თიბისი შენთვის

#ამოდიადრე - რა უნდა იცოდე Tbilisi Open Air-ზე ამოსასვლელად

Tbilisi Open Air | 23-24-25 ივნისი | ლისის საოცრებათა ქვეყანა

ივნისი 19, 2023

ყველას გვახსოვს დისკომფორტი, რომელსაც ფესტივალის გზაზე შექმნილი საცობები იწვევს - დიდი დროის მანქანაში გატარება, საყვარელი არტისტის გამოსვლაზე დაგვიანება და ა.შ.


Tbilisi Open Air ყოველწლიურად ცდილობს, ფესტივალის სტუმრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ხელი შეუწყოს მათ გადაადგილებაში.


სწორედ ამიტომ, ფესტივალი გვიზიარებს რამდენიმე მთავარ საკითხს, რომელიც ჩვენც, როგორც ფესტივალზე ამსვლელმა უნდა გავითვალისწინოთ

  • უფასო ვენები 23, 24 და 25 ფესტივალის ტერიტორიის იმართულებით იმოძრავებენ 13:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით. ვენები ტერიტორიის მიმართულებით დაიძვრებიან შევსებისთანავე.


  • ლოკაცია: საბურთალო, მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორია


  • ფესიტავალის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია ერთადერთი შემოსასვლელიდან, რომელსაც ვუწოდებთ „ფესტივალის ცენტრალურ შემოსასვლელს“


  • ვენიუსთან მოქმედებს 2 უფასო პარკინგი - იპოდრომის ტერიტორიაზე და ფესტივალის ცენტრალურ შემოსასვლელში.


  • ფესტივალის ცენტრალური შემოსასვლელი არის ე.წ. ტრანზიტული გზა ვენებისთვის(ამ ლოკაციაზე ტოვებენ სტუმრებს, რომლებიც საფეხმავლო ბილიკით მიდიან გეითებთან.


  • ფესტივალის ცენტრალური შემოსასვლელით შეუძლიათ ისარგებლონ ტაქსებმა, რომლებიც მგზავრებს დაელოდებიან.


  • ფესტივალის ცენტრალური შემოსასვლელით სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც მეგობრებს ტოვებენ ტერიტორიაზე და თავად ბრუნდებიან


  • ფესტივალის უფასო საპარკინგე ტერიტორიაზე ადგილები შეზღუდულია


  • ფესტივალის ტერიტორიიდან 30 მეტრში (მას შემდეგ, რაც გასცდებიან ტერიტორიას და არა იქამდე) მოქმედებს ფასიანი პარკინგი Lisi Lemans-ის ტერიტორიაზე. Lisi Lemans-ის ტერიტორიაზე პარკირების დაწყების ღირებულებაა 3 ლარი, ყოველი მომდევნო საათი - 1 ლარი.


  • bერიტაშვილის ქუჩა საღამოს ??:?? საათიდან იქნება ცალმხრივი. ფესტივალის სტუმრები ტერიტორიაზე ამოსვლას შეძლებენ „ლისის წრიდან“, ხოლო ფესტივალის ტერიტორიიდან დაბრუნებას შეძლებენ თხინვალას გავლით.


  • ფესტივალის ტერიტორიაზე მოსახვედრას შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით:


  • ·      ვენიუსთან გაივლის სამი ავტობუსი
  • 1. 329 - სადგურის მოედნიდან
  • 2. 363 - დელისის მეტროდან
  • 3. 107 - დელისის მეტროდან (ოღონდ ეს 2 საათში ერთხელ დადის)


  • ღამის „ჩამყვანი“ ტრანსპორტირება ცენტრალური შემოსასვლელიდან ღამის 1:00-4:00