ლიტერატურა

5 წიგნი, რომელიც სკოლის დაწყებამდე შეგიძლია წაიკითხო

"საბა"

მარტი 13, 2020



1. ყვავილები ელჯერნონისთვის




სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს, ჩარლის, ტვინზე ოპერაციას უკეთებენ, რომლის შემდეგაც მისი IQ 180ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.




2. ხოჭო ბიჭი



დარკუსის მამა უკვალოდ გაუჩინარდა.

დარკუსი საცხოვრებლად ბიძასთან გადადის და სკოლასაც იცვლის. სწორედ ახალ სკოლაში იწყება უცნაურობებითა და ხიფათით სავსე თავგადასავალი: დარკუსი თავის ახალ მეგობრებთან ერთად იდუმალ საქმეს იძიებს. ბავშვებს ხოჭოებიც ეხმარებიან, განსაკუთრებით მარტორქა ხოჭო - ბაქსტერი.

მაგრამ ბიჭისა და ხოჭოს მეგობრობა ვის გაუგია? ან რა კავშირი აქვს დოქტორ ქათლის გაუჩინარებას უჩვეულო ხოჭოებთან, აუტანელ მეზობლებთან და იშვიათი სამკაულების მოყვარულ ლუკრეცია კატერთან?


 



3. ყველაფერი, ყველაფერი



მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს და ამიტომ სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის ცხოვრებაში ჩნდება ოლი – ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ვერასდროს ისვენებს? „ყველაფერი, ყველაფერი" არის ისტორია იმ მღელვარებასა და გულისტკენაზე, რომელიც საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და სიყვარულის გამო რისკზე წასვლას შეიძლება მოჰყვეს.



4. არ დაინდო ეს დღიური



ამ დღიურმა შნეი არდადაგები შესაძლოა ბევრად მხიარული და ორიგინალური გახადოს. დღიურის გამოყენების პროცესში აუცილებლად დაისვრებით. შეიძლება ამოითხვაროთ საღებავში ან სხვა, რამდენიმე სახის უცხო სუბსტანციაში. შეიძლება საჭოჭმანო რამეების გაკეთება მოგიწიოთ. შეიძლება შეგაწუხოთ კიდეც წიგნის თავდაპირველმა სრულყოფილმა მდგომარეობამ. შესაძლოა აქ ნასწავლმა, შემოქმედებითი განადგურების პროცესმა მსგავსი შთაგონება ყველგან გაძებნინოთ.



5.  ლაბირინთში მორბენალი



„თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი.“ ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს.

თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. „სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში, შენქ.“ კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი. ის ბიჭებს შემაძრწუნებელ ახალ ამბავს მოუტანს. გახსოვდეს! უნდა გადარჩე! ირბინე!



ავტორი: saba.com.ge