სიახლეები ლიტერატურა

ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნები SABA Reader-ში

„საბა“

იანვარი 30, 2023

საქართველოში პირველად, “საბამ” “wavetech” - თან თანამშრომლობით, ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა. 


ამ ეტაპზე “საბას” ბიბლიოთეკაში ინოვაციური ტექნოლოგიით გახმოვანებული 20 - მდე წიგნია ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის, მათ შორის, რამდენიმე უფასოა.

“Ხმოვანი წიგნებით დაინტერესება გასული წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ლოგიკურიც არის თანამედროვე ადამიანის გრაფიკისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. Მკითხველის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ „wavetech”-თან თანამშრომლობა, რომელსაც AI ტექნოლოგიით გახმოვანების სწრაფი და საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაცია დაგვეხმარება ხმოვანი წიგნების მოყვარულ მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და ჩვენი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ჟანრის წიგნებით შევავსოთ. ამჟამად აპლიკაციაში მხოლოდ 20-მდე წიგნი დავამატეთ სატესტო რეჟიმში და ველოდებით მკითხველების გამოხმაურებას. ”


- ირინა ჯავახაძე (საბას დირექტორი).

“wavetech-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკალირებადი სისტემის შექმნა იყო, რადგან ადამიანური რესურსების სკალირება უზარმაზარ ფინანსურ და დროის რესურსებთანაა დაკავშირებული. ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში კი, მოთხოვნის / დატვირთვის ზრდის შესაბამისად სკალირება მარტივი ტექნიკური პრობლემაა. შესაბამისად, რადგან “საბას“, როგორც ბაზარზე ყველაზე დიდ ელ. Წიგნების პლატფორმას, ათასობით წიგნი აქვს - ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს გახმოვანება რამდენიმე წელსა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს საჭიროებდა. თუმცა, ჩვენი რეალისტური ხმოვანი აგენტებით “საბას” 20-მდე წიგნის გახმოვანება სულ რაღაც 20 წუთში შევძელით - როცა ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს 4 თვეზე მეტი დაჭირდებოდა”


- სოფი ზამბახიძე (wavetech-ის Chief Product Officer).

AI-ით გახმოვანებული წიგნების გარდა, SABA Reader-ში ტრადიციული მეთოდით გახმოვანებული 1000-მდე ხმოვანი წიგნია. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი ფუნქცია, მათ შორის. აკონტროლონ ჩანაწერის სიჩქარე, გააქტიურონ ავტომობილის რეჟიმი და სხვ.

გადმოწერე „საბას“ აპლიკაცია და მიიღე წიგნების მოსმენის სრულიად ახალი გამოცდილება




ავტორი: „საბა"