მუსიკა | ცა

ERTOBA & GARTOBA | 4D Monster Lobsters-ის კოლაბორაციული ალბომი

Tsa.Music

ნოემბერი 19, 2021

ბუკიას ბაღის ტერიტორიაზე, სანამ რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა შემჩნეული თუ არ გქონდათ, ახლა გეტყვით, რომ იქ ჭადრაკის და სხვა სამაგიდო თამაშების მოყვარულ პენსიონერთა თავშეყრის ადგილს ასეთი ორენოვანი წარწერა ამშვენებდა:

საჭადრაკო კლუბი „ერთობა და გართობა“ – Chess Club ERTOBA DA GARTOBA

აქედან აიღო სახელი მესამე, კოლაბორაციული ხასიათის ალბომისთვის ფსიქოდელიური სინთი-პოპ მიართულების ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters. (ქვემოთ ამ ვრცელი სახელის მქონე ჯგუფს „ლობსტერებად“ მოვიხსენიებ).



ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში, რომელიც აქ გექნებათ წაკითხული, ჯგუფის სიმღერების ავტორმა, ბექა თევდორაშვილმა ქართული მიმართულებით სვლის გადაწყევტილების შესახებ გვიამბო და ისიც თქვა, რომ ქართული პოლიფონიის ელემენტების გამოყენება ზაქარია ფალიაშვილის და ვიქტორ დოლიძის მუსიკაში ჩაღრმავებამ გადააწყვეტინა.

თავდაპირველად საუბარი იყო EP-ის გამოცემაზე, რადგან არ იყო მოლოდინი, რომ ERTOBA & GARTOB-ის იდეის გარშემო ის რაოდენობა მუსიკოსებისა შეიკრიბებოდა, რომელსაც ახლა ვხედავთ ანოტაციაში.

 - ჩვენ იმ მცირე მუსიკალური სცენის ნაწილი ვართ საქართველოში... პირდაპირ რომ ვთქვა, აქ რომ მუსიკა აკეთო, კარგად ვერ უნდა იყო. სწორედ ასეთი ხალხი შევკრიბეთ ამ ალბომში.


- ბექა

ლობსტერები ამ 12 ტრეკიანი ნამუშევრის შექმნისას დღეს გაიშვიათებულ, ალბომის ერთი კონცეფციით შეკვრის გზას მიყვნენ. მის მიღმა კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ამ თაობის წუხილი იკითხება - დიახ, ამ სარკაზმით, ირონიით, პაროდირებით, რაც თანაბრად აქვთ შეშვებული, როგორც მუსიკაში, ასევე ტექსტსა და ვიზულურ თანხლებაშიც, ბევრისთვის ნიჰილისტურ მასაში გაერთიანებული ახალი თაობის მუსიკოსები რეაგირებენ რეალობაზე, რომელშიც თქვენთან ერთად უწევთ ცხოვრება.

ალბომის გამხსენლი, სატიტულო სიმღერა ERTOBA & GARTOBA შეგვიძლია მომდევნო 11 სიმღერაზე გამავალი მოგზაურობის პრელუდიად მივიღოთ.


მუსიკალურად ეს სიმღერა უფრო ორიენტალური ფსიქოდელიკის (მისი ქვეჟანრებიდან ერთ-ერთის) ნიმუშს ჰგავს. ბოლოს ბექას ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტედან“ სიქოს და საქოს არიის ნაწყვეტის წამღერებაც არ დავიწყებია.


ვიდეოში, რომელიც განზრახ VHS კამერით არის გადაღებული, 90-იანების პაროდირებული რეკონსტრუქციის მცდელობაა. ტექსტი კი, ბექას სიტყვებით, სხვა არაფერია თუ არა, მამების თაობის „საყვარელი სამშობლოს“ გასვენებაში ღრეობის აღწერა, სადაც ეს „სამშობლო“ ბოლოს თავადაც „თვრება“, იძინებს და მას ყველა ტოვებს. 

აი, უკვე ვინც კი „დარჩა“ სამშობლოში, ამ ნიადაგზე გაზრდილი თაობის ისტორიების ერთგავი თხრობა იწყება მეორე სიმღერიდან, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ჰიპ-სოპ არტის Vromj (ვრომჟ) და მელქოსთან ერთად არის ჩაწერილი. Nina - აქ მთვარი ჰიპ-ჰოპ თემაა აღმოსავლური ელფერით, რომელსაც ანაცვლებს ლობსტერების დამახასიათებელი ფსიქოდელიური ვოკედერიანი მისამღერი. თოთოეულმა ვოკალისტმა ბექამ, Vromj-მა და მელქომ ტექსტის საკუთრი ნაწილი თვად დაწერა - ასე მთლიანობაში იკვრება, როგორც ბექამ, მითხრა ერთი „დრაგედიქთედ“ ტიპის უიღბლო სიყვარულის ამბავი.

გასულ თებერვალს ამ, ასე ვთქვათ, ქართული ეტაპის დაანონსებას ლობსტერების იუთუბის არხზე მოყვა სიმღერა I’m in Love with Your Cat და ვიდეო.


მთლად ქართულს ვერ იტყვი, თუმცა აღმოსავლური ჰანგები დისკო-პოპ რიტმიკით აქაც არის. სიმღერის მთავარი პერსონაჟი მარტოსული ადამიანია, რომელსაც როკსტარობაც კი აღარ იზიდავს და პლატონური სიყვარულით არის შეპყრობილი.

ამ პერსონაჟის ანტიპოდი - მექალთანე, სასიყვარულუ თავგადასავლების მოყვარული კაცის სიმღერაა La Mia Bella Ragazaa - თავად ავტორის მტკიცებით ასეა და მე კი ტექსტის რომანტიკულმა ღერძმა მეტად მომხიბლა. მუსიკალურ ნაწილში ლობსტერებმა მიზანს მიაღწიეს - აღმოსავლურად მჟღერი ტექნო.

მომდევნო სიმღერაა ზურა ჯავახიასთან ერთად ჩაწერილი In My Head. სიმღერის ავტორი და დუეტის ინიციატორიც თავად ზურაა. ამ სიღერაზე მუშაობის პროცესში მოხდა მისი და ლობსტერების დაახლოება, რამე თუ მანამდე ისინი ერთმანეთს ასე ახლოდან არ იცნობდნენ.


სიმღერა შეიძლება ამოვარდნილი გვეჩვენოს მთლიანი კონცეფციიდან, მაგრამ მჯერა, მოსმენით ისიამოვნებთ და წინა „სიგიჟეებისგან“ სულის მოსათქმელად კარგ ფონს შეგიქმნით, მითუმეტეს „თუ ერთი ჩაყრაც არი“.

და რა თქმა უნდა, რადგან ასეთი ქართულად მჟღერი ალბომის შექმნაზე იყო საუბარი, ლობსტერები გვერდს ვერაფრით აუვლიდნენ ამ ეთნო მუსიკის უბადლო „გამთანამედროვებელს“ - Tamada-ს. სიმღერა ვნება ონლაინ, დისტანციური მუშაობის შედეგია - მუსიკოსებმა ერთმანეთი ცოცხლად მხოლოდ ვიდეოს გადაღების დღეს ნახეს და გაიცნეს. 

სიმღერა Talisman, მუსიკალური წრისთვისაც უცნობი, ახალბედა მუსიკოსის - გიორგი ბულიას მიერ გაკეთებული შეთავაზების შედეგად შეიქმნა. ეს ტრიპ-ჰოპ ბიტი კი მეტ სიმძიმეს ითხოვს, თუმცა ამ „დანაკლისს“ ალაგ-ალაგ გუნდური წამღერებები აკომპენსირებს. მუსიკასთან ჰარმოიულად იკითხება აღმოსავლური ელფერის ტექსტიც.

მომდევნო სიმღერის მოსმენისას გაჩენილი ეჭვი ბექასთან საუბარში დამიდასტურდა - ბექას მუსიკალური „ინფლუენსერთა“ რიცხვს გორან ბრეგოვიჩი შემატებია. სიმღერა Hoppa კი დღესდღეობით ერთ-ერთ საინტერესო მუსიკალურ ჯგუფ „დაგდაგანთან“/ცოტნე გორგოშიძესთან ერთად ჩაიწერა. არანჟირებაში ვიოლინოც არ გამორჩენიათ, მისპარტიას მარიამ მაკალათია ასრულებს. არც „ოპერის“ სექცია დავიწყებიათ მარი შარმანის (დაგდაგანის ბექ ვოკალი) შესრულებით. ვფიქრობ, მზა საუნტრეკია ფილმისთვის!

მომდევნო სიმღერა SHIPP კიდევ ერთი არტისტის - Nikita (წარსულში st. Giraffe) ჩემთვის გაცნობის საბაბი გამოდგა. ტექნოსა და ჰიპ-ჰოპის ამ სინთეზს, წინა სიღერისგან განსხვავებით, ასეთი სარისკო ექსპერიმენტის მოყვარული მსმენელის „მოძებნა“ დასჭირდება. ლირიკაზე კი გეტყვით, რომ „სამოგზაურო მარშრუტისთვის“ მასაც არ გადაუხვევია.

4EVA - ინდი მიმართულების მუსიკოს, სანდრო თავართქილაძესთან ერთად შესრულებული აკუსტიკური, ლოუ-ფაი ჰიპ-ჰოპ მიმართულების ეს სიმღერა სულ სხვა ესთეტიკის შემომტანია და გზის დასრულებამდე ერთ-ერთი ბოლო გაჩერებაა.

ანოტაცია გვამცნობს, რომ სიმღერას C’mon Chemicals! ლობსტერებთან ერთად ასრულებს ვინმე ქაჯი თოდია... Qaji Todia. თუ კი თქვენ თანამედროვე ქართული ალტერნატიული/ინდი მუსიკის მსმენელი ხართ, ვფიქრობ, არ უნდა გაგიჭირდეთ ამოიცნოთ ვინ დაიმალა ამ სახელის უკან. თუ პირველ მცდელობაზე ვერ ამოიცანით, „კიდევ სცადეთ“!

6AM - ფინალურად მჟღერი ლობსტერების ეს სოლო სიმღერა მოგზაურობის ოპტიმისტურ დასასრულად, გამოფხიზლების დასაწტისად უნდა აღვიქვათ. 

ალბომის გარეკანი (ქავერი) - დიახ, ის ცალკე აღნიშვნის ღირსია და ამის მიზეზი მისი ალბომის კონცეფციასთან ჰარმონიულობაა. ახალგაზრდა არტისტმა, სალომე ჯოხაძემ უზუსტესად გადმოსცა ლობსტერების და ალბომის ფსიქოდელიური ხასიათი.

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე