თიბისელები

ფეხბურთის ჩემპიონატი თიბისელებისთვის

ყველაფერი, რაც თიბისელების ფეხბურთის ჩემპიონატზე უნდა იცოდეთ:

ნოემბერი 06, 2023

ემოციური და დაძაბული სარაგბო სეზონის შემდეგ, თიბისელებისთვის მორიგი სპორტული ეპიზოდის დრო დადგა. 12 ნოემბრიდან თიბისის თანამშრომლებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც 16 ქალაქიდან 58 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

თიბისისთვის სპორტი გუნდურობის, ერთიანობის გამოხატულებაა და სხვადასხვა ტიპის აქტივობით მუდმივად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და განმტკიცებას. საფეხბურთო ჩემპიონატი კი კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობაა თანამშრომლებისთვის, ერთმანეთს დაუახლოვდნენ მოედანზე თუ მის მიღმა.

ამ ბლოგში დეტალურად გიამბობთ, რას უნდა ელოდოთ თიბისელების ფეხბურთის ჩემპიონატზე და რატომ არის ის თიბისისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. 

სპორტული ტრადიცია

წლევანდელი ფეხბურთის ჩემპიონატისთვის რეგისტრაცია 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თიბისიმ საფეხბურთო ჩემპიონატს გაუწია ორგანიზება. ამ ტრადიციას დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და მხოლოდ გარკვეული პერიოდით, პანდემიის დაწყების შემდეგ შეჩერდა. ახლა კი თიბისი კვლავ უბრუნდება ჩვეულ სპორტულ განწყობას და თანამშრომლებს საინტერესო შეხვედრებს უმზადებს.

საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი მიზანი თიბისელებს შორის სპორტული ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია, მათი განტვირთვა და წახალისებაა. რაც მთავარია, ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია

ფეხბურთის ჩემპიონატი ჯგუფური პრინციპით ჩატარდება, შესაბამისად, თიბისელებს ექნებათ შესაძლებლობა, არაფორმალურ გარემოში უფრო ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს.

მნიშვნელოვანი რიცხვები

ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, პლეოფის შეხვედრები კი იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ჩემპიონატი 20 თებერვლამდე გასტანს და საქართველოს 16 ქალაქს მოიცავს, თამაშის წესების დაცვაზე კი 20-მდე მსაჯი იზრუნებს.

ჯილდოები და ფინალი

თიბისის საფეხბურთო ჩემპიონატზე გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდებიან, ესენია:

1. პირველადგილოსანი 

2. Მეორეადგილოსანი 

3. საუკეთესო მოთამაშე

4. Საუკეთესო მეკარე 

5. Საუკეთესო ბომბარდირი 

გრანდიოზული ფინალური მატჩი თბილისში, თებერვალში გაიმართება, რომელზე დასწრება და გულშემატკივრობა ყველა თიბისელს შეეძლება.

ჩემპიონატი მონაწილეებსა და დამსწრეებს ნამდვილ საფეხბურთო ვნებათაღელვას და დაუვიწყარ მომენტებს ჰპირდება, ასე რომ, დაესწარით თამაშებს სხვა თიბისელებთან ერთად.