მარტი 09, 2020
დღესდღეობით ნაღდი ფულის გამოყენების მრავალი ალტერნატივა არსებობს. გიზიარებთ 5 მათგანს:
დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის:
მობაილ ან ინტერნეტბანკით შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ სასურველი ტრანზაქციები: შეივსოთ მობილურის ბალანსი, გადაიხადოთ კომუნალურები, გადარიცხოთ თანხა...
Apple Wallet
ვისაც Apple-ის სმარტფონი გაქვთ, შეგიძლიათ ელექტონულ საფულეში დაამატოთ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადოთ ყველგან, სადაც ტერმინალებია.
TBC Wallet
ვისაც ანდროიდის სმარტფონი გაქვთ, შეგიძლიათ თიბისის ელექტრონული საფულე გამოიყენოთ.
QR კოდით გადახდა
ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდი შეგხვდებათ, შეგიძლიათ მობაილბანკიდან კოდი დაასკანეროთ და ნაღდი ფულის გარეშე გადაიხადოთ.
ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა
ნაღდი ფულის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო ბარათი, რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, სტიკერი, რომელიც შეგიძლიათ მიამაგროთ სასურველ ნივთს, მაგალითად, მობილურ ტელეფონს, მიიტანოთ ტერმინალთან და დააფიქსიროთ გადახდა.
თიბისი სამაჯურით შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე. სამაჯურის უპირატესობა არის ის, რომ სრულად უკონტაქტოა - გადახდისას არ გიწევთ შეხება არც ბარათზე და არც ტელეფონზე. სამაჯურს მიიტანთ ტერმინალთან და გადახდა შესრულებულია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!