაბილდი 

კომპანია გაბილდი 2018 წლიდან ახორციელებს შესასვლელი და ოთახშორისი კარების იმპორტს რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს კარების მიტანა/მონტაჟის სერვისს. "გაბილდი“-ს აქვს 2 შოურუმი თბილისში, ჯამში 1100 კვ.მ. და ერთი საწყობი, 540 კვ. მ., რაც აძლევს საშუალებას, მომხმარებელს შესთავაზოს კარების ყველაზე დიდი არჩევანი. „გაბილდის“ ყველა კარს აქვს მინიმუმ 2 წლიანი და მაქსიმუმ უსასრულო გარანტია. კომპანიის  მენეჯერი ყოველდღიურად აჯამებს კლიენტთა უკუკავშირებს, რათა მუდმივად მოხდეს მომხმარებელზე მორგებული სერვისის თუ პროდუქტის შეთავაზება.

გაბილდი

Dezo service group

Dezo service group-ის მომსახურება მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. პანდემიის პირობებში კომპანიამ შეძლო და აქტიურად აწარმოა კოვიდ 19-თან ბრძოლის ღონისძიებები და დაასაქმა სტუდენტები. კომპანია დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული მავნებლებთან ბრძოლის კამპანიაში და ოპერირებს ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში. კომპანიის სპეციალისტები გადამზადებულნი არიან და აქვთ საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები: HACCP და ISO 1400.1 სწორედ ეს მიდგომები გამოარჩევს Dezo service group-ს კონკურენტებისგან. საქმისადმი დამოკიდებულებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებლის რაოდენობა. დაარსების დღიდან იზრდება მოთხოვნა კომპანიის მომსახურებაზეც.

Dezo service group

დეკორატიული ფილები 

2019 წელს დაარსებული კომპანია დეკორატიული ფილები აწარმოებს თანამედროვე დიზაინისა და ფორმის ფილებს და საყვავილე ქოთნებს, რომლებიც მანამდე ქართულ ბაზარზე არ იყო. რეალიზაცია ხორციელდება მინიმალური ფასნამატით და ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ფენისთვის. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ „დეკორატიული ფილები“ სთავაზობს საზოგადოებას თანამედროვე დიზაინის საყვავილე ქოთნებს, ბორდიურებს/ღობეებს ეზოებისთვის, ბაღებისა და სკვერებისთვის. სამომავლოდ „დეკორატიული ფილები“ ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.

დეკორატიული ფილები

Angel

კომპანია Angel უკვე 10 წელია, მომხმარებელს სთავაზობს სრულ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას. Angel მუშაობს ხარისხსა და შედეგებზე, რომლითაც მომხმარებელი ხშირად გაოცებული რჩება. კომპანია გეგმავს, ამ სფეროში შემოიტანოს ისეთი აპარატები და პროცედურები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არსებობს და შესთავაზოს მომხმარებელს ინოვაციური სერვისები ხელმისაწვდომ ფასად.  

Angel

Z motors Georgia 

Z motors Georgia მომხმარებელს სთავაზობს ავტომომსახურებას. კომპანია 4 წლისაა და უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. Z motors Georgia-მ ნდობა მოიპოვა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომით, დაბალი ფასებით და კეთილმოწყობილი ავტოსერვისებით. 2020 წელს კომპანია გაფართოვდა. გუნდის მთავარი გეგმა პროფესიონალზიმის ამაღლება და ახლი სერვისების დამატებაა.

Z Motors

იკო

იკო ტყავის აქსესუარების მწრმოებელი კომპნაიაა, რომელიც ნაკეთობებს ხელით დამუშავებული ნატურალური ქართული ტყავისგან ამზადებს და კერავს ორი ნემსის პრინციპით. ნაკეთობებში ხშირადაა გამოყენებული ძველქართული ორნამენტების გრავუყრები. „იკოს“ პროდუქცია მოიცავს ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს, ტყავისჩარჩოიან სარკეებს, სამაჯურებს, ბრელოკებს და სხვა აქსესუარებს. ნივთები გამოიყენება ოფისების, სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების დიზაინისთვის. „იკო“ ასრულებს ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებსაც. მისი დამკვეთები არიან: HRS, Casino Shangrila, Tbilgvino, Batoni restaurant, British Georgian Chamber of Commerce, “Little Georgia” (Georgian Restaurant in London), Xo, Funicular, Oriflame და სხვა კომპანიები. ბრენდს აქვს Facebook და Instagram გვერდები. მისი პროდუქცია განთავსებულია, ასევე, სხვადასხვა ონლაინ გაყიდვების ვებგვერდებზეც. ახალი პროექტით „იკო“ აპირებს შეზღუდელი შესაძლებლობების მქონე პირთათვის ეტლზე დასამაგრებელი მრავალფუნქციური ჩანთების წარმოებას. წლის ბოლომდე გაიხსნება ინტერნეტმაღაზია „ეტსი“.

იკო

KALMATRON 

KALMATRON შეღწევადი მოქმედების ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, რომელიც გამოიყენება როგორ შიდა, ასევე გარე სამუშაოების ჩასატარებლად. მას შეუძლია გააჩეროს ნებისმიერი დინების წყალი, გაზარდოს ბეტონის ექსპლუატაციის პერიოდი და გააუმჯობესოს ბეტონის ყველა თვისება. 2011 წლამდე კომპანიას KALMATRON-ი საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა. 2011 წლიდან კი მან თავად დავიწყო KALMATRON-ის წარმოება. კომპანიის ასროტიმენტი ყოველწლიურად იზრდება. ადგილობრივმა წარმოებამ შესაძლებელი გახადა მომხმარებილისთვის ხარისხიანი პროდუქტის მისაღებ ფასად შეთავაზება. წარმოება-რეალიზაციასთან ერთად, კომპანია Kalmatron-ი მომხმარებელს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს შესრულებასაც სთავაზობს.

Kalmatron

ლავანდერია

კომპანია ლავანდერია წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ლიდერ laundry service კომპანიას პრემიუმ ხარისხის რეცხვის და ქიმწმენდის მიმართულებით. მისი მიზანია უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა B2B სერვისის მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის. „ლავანდერიამ“ ბაზარზე ოპერირება 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო, წარმოადგენს მსოფლიოში სარეცხი მანქანების უმსხვილესი მწარმოებლის, „უნიმაკის“ ოფიციალურ პარტნიორს და აღჭურვილია „უნიმაკის“ მიერ წარმოებული უახლესი თაობის დანადგარებით. ოპერირების ამ მოკლე და რთულ პერიოდში, კომპანიამ მოახერხა სექტორში თავის მყარად დამკვიდრება. „ლავანდერია“ კონკურენტებისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხით და თანამშრომლობს საქართველოში არსებულ გამორჩეულ სასტუმროებთან.

Lavanderia

royal palace  

სასტუმრო royal palace ბაზარზე 2018 წლის ზაფხულიდან გამოჩნდა და მას შემდეგ აქტიურად მასპინძლობს საერთაშორისო სტუმრებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს. სასტუმრო მდებარეობს ლაგოდეხში და მოიცავს რესტორანსაც. royal palace-ის მთავარი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სტუმარ-მასპინძლობის კულტურასა და, რა თქმა უნდა, ქართულ სამზარეულოსაც, რითაც ასევე გამოირჩევა სასტუმროს სივრცე. royal palace წლიდან წალამდე იზრდება და ვითარდება და მოკლე პერიოდის განმავლობაში უამრავ დადებით შეფასებას იღებს მომხმარებლისგან.

royal palace

კალდერა

კომპანია კალდერა 15 წელია საქართველოს ბაზარზეა და მან თავიდანვე აირჩია ამ სფეროში საუკეთესო ბრენდები -  KALDE (წყალმომარაგებისა და გათბობის წყალგაყვანილობის სისტემები - მწარმოებელი თურქული ფირმა KALDE A.S.) და BLACK SWAN (ხელოვნური კაუჩუკის თბოიზოლაციის მილები და რულონები - მწარმოებელი გერმანული ფირმა ARMACELL). ბოლო 1 წლის განმავლობაში ბრუნვა თითქმის 50 %-ით გაიზარდა. საუკეთესო ხარისხისა და მომსახურების გამო, „კალდერა“-ს უპირატესობას ანიჭებენ სამშენებლო სექტორში ცნობილი ისეთი კომპანიები, როგორიცაა: „დომუს დეველოპმენტი“, „ევროპული სახლი“, „დომსონი“, „ადკ სოლუშენი“, „ბერკეტი დიზაინი“.  

kaldera

Loop

Loop -ის პროდუქტი ტექნიკისა და ელექტროობის ინტერნეტმაღაზიაა. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი პროდუქტები. ინფორმციას ახალი პროდქციის შესახებ Loop-ი მომხმრებელს ვიდეორგოლების საშუალებით აწვდის. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, მომხმარებლის გემოვნებსა დ სურვილებზე.

Loop

მათუთა

მათუთა  2018 წლიდან ამზადებს შემეცნებითი ხასიათის თექის წიგნებს და ბლოკნოტებს. 2020 წელიდან კი - ორიგინალურ ხელნაკეთ თექის თმისსამაგრებსა და აბადოკებს. დახვეწილი, უნიკალური დიზაინის წყალობით, „მათუთას“ თმის აქსესუარები დიდი მოწონებითა და პოპულარულობით სარგებლობს. ასორტიმენტში ხშირია ისეთი ხელნაკეთი ნივთები, რომელთა დიზაინიც არ მეორდება. „მათუთა“-ს პროდუქცია ძირითადად საქართველოში იყიდება, თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება აქსესუარების საზღვარგარეთ გატანაც.

Matuta

ევროლაინი

კომპანია ევროლაინი აწარმოებს მაღალი ხარისხის მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს და ვიტრაჟებს. კომპანია დაარსების დღიდან ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. „ევროლაინი“ გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის სერვისით და ხელმისაწვდომი ფასებით. 

Mclub 

კომპანია Mclub ვაკეში მდებარე სილამაზის ცენტრია, რომელიც თავის მომხმარებელს მუდმივ ინოვაციას და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. 2020 წლიდან, სოციალური ქსელების მეშვეობით, Mclub ბევრად უფრო პოპულარული გახდა, რამაც კომპანიის შემოსავლები საგრძნობლად გაზარდა. კმაყოფილი მომხმარებლების მიერ გაწეულმა აქტიურმა პიარმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია ახალი ფილიალის გახსნა.

Mclub

მორთული

ბრენდი მორთული ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. მისი მიზანია, უძველისი ქართული ორნამენტის მოტივების თანამეროვე დიზაინში გადმოტანა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, არქივებში მოძიებული ორნამენტები „მორთულმა“ საქართველოშივე დამზადებულ წინდებსა და მაისურებზე გადაიტანა. კომპანიის სურვილი ისტორიის ამ მივიწყებული ნაწილის და ქართული ორნამენტიკის პოპულარიზაციაა. პანდემიიდან გამომდინარე, „მორთული“ პროდუქციას ჯერ მხოლოდ ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით ყიდის. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმანაც, რომ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნაცნობი ორნამენტებით მორთული პროდუქტის შეძენა. „მორთულს“ აქვს მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. სამომავლოდ დაგეგმილია სტენდის ან პატარა მაღაზიის გახსნა, უფრო მეტი პროდუქტის შექმნა ყველა კუთხის ორნამენტის გამოყენებით. კომპანია აპირებს ამ საქმიანობაში იმ ადამიანების ჩართვას, რომლებიც დღემდე იყენებენ უძველეს ორნამენტებს წინდების, ქუდების და სხვა ნივთების შექმნისას, მაგრამ არ აქვთ საშუალება ეს პროდუქტი მომხმარბელს თავად შესთავაზონ. ამ მიზნით, კომპანია უკვე მოელაპარაკა თუშეთსა და ხევსურეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც აპირებს ხელით ნაქსოვი კოლექციის შექმნას.

მორთული

ნინო 2008 

კომპანია ნინო 2008 2008 წელიდან საქართველოს სადისტრიბუციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც დისტრიბუციას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მოპოვებული აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს ბაზარზე იმპორტი და დისტრიბუცია გაუწიოს სხვადასხვა ბრენდებს. კომპანია ცდილობს, საქართველოს ბაზარზე შემოიტანოს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტი. ახლო მომავალში კომპანია გეგმავს საქართველოს მასშტაბით საბრენდო მაღაზიების ( "ნატურპროდუქტი") გახსნას, სადაც გაიყიდება მხოლოდ ნატურალური პროდუქტი ხელმისაწვდომი ფასებით. 

ნინო 2008

Olga's Felt 

კომპანია Olga's Felt მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიით შესრულებულ, უმაღლესი ხარისხის თექისგან შექმნილ უნიკალურ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია 10 წლის წინ დაარსდა და ამ ხსნის განმავლობაში არაერთხელ იყო მიწვეული ევროპის ქვეყნების საგამოფენო სივრცეებში, კომერციული მიზნით. პანდემიის პირობებში, მომხმარებლისთვის შეღავათების გაწევის მიზნით, დაგეგმილია და ხორციელდება კოტე აფხაზის # 32 უდანაკარგო რეწვის ტექნოლოგია. 

Olga's Felt

Esthetic Centre Dia Line 

Esthetic Centre Dia Line ლაზერული ეპილაციის ცენტრია, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაარსდა. კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით, Esthetic Centre Dia Line იყენებს მხოლოდ უახლეს, 2020 წლის აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის შედეგებს. კმაყოფილი მომხმარებლისა და სოციალური ქსელების საშუალებით, კომპანიამ პოპულარობა უკვე მოიპოვა. ლაზერის უნიკალური შესააძლებლობების მქონე აპარატის წყალობით, Esthetic Centre Dia Line-ის მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამომავლოდ კომპანია ახალი აპარატურის ყიდვას და ცენტრის გაფართოებას გეგმავს. 

Dia Line

GL Sport 

GL Sport სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაა, რომელიც აკმაყოფილებს და ახარებს სპორტის სხვადასხვა სახეობის გულშემატკივარს. დაარსების დღიდან, კომპანია ხელს უწყობს ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, თანამშრომლობს და სპონსორობას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციასა და სპორტულ ღონისძიებას. 2020 წლის კარანტინის პირობებში, GL Sport იყო ერთ-ერთი პირველი მაღაზია, რომელმაც მომხმარებელს სხლში მიტნის სერვისი შესთვაზა.

GL Sport